საკითხავისასარგებლო

ეს საინტერესოა

wigni7962

1. ტიბეტურ ენაზე ლამა ყველაზე მაღალს ნიშნავს.
2.მოცარტს აქვს ცხოვრებისეული ოპერა-კომედია სახელწოდებით-,,ისინი ყველანი ისე იქცევიან, როგორც ქალები”.
3.ოსკარ უაილდმა ქალაქგარეთ გასეირნებისთვის აუცილებელი ტანისამოსი გამოიგონა, რომელსაც დღეს შორტებს ეძახიან.
4.აფთიაქს ადრე ,,ალქაჯების სამზარეულოს” ეძახდნენ.
5.მაჰათმა სანსკრიტზე ,,ღვთაებრივ ზეადამიანს” ნიშნავს.
6.20 წლის დანიელა ნელსონს 52 კილოგრამიანი როტველიერი დაესხა თავს, ქალიშვილი არ დაიბნა და ძაღლს… კბილებით ჩააფრინდა, გაოცებულმა როტველიერმა თავი დაანება მსხვერპლს და წკმუტუნით გაიქცა. ძაღლის პატრონი ამბობს, რომ ცხოველმა სერიოზული შოკი მიიღო.
7. ა.შ.შ-ში, სადაც კერძო საკუთრება ლამის ხელშეუხებელ სიწმინდედ მიიჩნევა დაკეთილი სახლის კარზე შესაძლოა თვალი მოჰკრა წარწერას: ,,არ შეხვიდეთ, გესვრიან! ცოცხლად გადარჩენილებს გაასამართლებენ.”
8.გოლგოთა ,,თავის ქალას” ნიშნავს.
9. ,,გინესის რეკორდების წიგნში” შესულია კვერცხი, რომელიც 1979 წლის 2 ოქტომბერს ტოკოში 198 მეტრის სიმაღლიდან ჩამოაგდეს და არ გატყდა.
10.დაძაბული ფიქრის დროს ადამიანი უამრავ კალორიას წვავს.
11.სვეიცარიაში ადგილი ჰქონდა ასეთ შემთხვევას: მსუბუქი ყოფაქცევის ქალმა დახმარებისთვის ადვოკატს მიმართა- კლიენტის საძიებლად, ღამით ვერ გამოვდივარ, პოლიცია მუშაობის საშუალებას არ მაძლევსო, ადვოკატმა ძალზე მარტივი გამოსავალი შესთავაზა-ძაღლის საძენა ურჩია, შვეიცარიის კნონების მიხედვით, ძაღლის პატრონს უფლება აქვს, ღამის განმავლობაში ორჯერ გაასეირნოს ორფეხა მეგობარი.
12.აკაკი წერეთელი ამბობდა: ,,გვირგვინებს ნუ მოიტანთ, როდესაც მოვკვდები, თუ ჩემი პატივისცემა გინდათ, იმ გვირგვინების ფული ახლავე მომეცით”.
13.ა.შ.შ.-ს სასწავლო დაწესებულებაში ხშირად ნახავთ წარწერას ,,გამაგრდით, მალეპარასკევია.”
14.ერთადერთი პლანეტა მზის სისტემაში, რომელსაც ღმერთის სახელი არ ჰქვია დედამიწაა.
15.მსოფლიოს ყველაზე ,,ახალგაზრდა” ქვეყანა იემენია, იქ მოსახლეობის 52% 15წლამდემოზარდია.
16. მწერალმა შერიდანმა ერთ-ერთ თავის კომედიაში უპატივცემულოდ მოიხსენია ინგლისის პარლამენტი. ამის გამო მას სასამართლომ გამოუტანა სასჯელი-პარლამენტში მუხლმოყრილს, ბოდიში უნდა მოეხადა კანონმდებლისთვის. შერიდანმა შეასრულა საჭირო რიტუალი, მაგრამ როცა ფეხზე დგებოდა, ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, მუხლიდან მტვერი ჩამოიბერტყა და თქვა:
-ღმერთო ჩემო, რა სიბინძურეა ამ დარბაზში.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close