არქივი

მიცვალებულთა წიგნი

b6512290afb9

ძველ ეგვიპტელს სწამდა, რომ იმქვეყნიურ კეთილდღეობას სიცოცხელში ყოველდღიური ლოცვით და რიტუალების ერთგულად შესრულებით მიაღწევდა. საჭირო იყო ბნელი ძალების წინააღმდეგ ბროძოლა და მომზადება საიქიო სამსჯავროზე წარსადგომად. სწორედ ამიტომ შეიქმნა ,,მიცვალებილთა წიგნი”. მასში აღწერილია ყველა ის საშუალება , რომელიც, ეგვიპტელთა რწმენით , სულს სამსჯავროზე დაეხმარებოდა.
ყველა მოვალე იყო, დაწვრილბით აეღწერა სამზეოზე გატარებული თავისი ცხოვრება. ასეთი აღწერა, როგორც წმინდა ტექსტი, გარდაცვლილს თან უნდა წაეღო. სამსჯავროზე მიცვალებული ამ ტექსტს კითხულობდა და ღმერთები მასში მოთხრობილ ამბავს ითვალისწინებდნენ. იმქვეყნიური ნეტარებისთვის ეგვიპტელი ხშირად ცრუობდა კიდეც. ამიტომ საიქიო სამსჯავროზე მაინც გარდაცვლილის გული იყო მთავარი. აქ გული აიწონებოდა და გამოჩნდებოდა განსასჯელის ავი და კარგი საქმენი. რათა გულს არ გაეცა თავისი პატრონი, მიცვალებულის სული მაგიურ შელოცვებს წარმოთქვამდა.
ორი მაატის-ორი ჭეშმარიტების დარბაზში , სადაც განსასჯელს მკაცრი გამოცდა ელოდა, სამსჯავრო სრული შემადგენლობით სუფევდა დიადი ღმერთის – რას მეთაურობით. აქ იყვნენ თოტი, ორმაგი ჭეშმარიტების დარბაზის ქურუმი და ქვესკნელის მეუფე ოსირისი. მათთან ერთად სამსჯავროს ესწრებოდა 42 ზებუნებრივი არსება. ყოველი მათგანი ერთ , რომელიმე შეცოდებას განიკითხავდა. მიცვალებული წარმოთქვამდა სიტყვას, რომლითაც ამტკიცებდა თავის უცოდველობას. სამსჯავროზე რომ არ ემხილებინათ იგი საგანგებოდ ჩამოთვლიდა 42 ზებუნებრივ არსებას, რითაც ერთგვარად მათ გულს იგებდა.

9f2c9686eab8

ძველი ეგვიპტელების წარმოდგენით, მართალი ადამიანის გული ბუმბულივით მსუბუქი იყო, ამიტომ ოსირისის სამსჯავროზე, მას ბუმბული არ უნდა გადაეწონა. განკითხვის დასასრულს თოტი და ანუბისი იწყებდნენ გულის აწონვას. თუ დაიმსახურებდა, მიცვალებულისთვის საიქიო ცხოვრების კარი ღია იყო, თუ არა ,, სულთა მსვლეპვი” იქვე შესანსლავდა ცოდვილ და უბედურ სულს.

51d4535e21e4

,,მიცვალებულთა წიგნი” შედგენილია ახალი სამეფოს დასაწყისიდან (ჩვ. წ-მდე. XVI ს. შუახანები) ძველი ეგვიპტის ისტორიის დასასრულამდე.

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button