ნაციხარი რეპერები
პოსტში წარმოგიდგენთ ჰიპ-ჰოპ ჟანრის შემსრულებლების ისტორიებს, თუ სად, როგორ და რატომ დააკავეს
Andre 3000
ანდრე ბენჯამინი დააკავეს ატლანტაში. ის მოძრაობდა ავტომობილით 109კმ/სთ სიჩქარით, ზონაში, სადაც მაქსიმალური დასაშვები სიჩქარეა 65კმ/სთ. ანდრეს არ გაუმართლა, ალბათ პოლიციელი არ იყო Outkast-ის ფანი
Jay-Z
1999 წელი ჯეი ზისთვის წარუმატებელი იყო. ის დააკავეს და 2 წლიანი სასჯელიც მიუსაჯეს.
T-Pain
ეს “ყმაწვილი” დააკავეს თავისივე კონცერტზე, პოლიციის მიმართ გამოხატული უცენზურო ჟესტებისათვის
Puffy
პაფ დედიმ, ერთ-ერთ კლუბში, შელაპარაკების დროს გაისროლა. ის დააკავეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს. ამის შემდეგ მას ხშირად ექმნება პრობლემები, რომელიმე კლუბში შესვლასთან დაკავშირებით
Eminem
ოქტომბრის მშვენიერი დღე იდგა. ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, სიო ქროდა და ემიც (გაურკეველი მიზეზების გამო) ექს მეუღლის მოსანახულებლად მიდიოდა და რას ხედავს მისი თვალები? ვიღაც ვიგინდარა მის ცოლს (ყოფილ) ეხვევა და კოცნის. მარშალი არ დაიბნა, კარგად ცემა უცხო ადამიანი და რამდენჯერმე ესროლა, მაგრამ ემს გაუმართლა და 3 თვეში კვლავ ეზიარა თავისუფლებას
Nate Dogg
2002 წელს, ნათან ჰეილი, იგივე ნეით დოგი დააკავეს იარაღის უკანონო შენახვისა და მარიხუანას გამოყენებისათვის. ნათანი 1 თვეში გამოუშვეს, მაგრამ პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.
2Pac
1995 წლის მარტში, თუფაქ ამარუ შაკური დააკავეს ნიუ იორკში, ძალადობისთვის. ფაქს 1 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს