გასართობისაკითხავიუცნაური

გიზის დიდი პირამიდა (საინტერესო ფაქტები)

851a510172e6

უძველესი სამყაროს 7 საოცრებიდან დღეს მხოლოდ ეგვიპტეში აგებული გიზის დიდი პირამიდა არსებობს.

თითქმის 4000 წლის განმავლობაში ის მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა იყო-მისი სიმაღლე 147 მეტრს აღწევს. გიზის პირამიდა დღესაც უდიდეს ქვის ნაგებობად რჩება. ის მდინარე ნილოსის დასავლეთ ნაწილზე ააგო მეფე ხუფუმ, მეოთხე დინასტიის მეორე მმართველმა, რომელიც უფრო ბერძნული სახელით ,, ხეოფსითაა” ცნობილი. ხუფუ ეგვიპტეს ძვ.წ 2551-2528 წლებში მართავდა და საკუთარი პრამიდის აგებას ხელმძღვანელობდა, რომელიც მისი აკლდამა უნდა ყოფილიყო.ეს პირამიდა მამამისის, სნოფრუს ეფუძნება, თუმცა მასზე ბევრად დიდიადა პირამიდების მშენებლობის უდიდეს პერიოდზე მეტყველებს. პირამიდები გიზას დიდი პირამიდის აგებამდეც არსებობდა და მის შემდეგაც არაერთი ააგეს, მაგრამ არცერთი მათგანი ისე არ განაცვიფრებდა მნახველს ოთხ ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, როგორც დიდი ხეოფსის პირამიდა.
ხეოფსის პირამიდის მშენებლობას არქიტექტორი ზედამხედველობდა, რომელიც სავარაუდოდ, დიდი პირამიდის მთავარი ხუროთმოძღვრის ძმისწული იყო.
ქვის ლოდების ნაწილი მდინარე ნილოსით , შემდეგ კი არხით მოჰქონდათ მშენებლობაზე. შემდეგ ლოდებს ნავებიდან ტვირთავდნენ და მარხილებზე აწყობდნენ. ვიდრე პირამიდაზე აიტანდნენ , უხეშად გამოტეხილ ქვებს ჯერ ქვისმთლელები ამუშავებდნენ. მარხილებზე ატანის შემდეგ მორებზე მიაგორებდნენ, როდესაც მარხილი მორზე გადაივლიდა, მორს იღებდნენ და ისევ წინ ახვედრებდნენ. ტალახის აგურების ახალ-ახალი ფენების დამატების შემდეგ პირამიდაზე ასასვლელი პანდუსი უფრო და უფრო მაღლა იწევდა და პირამიდა იზრდებოდა. მოგვიანებით პანდუსს ანგრევდნენ.

0a9656b7168f

საინტერესო ფაქტები

1. წყალდიდობის პერიოდში გლეხები მშენებლობაზე შრომობდნენ. მეცნიერების აზრით პირამიდის აგებას დაახლოებით 20 000 მუშა დასჭირდა.

2. მეცნიერები თვლიან, რომ დიდი პირამიდის წონა 5 მილიონ ტონაზე მეტია, ხოლო მისი აგებისთვის 2 მილიონზე მეტი ქვის ლოდი გამოიყენეს.

3. ფართობი , რომელსაც პირამიდა იკავებს, 5,15 ჰექტარის ტოლია და მასზე ჩოგბურთის 200 მოედანი დაეტევა.

4. იტალიის დედაქალაქ რომის წმინდა პეტრეს ტაძარი ორჯერ მოთავსდებოდა დიდი პირამიდის მიერ დაკავებულ ფართობზე.

5. ნაპოლეონმა გამოითვალა, რომ სამ უმთავრეს პირამიდაში გამოყენებული ქვის მასალა საკმარისი იქნებოდა მთელი საფრნგეთის გარშემო 3 მეტრის სიმაღლისა და 30 სანტიმეტრი სისქის გალავნის ასაგებად.

6. სერ ფლინერს პეტრიმ, რომელმაც პირამიდა მეცნიერულად პირველმა შეისწავლა, აღმოაჩინა, რომ ამ გრანდიოზული ნაგებობის ორიენტაცია იმდენად ზუსტი იყო, მასზე დაყრდნობით კომპასის ცდომილებათა გასწორებაც კი შეიძლებოდა.

7. თითოეული ბლოკის წონა , რამოდენიმე ათეული ტონაა, ზოგიერთისა კი 200 ტონასაც აღწევს.

8. არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ პირამიდის წვერს თავდაპირველად ოქროს ფირფიტა ამშვენებდა.

პირამიდები დღეს

პირამიდები აურაცხელ ტურისტს იზიდავს. ღამღამობით აქ ბრწყინვალე კონცერტები და განათებული სანახაობები იმართება, სადაც ლაზერის სხივები 4500 წლის ნაგებობას ანათებენ. რესტავრაცია და არქეოლოგიური გათხრები უწყვეტად მიმდინარეობს.

d254b6fa6aaa

პირამიდები უფრო დუმან, ვიდრე მეტყველებენ; გაცილებით მეტს გვიმალავენ, ვიდრე გვიმხელენ. მათ დიად საიდუმლოს და გამოცანას სფინქსი იცავს. პირამიდა არამიწიერი , კოსმოსური დროა და შეჩერდება მაშინ, როცა მისი დიდი საიდუმლო გამჟღავნდება. მაშინ სფინქსი საუკუნოვან დუმილს დაარღვევს და ახარხარდება.

The Musicians Of The Nile (egypt folk music ) – Bitnadini Tani Lih by seif soliman

მსგავსი ამბები

Back to top button