ამბავი ძაღლისა, რომელიც ნორვეგიის მეფე გახდა.
ვიკინგების XII საუკუნი ისტორია შეიცავს უცნაურ ფაქტს. არსებობს ამ ისტორიის სხვადასხვა ვარიანტები, მაგრამ ყველაზე ხშირად ამ ისტორიას ყვებიან ასე.
როდესაც ნორვეგიის მეფემ ეისტეინ მაგნუსონმა მოიპოვა ტრონხმდეინის მიწები, მან ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა თავისი შვილი ენუნდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ენუნდა მოკლეს. მაგნუსონი იმდენად იყო განრისხებული, რომ ბუნტი არაადამიანური და საზარელი სისასტიკით ჩაახშო.
გაავებულმა მეფემ მოსახლეობას შესთავაზა, რომ მეფე გახდებოდა ან მონა სახელად ტორერ ფაკსი ან ძაღლი საური. ხალხმა ძაღლი არჩია, მათი თქმით ძაღლი ცოტახანს იცოცხლებდა და მალე ჩამოშორდებოდა ტრონს ადამიანისაგან განსხვავებით.
საურმა იმეფა 3 წელი. მას ეკუთვნოდა სასახლე და ატარებდა ოქროს მუზარადსა და საყელოს, მას ატარებდნენ სპეციალური ეტლით. მეფე საური მოკვდა ნადირობისას, ის მგლებმა დაფლითეს.
ამის დაჯერება მიჭირდა სანამ დამადასტურებელ წყაროებს არ მივაგენი.