არქივი

წიგნი უცხოპლანეტელებზე – “კოსმოსური ცივილიზაციის კვალდაკვალ”

anu12 Ea
დამეთანხმებით ძალიან საინტერესო თემაა პალეოკონტაქტის თეორია. ზოგს სჯერა უცხოპლანეტელების არსებობა, ზოგიც სკეპტიკურადაა განწყობილი, მაგრამ ისეა თუ ასეყველას აინტერესებს. მეც მუდამ მიზიდავდა ეს თემა და ამ დაუოკებელმა ინტერესმა დამაწყებინა სერიოზული მუშაობა, რისი საბოლოო ნაყოფიც ეს წიგნია.(იხილავთ პოსტის ბოლოს გადმოსაწერ ბმულს)
შევეცადე ის არ ყოფილიყო არაფრისმომცემი დეტალებით გადატვირთული და გამომსვლოდა მაქსიმალურად ლაკონური – მოცულობაში შეკუმშული, სადაც ყველა დეტალს დიდი დატვირთვა ექნებოდა და ვთვლი გამომივიდა კიდეც. წიგნში მრავლადაა ძველი ფრესკები, ბარელიეფები თიხის ფირფიტები და სხვა, რომლებზეც აგებულია მსჯელობის დიდი ნაწილი. განხილულია ძველი მითები, თქმულებები და ასე შემდეგ. წიგნი არის 95 გვერდიანი, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ პატარა თავს შემოგთავაზებთ.

პროტოტიპები მსოფლიოში
როგორც წინა თავებში დაინახეთ სხვადასხვა ხალხის მითებს შორის ძალიან დიდია საერთო. ასევე დიდია მსგავსება იმ არსებებისა, რომლებზედაც ეს მითები მოგვითხრობენ. შუმერული ხელნაწერებიდან ირკვევა, რომ ანუნაქები იყვნენ „შუამავალნი გამჩენსა და გაჩენილს შორის, ვინაიდან განუზომელი უფსკრულია მათ შორის“. ეს არსებები იმ მიზნით დაეშვნენ დედამიწაზე, რომ ველური ადამიანი ექციათ კულტურულ კაცად (homo faber). შუმერული ტექსტები აღგვიწერენ მათ გარეგნობას. ხელნაწერთა თანახმად ისინი ძალიან მაღლები იყვნენ. კაცები 5 მეტრამდე, ხოლო ქალები 4 მეტრამდე. აი როგორ გამოსახავდნენ ისინი ანუნაქებს.

anu12 Ea

SumerianSittingKingAndInsectoid 1

zoom

shamash tablet

ანუნაქები მჯდომარედ არიან გამოსახულნი და მათთნ ძღვენი მიაქვთ. ისინი ფიზიკური კონდიციებით აღემატებიან ადამიანებს. ზოგიერთ ფირფიტაზე თითქოს არ გამოირჩევიან სიმაღლით, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ზიან, ფეხზე დამდგარნი ბევრად მაღლები გამოჩნდებიან. ახლა კი მსურს შუმერულ ღმერთთა – ანუნაქთა პროტოტიპები მოვიყვანო სხვადასხვა წყაროებიდან. ანუნაქები იყვნენ ანუსა და კის შვილები. ანუ იყო ცის ღმერთი, ხოლო კი დედამიწის ღვთაება. როგორც ვიცით, ისინი იყვნენ მაღლები და განათლებას აძლევდნენ ხალხს. მათ პროტოტიპებად მიმაჩნია ტიტანები. ისინი იყვნენ ურანოსისა და გეას შვილები. ურანოსი ცის ღვთაება, ხოლო გეა – დედამიწის. ტიტანებიც იყვნენ მაღლები და ანათლებდნენ ხალხს (გაიხსენეთ ტიტანი პრომეთე). მსგავსება აშკარაა.

a3eadcacf327f2d1da5533b69fa116e9

annunaki warrior1

დააკვირდით ამ ბარელიეფებს სადაც ანუნაქები არიან გამოსახულნი. მათ გირჩებზე უკვე გავამახვილეთ ყურადღება, მაგრამ ასევეძალიან საინტერესოა ის სათლები, რომლებიც მათ უჭირავთ. ზუსტად იგივენაირი სათლი უჭირავს ოლმეკურ წვიმის ღმერთს, რომელიც გამოსახულია ქვემოთ ნაჩვენებ ლა ვენტას სტელაზე.

