არქივი

დადემიწის ყველაზე ჭარბთმიანი ადამიანი

f9eeb hairyman19553991

ჩინელმა მომღერალმა იუ ჩჟენხუანმა (Yu Zhenhuan), ასევე ცნობილმა როგორც პლანეტის ყველაზე ჭარბთმიანი ადამიანი, გადაწყვიტა პლასტიკურ ქირურგს მიმართოს.

გინესის რეკორდსმენი ფიქრობს რომ რიგი ოპერაციების შემდეგ ის უფრო სიმპატიური გახდება, თუმცა ამას რა ოპერაცია უშველის, თავად განსაჯეთ… დანარჩენისთვის გააგრძელეთ კითხვა… :D

32 წლის იუ ჩჟენხუანი, წარმოშობით სამხრეთ ჩინეთის პროვინცია ლიაონინიდან, 7 წლიდან მსახიობია და ზურგსუკან რამოდენიმე ფილმიცაა, ამას პლუს მომღერლის კარიერაც, ის რომ მისი ტანის 96% სქელი ბალნით არის დაფარული, როგორც ჩანს სულ არ უშლის მას ხელს, თუმცა… არც ისე დიდი ხნის წინ ერთ-ერთ კასტინგზე იგი პირწმინდად ჩავარდა, და რაოდენ პარადოქსალურიც არ უნდა იყოს, მას მაიმუნების მეფის როლი უნდა ეთამაშა, ცნობილი ჩინური ნაწარმოების „მოგზაურობა დასავლეთისაკენ“ ახალ ადაპტირებულ კინოვერსიაში.

მაგრამ იუ არ აპირებს ფარ-ხმალის დაყრას, მომავალში იგი აპირებს თმების რაღაც ნაწილის მოშორების, სახის და კერძოდ ცხვირის მნიშვნელოვან გარდაქმნას, როგორც მედიკები იტყობინებიან, მართლაც დიდი სამუშაო იქნება ჩასატარებელი…

ეს აქ იქნება მისი პირველი ვიზიტი პლასტიკურ ქირურგთან, მან ადრეც მოიშორა თმების ნაწილი ტანზე, მას შემდეგ რაც ზაფხულში გადახურებისაგან კინაღამ საერთოდ დაემშვიდობა მსახიობის კარიერასაც და სხვა ამქვეყნიურ სიკეთეებსაც…

( წყარო : butterfly.ge )

Gio_rock

Fuck This Life....

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button