გართობაკულტურაუცნაური

ძაღლი ეკატერინბურგში ტრამვაით მოძრაობს, რათა პატრონი იპოვოს

d79ab42c8e2c

რუსეთში გამოჩნდა უნიკალური ოთხფეხა, რომელიც ტრამვაით გადაადგილდება ქალაქის ქუჩებში.დიახ, ეს არ არის რაიმე მხატრული ან ანიმაციური ფილმის სცენა. ეს მართლა ხდება რუსეთის ერთ-ერთი ქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

ადამიანის მეგობრად წოდებულ ცხოველთა წარმომადგენელი, ყოველ ღვთისნიერ დღეს, ერთიდაიმავე გაჩერებაზე ამოდის, ჯდება მგზავრებისთვის განკუთვნილ სკამზე და ჩადის ასევე ერთსადაიმავე გაჩერებაზე.

და ასე ხდება ყოველდღე. კონტროლიორები და მგზავრები უკვე აღარ აგდებენ ძაღლს ან ზედმეტ ყურადღებას არ აქცევენ, ვინაიდან ისინი მიეჩვივნენ ძაღლის ამგვარ ქმედებას.

ძაღლი როგორც წესი ტრანსპორტში ისეთ დროს ამოდის, როცა ხალხი ცოტაა და სკამებიც თავისუფალია. ის ჯდება ფანჯარასთან და სევდიანად ელოდება თავის გაჩერებას.

მისი გაჩერება, თვითმხილველთა განცხადებით კუიბიშევას სახელმწიფო უნივერსიტეტის(ქ. ეკატერინბურგის უმაღლესი სასწავლებელი“Куйбышева“) სამზარეულო კორპუსია. ხოლო ცოტა მოგვიანებით, უკან მაძღარი ბრუნდება იმავე ტრამვაით და იმავე გაჩერებაზე ჩადის, სადაც ამოვიდა.

6c03c7de308c

ჟურნალისტები დაინტერესდნენ ძაღლის ამგვარი „გაადამიანურებით“ და რჩევისთვის მიაკითხეს რუსეთის წამყვან ვეტერინარებს. ექიმთა განცხადებით, ძაღლის ამგვარი საქციელი მიუთითებს იმაზე, რომ ძაღლი გაიზარდა ადამიანთა გარემოცვაში და მას არ აშინებს მცირე სივრცეში ხალხის სიახლოვე.

„მე ვფიქრობ, რომ აქ საქმე გვაქვს პატრონის მხრიდან უარყოფაზე, მან ძაღლი ან დატოვა გაჩერებაზე, მოშორების განძრახვით, ანდა ძაღლი პატრონს დაეკარგა და ოთხფეხა არსება მას დღემდე ელოდება იმავე გაჩერებაზე“. -განაცხადა ვიკტორ ლობსკიმ, რუსეთის წამყვანმა ვეტერინარმა.

ყოველთვის ამგვარი ზღაპრული და საუცხოო ისტორიებით მოცული გახლდათ ჩვენი, დროებითჩვენზე ინტერესგადაკიდებული ჩრდილოელი მეზობელი. იმედია ჩვენი დღევანდელი გმირი თავის საწადელს მიაღწევს და მისი ყოველდღიური მონდომება შედეგიანად დასრულდება.
იხილეთ ვიდეო:



იხილეთ აგრეთვე კინო, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ :

იხილეთ ასევე
Close
Back to top button