ახალი ამბებიგამოგონება

კონცეპტმა Peugeot EX1 ნიურნბურგრინგის ახალი «ელექტრო» რეკორდი დაამყარა

ყველა კონცეპტ-ავტომობილი ავტოშოუს სტუმართა სიამოვნებისთვის როდი იქმნება. Peugeot EX1-ის მსგავსი ეგზოტიკური მანქანები ხანდახან ტრეკზეც გადიან, სადაც ყველას საქმით უჩვენებენ საკუთარ შესაძლებლობებს. 2010 წელს პარიზის ავტოშოუზე წარმოდგენილი ელექტრომანქანა ცოტა ხნის წინათ ცნობილ ნიურნბურგრინგის რბოლაზე იმყოფებოდა. შედეგი საკმაოდ მოულოდნელი იყო…

«არახელსაყრელი ამინდის» მიუხედავად, EX1-მა ელექტრო სატრანსპორტო საშუალებებს შორის წრის ახალი რეკორდი დაამყარა. კონცეპტმა 9 წუთითა და 1,338 წმ-ით წინა რეკორდი დაამსხვრია, რომელიც გასულ წელს მოდიფიცირებულმა Mini E (9:51) დაამყარა. დაუოკებელი EX1-ის საშუალო სიჩქარე 85,9 მილი/სთ იყო, რაც უფრო ჩვეულ ერთეულებში 138,24 კმ/სთ გამოიყურება.

სამწუხაროდ, ეს რეკორდი არც ერთი წამით არ აახლოებს Peugeot EX1-ს სერიულ გამოშვებასთან. კონცეპტ-ავტომობილი შექმნილი იყო, რათა კომპანიის 200-წლისთავის იუბილე აღენიშნათ, ჯერჯერობით ამითვე შემოიფარგლება კომპანიის გეგმებიც.

წყარო: icode.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close