არქივი

მშვენიერი და სახიფათო

96cb9f69fd61
ლამაზი, მაგრამ სახიფათო მცენარეთა მიმოხილვა

სურნელოვანი ბარდა (Lathyrus odoratus)

სურნელოვანი ბარდა გავრცელებულია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის რეგიონში სიცილიიდან კრეტამდე. სხვა ბარდებისგან განსხვავებით მისი თესლი მომწამვლელია. იგი შეიცავს ნეუროტოქსინს და მისი ჭამა არ შეიძლება.  თესლის სხეულში მოხვედრით გამოწვეულ ავადმყოფობას ოდორატიზმი ქვია.

47f720df01f6

ოლეანდრი  (Nerium Oleander)

ოლეანდრი არის ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი მცენარე. იგი შეიცავს ბევრ მომწამვლელ ნივთიერებას , რომელიც შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს ადამიანისთვის, განსაკუთრებით პატარებისთვის.მისი ტოქსიკურობა უკიდურესად მაღალია და ზოგიერთ შემთხვევაში მცირე დოზითაც მიიღწევა ლეტალუტი ეფექტი. ამ ტოქსინებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ოლეანდრინიდა ნერიინი(გულის გლიკოზიდები). ყველაზე დიდირაოდენობით ისინი გვხვდება მცენარის წვენში.

040ff6229286

ყვითელი ნარგიზი ანუ ნარცისი

ნარცისის ყველა ჯიში შეიცავს ალკალოიდის შხამს ლაიკორინს, რომელიც არის არა მარტო მცენარის ბოლქვში არამედ ფოთლებშიც. ნარცისის ყვავილი აღმოსავლეთის და დასავლეთის ქვეყნებში სხვადასხვანაირად აღიქმება. დასავლეთსი იგი პატივმოყვარეობის და ეგოიზმის სიმბოლოა, მაგალითად ჩინეთში კი სიმდიდრისა და კარგი ბედის.

8ec7988b2a32

მინდვრის ბარდა (Lathyrus cicera)

წითელი ბარდა ანუ მინდვირს ბარდა არის შხამიანი მცენარე, რომელიც გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში და შუა აღმოსავლთში. ის არის ბარდის ერთ-ერთი სახეობა რომელიც იწვევს ლატირიზმს.

190ee47507fc

ჩინური გლიცინია (Wisteria sinensis)

ჩინურ გლიციანიას (ცის ვაზი) შეუძლია ერთი მცენარიდან მეორეზე გადაადგილება, იგი გარს ერტყმის ხეებს და კლავს მათ. ცის ვაზს შეუძლია ასე მთელი ტყის სტრუქტურა შეცვალოს. მშობლიური ჩინეთიდან იგი პირველად ამერიკაში გავრცელდა, სადაც დეკორატიული მიზნებისთვის წაიღეს 1816 წელს. მთელ მცენარეში არის შხამი ვისტერინი, რომელიც იწვევს გულისრევას, ღებინებას,  მუცლის ტკივილს, დიარეას.

fb9989e82548

ანგელოზის საყვირი  (Brugmansia)

ეს საყვირის ფორმის დაკიდული ყვავილები, რომელსაც ანგელოზის საყვირს უწოდებენ უდავოდ ნებისმიერ მნახველს აღაფრთოვანებს. იგი ტროპიკული მცენარეა, მაგრამ მისი ქონდა ბაღებსა და სახლებშიც არის შესაძლებელი. ზოგიერთი ანგელოზის საყვირი პატარა ბუჩქის ან პატარა ხის სახითაც შეიძლება შეგვხვდეს. მაგრამ არ მოგატყუოთ მისმა სილამაზემ !!! ფრთხილად – ის შხამიანია !!!!!!!!

a01b91ba85cb

ტილჭირი :lol2: (Aconitum variegatum)

სხვა ტილჭირების მსგავსად კოლუმბიური ტილჭირიც შხამიანი მცენარეა. იგი გავრცელებულია ჩრდ. ამერიკის ნესტიან ადგილებში.

2fa3f296544c

მსგავსი ამბები

Back to top button