featheredserpentmeso ასევე

ძალიან საინტერესოა ლეგენდა, რომელიც დღემდე შემორჩამდინარე ჯუბასა და ტბა რუდოლფს შორის მცხოვრებ სომალელებს. ეს არის უწყლო რაიონი. აქ შეხვდებით ამომშრალ ჭებს, რომელთ სიღრმე 25 მეტრს აღწევს. როგორც სომალელები ამბობენ ეს ჭები გოლიათებმა ააშენეს, რომელთ სიმაღლეც სამ მეტრს აღწევდა. თურმე მხოლოდ მათ შეძლებიათ გაენგრიათ კედლები „უჩვეულო ხერხით“. სომალელები ჭების მშენებლებს მაანტენლებს უწოდებენ. ისინი ირწმუნებიან, რომ ერთ დღეს მფრინავი ურჩხულები მოვიდნენ, რომელთაც მაანტენლების მთელი ჯოგი წაიყვანეს. ამის შემდეგ კი გოლიათებმა ქვეყანა მიატოვეს. სომალელების თქმულებას ზურგს უმაგრებს არქეოლოგიური აღმოჩენები – ამ მიდამოებში აღმოჩენილია 152 სანტიმეტრის სიგრძის თეძოს ძვალი. გოლიათების ძვლები ნაპოვნია მსოფლიოს მრავალ მხარეში, მათ შორის საქართველოშიც, ბორჯომ–ხარაგაულის ნაკრძალში.

060123 001222 2726 B517 ეს

ფეხის ნაკვალევი ორი ფუტის ანუ დაახლოებით 61 სანტიმეტრის სიგრძისაა.

აფრიკაში, მალიში, ბანდიაგარას ზეგანზე ცხოვრობს დოგონთა ტომი. მათ თქმულებებში საუბარია ღვთაებებზე, რომელთაც ისინი უწოდებებ ნომოებს. მათი ეპითეტებია მასწავლებელი და მაყურებელი. იგივე ეპითეტით მოიხსენიებს ენოქი „შორიდან მოსულ ანგელოზებს“ (watcher-მაყურებელი, დარაჯი). მათ დოგონებიც მაღალი ტანით გამოსახავდნენ.

27seatedgods

დოგონთა ნაკეთობა

გადავიდეთ ანგელოზებზე. ისინი ითვლებიან უხილავ, უსხეულო არსებებად, რაც მე არ მიმაჩნია მართებულად.

დაბადება

თავი VI

1. როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ

2.დაინახეს ღვთისშვილებმა (ანგელოზებმა), რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად ვისაც ვინ მოეწონებოდა.

3.თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგანაც ხორცია იგი. იყოს მისი ხანი 120 წელი.

4.ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან და რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერნი იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.

ამის შემდეგ ისინი გახდნენ დაცემული ანგელოზები ანუ ნიფილიმები. თქვენი აზრით, შეუძლია უსხეულო არსებას ადამიანთან სქესობრივი კავშირის დამყარება? მათ დაინახეს, რომ „მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები“. რატომ ვერ ხედავდნენ აქამდე, ჰომო საპიენსი ხომ 150 ათასი წლის წინ ჩამოყალიბდა? ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მოხდა ადამიანის გენოტიპის შეცვლა. ამ მოვლენამდე ადამიანი ცხოველს ჩამოგავდა, ამ მოვლენის შემდეგ კი მიიღეს თანამედროვე ადამიანის შეხედულება. ამიტომაც დაიმსახურეს ნიფილიმთა მოწონება. გაიხსენეთ ჰოპის ტომის ინდიელთა მითი, რომლის თანახმადაც კაჩინებსა და ადამიანებს ფიზიკურად ძლიერი შვილები უჩნდებოდათ. ასევე ბერძნული მითოლოგია, რომლის მიხედვითაც ღმერთებსა და ადამიანებს უჩნდებოდათ „ღმერთ–კაცები“, რომლებიც საოცარი ფიზიკური ძალით გამოირჩეოდნენ. ასეთი იყო თუნდაც ჰერაკლე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს იგივეს გვეუბნება ბიბლია. ზემოთ ნაჩვენები მე–4–ე თავის მიხედვით „ბუმბერაზები მას მერეც იყვნენ“, ესეიგი მათმა გენოტიპმა არსებობა განაგრძო. ამას ამტკიცებს მოსეს მზვერავთა მონათხრობი, რომლებიც მან ებრაელთ ეგვიპტიდან გამოყვანის შემდეგ პალესტინაში გაგზავნა.

