საკითხავისასარგებლო

რა არის ალგორითმი?

f3a2t

ვისაც გაინტერესებთ ასეთი საკითხები განაგრძეთ :)

  • ალგორითმი – სიტყვის წარმომავლობა და ისტორიული მნიშვნელობა
  • ალგორითმი და მეცნიერები
  • ალგორითმი – სიტყვის თანამედროვე მნიშვნელობა
  • მაგალითები ალგორითმებზე

ალგორითმი – სიტყვის წარმომავლობა

image

ეს გახლავთ საბჭოური საფოსტო მარკა რომელიც გამოიცა ალ-ხვარაზმის საპატივცემულოდ და მისი 1200 წლისთავის აღსანიშნავად.

სიტყვის ისტორია ჩვენი წელთ აღრიცხვით IX საუკუნიდან იწყება. ამ დროისთვის არსებობდა ერთი სპარსი მუსლიმი მეცნიერი, მათემატიკოსი და ასტრონომი აბუ აბდულაჰ მუჰამედ იბნ მუსა ალ-ხვარიზმი. მისი სახელის დაბოლოება «ალ-ხვარაზმი» XVIII საუკუნეში ლათინურში გადავიდა როგორც algorithm (ალგორითმი). ეს სიტყვა გამოიყენებოდა არითმეტიკული წესების წარმოსადგენად ჰინდუ-არაბულ ნუმერაციაში.

თანამედროვე მსოფლიოში ამ სიტყვას, პრობლემის გადასაწყვეტად ჩასატარებელი თანმიმდევრული პროცედურების მნიშვნელობა მიენიჭა.

თავად ალ-ხვარაზმს ხშირად მოიხსენიებენ ალგებრის მამად და ფუძემდებლად.

ალგორითმი და მეცნიერები

ძველი მეცნიერები ალგორითმს სხვადასხვანაერად იყენებდნენ.

მაგალითად:

      • ევკლიდემ შეადგინა უდიდესი საერთო გამყოფის პოვნის ალგორითმი რომელიც შემდეგნაერად გამოიყურება
  1. ავიღოთ ორი a და b რიცხვი, a გავყოთ b-ზე და ნაშთს დავარქვათ r.
  2. a-ს მნიშვნელობა ჩავანაცვლოთ b-ს მნიშვნელობით.

  3. b-ს მნიშვნელობა ჩავანაცვლოთ r-ის მნიშვნელობით

  4. ეს პროცედურა განვაგრძოთ მანამ სანამ a-ს b-ზე გაყოფა შეუძლებელი გახდება.

საბოლოოდ მიღებული a იქნება თავდაპირველად აღებული რიცხვების უდიდესი საერთო გამყოფი.

      • არქიმედეს ალგორითმი გვაძლევს რიცხვი π-ს მიახლოებით დათვლის საშუალებას.
      • ავეროსი (Averroès ) ალგორითმულ მეთოდებს იყენებდა სხვადასხვა გამოთვლებისთვის და ა.შ.

 

ალგორითმი – სიტყვის თანამედროვე მნიშვნელობა

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, თანამედროვე მსოფლიოში ალგორითმი გახლავთ კონკრეტული სასრული პროცედურების შესრულება, კონკრეტული პრობლემის გადასაწყვეტად. თუმცა ალგორითმის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს რომ მკაცრად არის განსაზღვრული ჩასატარებელ ოპერაციათა თანმიმდევრულობა.

მაგალითად:

ლიფტით პირველიდან მეცხრე სართულზე ასვლის ალგორითმი იქნება შემდგომი თანმიმდევრული ქმედებების ერთობლიობა.

  1. ვაწვებით ღილაკს და ველოდებით მანამ სანამ ლიფტის კარი არ გაიღება.

  2. ლიფტის კარის გაღების შემდეგ შევდივართ მის კაბინაში.

  3. ვაწვებით მეცხრე სართულის შესაბამის ღილაკს და კარი იხურება.

  4. ვიცდით მანამ სანამ ლიფტი მიაღწევს სასურველ სართულს და კარი გაიღება.

  5. გაღების შემდეგ გამოვდივართ ლიფტიდან.

ამ პროცედურათა თანმიმდევრობის მკაცრი დაცვა აუცილებელია დასმული ამოცანის შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველი შედეგის მიღება შეუძლებელი იქნება.

ჯერ ვერ შევალთ ლიფტში თუ მის ღილაკს არ დავაჭირეთ და კარები არ გაიღო, ჯერ ვერ გამოვალთ ლიფტიდან თუ მითითებულ სართულს არ მიაღწევს და კარები ისევ არ გაიღება და ა.შ.

ალგორითმების ჩასაწერად სხვადასხვა ხერხეები გამოიყენება. მათ შორის ყველაზე მარტივია ალგორითმების ჩვეულებრივი, სასაუბრო ენით ჩაწერა. ჩვენ რომ ლიფტით მგზავრობის ალგორითმი პუნქტებად არ გადაგვენომრა და ერთიან ტექსტად წარმოგვედგინა მაშინ მივიღებდით ალგორითმს რომელიც ჩაწერილი იქნებოდა სასაუბრო ენით.

ის ხერხი რომლითაც ჩვენ ლიფტით მგზარობის ალგორითმი ჩავწერეთ უნივერსალურია, მას გაშლილი სახით ჩაწერას უწოდებენ. ასეთი ხერხით ჩაწერისას გამოიყენება ისევ სასაუბრო ენა მაგრამ შესასრულებელი პროცედურები დაყოფილია პუნქტებად და გადანომრილია იმის მიხედვით თუ რა თანმიმდევრობით უნდა შესრულდეს თითოეული პუნქტი.

არსებობს ალგორითმების ჩაწერის ცხრილური ხერხიც. ამ ხერხით ჩაწერისას უნდა შემოვიტანოთ ცვლადები და თითოეულ ცვლადს უნდა მივანიჭოთ შესრულებული მოქმედებებიდან მიღებული შედეგები. თითოეული ეს მინიჭების ოპერაცია ჩაიწერება ცხრილის უჯრაში და დაინომრება თანმიმდევრობით. ასეთი ხერხი მოსახერხებელია მათემატიკური ოპერაციების ჩასატარებლად.

ევროპაში კაპიტალიზმის ჩასახვის შემდეგ სწრაფ ტექნოლოგიურ განვითარებაში დიდი როლი ითამაშა ალგორითმების გამოყენებამ, ისინი თანამედროვე სამყაროში კიდევ უფრო დიდ როლს თამაშობენ. კომპიუტერულ მეცნიერებებში ძირითადი როლი რათქმაუნდა ალგორითმებს უჭირავთ. პროგრამირება სხვა არაფერია თუ არა სწორად შემუშავებული ალგორითმების ფსევდოკოდებით წარმოდგენა.

ამ თემაზე პოსტის დაწერა აქამდე აზრად არ მომსვლია მაგრამ უნივერსიტეტში დამავალეს.

ხოდა ვიფიქრე რაღა მარტო უნივერსიტეტში წავიღო მგონი კარგი პოსტი გამომივიდათქო და აჰა შეაფასეთ :)

წყარო: http://newsmacne.com/

 

ჩემი პოსტები უცნაურზე : http://ucnauri.com/blog/floody

თეგები
Back to top button
Close
Close