ახალი ამბები

Twitter შესაძლოა 10 მილიარდ დოლარად გაიყიდოს

s

ვებ–წყაროები იუწყებიან, რომ Twitter–ის ხელმძღვანელობა «საიდუმლოდ» აწარმოებს მოლაპარაკებას სერვისის გაყიდვასთან დაკავშირებით.

გავრცელებული ჭორის თანახმად, რამდენიმე უმსხვილესი კომპანია ესწრებოდა საქმის განხილვას, მათ შორის Google და Facebook. რადგან მოლაპარაკებები არაოფიციალურ ხასიათს ატარებდა, ჯერ–ჯერობით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიღებულა.

შთამბეჭდავია თანხის ის რაოდენობა, რასაც, ჭორის თანახმდ, მიკრობლოგის სერვისისთვის იხდიან: საუბარია $8–დან $10 მლრდ–მდე. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სერვისი $3 მლრდ–ად შეფასდა, ხოლო 2009 წელს მისი ღირებულება $1 მლრდ–ს არ აღემატებოდა.

Twitter–ის წარმომადგენლები ოფიცილალურ კომენტარს არ იძლევიან, თუმცა ცოტა ხნის წინ კომპანიაშიგანაცხადეს, რომ მისი გაყიდვა არ იგეგმება. ასევე უცნობია Google–სა და Facebook–ის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით.

დღეისათვის Twitter–ის ქსელში 175 მლნ–ზე მეტი მომხმარებელია დარეგისტრირებული.

ჩემი პირველი პოსტია იმედია მოგეწონებათ.

წყარო : hi-tech.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close