არქივი

სისხლიანი ქრონიკები

2b814b6c1871

რამოდენიმე სისხლიანი ფაქტი წარსულიდან…

08c3ac4e3c7d

70 წლის წინათ – 1940 წელი

27 დეკემბერს ბერლინში მოძრავ ჰიტლერის კორტეჟს, რომელიც ექვსი მანქანისგან შედგებოდა, ოთხი ტყვიამფრქვევებით შეიარაღებული ტერორისტი დაესხა თავს, მაგრამ გერმანელი ფიურერის დაჯავშნულმა მანქანამ უწყვეტი ცეცხლის ქვეშ გაიარა და ჰიტლერი უვნებლად გადარჩა, ხოლო დაცვასა და ტერორისტებს შორის გაჩაღებული სროლის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.

28 დეკემბერს პარიზში, ეიფელის კოშკის რესტორანში, მასობრივი ჩხუბი გაიმართა ფრანგ ნაციონალისტებსა და რუს ემიგრანტებს შორის, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა: დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს დანებით დაერივნენ და 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 კოშკიდან გადააგდეს, 6 კი მძიმედ დაიჭრა.

29 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სტალინგრადის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა, რასაც 61 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 42 მძიმედ დაიჭრა, ხოლო სახელმწიფომ 3 მილიონი მანეთით იზარალა.

60 წლის წინათ – 1950 წელი

27 დეკემბერს ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში ბასკეთის ტერორისტული ორგანიზაციის მებრძოლებმა პოლიციელებით სავსე ავტობუსი ააფეთქეს, რომელიც საწვრთნელი მეცადინეობიდან ბრუნდებოდა. აფეთქების შედეგად ავტობუსში მყოფი 43 პოლიციელი დაიღუპა, ქუჩაში გამვლელებიდან 9 ადამიანი დაიჭრა და მნიშვნელოვნად დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.

30 დეკემბერს ლენინგრადში 40 წლის ანატოლი ივანოვი დახვრიტეს, რომელსაც 14 ადამიანი ჰყავდა მოკლული. ივანოვი სანიტარი იყო, მას ადამიანების აგონიის ცქერა სიამოვნებას ჰგვრიდა. მომაკვდავთან მარტოდ დარჩენილი, იგი თავის მსხვერპლს აბამდა, სისხლძარღვებს უჭრიდა და მისი სიკვდილით ტბებოდა, ცხედრებს კი წყალში ყრიდა.

31 დეკემბერს რომში საახალწლო ფოიერვერკის დროს, რასაც ერთ-ერთი კერძო ფირმა ახორციელებდა, ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ხის საწყობს წაეკიდა, რის შედეგადაც შიგნით მოქეიფე 8 ადამიანი დაიწვა, რომლებიც ახალი წლის დადგომას ზეიმობდნენ.

50 წლის წინათ – 1960 წელი

27 დეკემბერს ნიუ-იორკში „ეფბეერმა“ 39 წლის ენდრიუ სატონი დააპატიმრა, რომელიც ორი წლის განმავლობაში იძებნებოდა. მას 16 სასტიკი მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი. სატონი პროფესიით მძღოლი იყო და შორეული გადაზიდვების ფირმაში მუშაობდა. თავის მსხვერპლს მოძალადე სატონი ცოცხლად ფატრავდა, შემდეგ ბენზინს ასხამდა და წვავდა, გვამებს კი შემთხვევის ადგილზე ტოვებდა და იქაურობას სასწრაფოდ ტოვებდა. მანიაკის დაპატიმრება მას მერე მოხერხდა, რაც ის ერთ-ერთმა თვითმხილველმა დააბეზღა.

31 დეკემბერს ჩიკაგოს ერთ-ერთ მსხვილ ბანკში, რომელიც საახალწლოდ დაკეტილი იყო, 8 შეიარაღებული მძარცველი შეიპარა, რომლებმაც იქიდან ფულის ჩუმად გატანა სცადეს. თუმცა, ერთ-ერთმა დარაჯმა პოლიციელმა გაპარვა მოახერხა და ბანკში კოლეგები მიიყვანა, რომლებმაც მძარცველებს დანებება შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს და მათ სროლა აუტეხეს. ორმხრივ სროლას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 3 დაიჭრა, 2 მძარცველმა კი გაქცევა და 3 მილიონი დოლარის გატაცება მოახერხა.

წყარო : ჟურნალი თბილისელები

მსგავსი ამბები

Back to top button