32.ცუდი ხმები გაავრცელეს ისრაელიანებში მათ მიერ დაზვერილ ქვეყანაზე. ერთმანეთს ჭამენო იმ ქვეყანაში (პალესტინა), რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად; მთელი ხალხი, რომელიც იქ ვნახეთ ბუმბერაზებიაო.

33.იქ ვნაჩეთ დევკაცები, ყანაკის ძენი, დევკაცთა შთამომავალნი. კალია გვეგონა ჩვენი თავი და ასეც ვჩანდით მათ თვალში.

გიგანტთა რასა თანდათან შეერწყა ადამიანთა მოდგმას, მაგრამ მათი გენეტიკის გავლენით დღემდე შემორჩენილი არიან გიგანტები. ყველაზე საინტერესო კოსმოგონიური ელემენტები კი გვხვდება ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში, მაგრამ ამ თავში მხოლოდ მცირე ფრაგმენტს შემოგთავაზებთ ბიბლიის ამ წიგნიდან.

ეზეკიელის წინასწარმეტყველება

თავი II

7. ფეხები სწორი ჰქონდათ და ფეხის ტერფები ხბოს ჩლიქებივით, და კაშკაშებდნენ გაკრიალებული სპილენძივით

10. მათი სახეები კი ასეთი იყო: ადამიანის და ლომის სახე ჰქონდა ოთხ მათგანს მარჯვენა მხარეს; ხარის სახე ოთხ მათგანს მარცხენა მხარეს და არწივის სახე ოთხივე მათგანს.

ეზეკიელის მიერ დანახული ეს ოთხი ცხოველი, ქმნის სფინქსის ხატებას, რომელსაც მრავალ კულტურაში აქვს ფეხი მოკიდებული.

220px Human headed winged bull facing babylonian astrological

ამ მსგავსებას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – ეზეკიელმა და ამ ქანდაკების შემქმნელებმა ერთი და იგივე რაღაცა ან ვიღაცა ნახეს.

არაბი ისტორიკოსი, ტაკი ად-დინ აჰმად ბენ ალი ბენ აბდ ალ-კადირ ბენ მუჰამად ალ-მაკრიცი (1364-1442), ნაშრომში „ჰიტატი“, ენოქს ეგვიპტის პირამიდების მშენებელად იხსენიებს. აქვე გვაცნობებს, რომ მას სხვადასხვა ერის ხალხი, სხვადასხვა სახელით იცნობდა – ენოქი, ალი საურიდი, იდრისი და ჰერმესი. ყველას მოგეხსენებათ ჰერმესის ვინაობა ბერძნული მითოლოგიიდან – ღმერთების ნების მაცნე, ზევსის შიკრიკი და მისივე ნების აღმსრულებელი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ენოქსაც იგივე მოვალეობა აქვს ძველი აღთქმის ტრადიციებში და სახელიც იდენტურია, რის საფუძველზე თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ისინი ერთ და იგივე პიროვნებას განასახიერებენ. საბოლოოდ კი მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ შუამდინარული ანუნაქები, ენკები და იგიგები, ბიბლიური ნიფილიმები და ვოჩერები, ბერძნული ტიტანები, კაჩინები, მაანტენლები, ნომოები და „ღმერთები“,რომლებიც ხალხს განათლებას აძლევდნენ, არიან პროტოტიპები და განსახიერებანი უცხოპლანეტელთა, რომელნიც დიდი ხნის წინ ესტუმრნენ დედამიწას და ისინი სხვადასხვა ხალხში, სხვადასხვა სახელით იწოდებოდნენ, რაც სავსებით ლოგიკურია.

წიგნისა და პოსტის ავტორი – ანდრო აბულაძე

pdf ფორმატი

word ფორმატი

ჩემი წიგნის ლინკი ბევრ ფორუმზე მედო, მაგრამ მას შემდეგ ბევრი კორექტივი შევიტანე და ბევრი ახალი და საინტერესო რამ დავამატე, თან word ფორმატში syfleen შრიფტით გადავიწერე და ამიტომაც ლათინურით არ შეიცვლება :))

მსგავსი ამბები

Back to top button