არქივი

ტელეფონი Transducer ნებისმიერ ენაზე საუბრობს

Transducer
Google-ის თარგმანის სერვისმა და მისმა მრავალრიცხოვანმა ანალოგებმა იტერნეტში ენობრივი ბარიერი მოხსნა, ახლა ნებისმიერ მსურველს რეალურ დროში ნებისმიერი გვერდის მშობლიურ ენაზე წაიკითხვა შეუძლია. რა თქმა უნდა, მანქანის მიერ გაკეთებული თარგმანი სრულყოფილებისგან ჯერ კიდევ შორსაა, თუმცა დაწერილის არსის გაგება ხშირ შემთხვევაში მაინც შესაძლებელია. ამ მიმართულებით მომდევნო და ლოგიკური ნაბიჯია ავტომატიზებული ხმოვანი თარგმანის სისტემების გამოჩენა. ამ იდეის ხორცშესხმას თავის ახალ კონცეპტში Transducer დიზაინერი ჯასპერ ჰუ (Jasper Hou) ახორციელებს.

მობილურ ტელეფონს Transducer ერთი ფანტასტიკური ფუნქცია აქვს — იგი თქვენი თანამოსაუბრის სიტყვებს მისი ენიდან თქვენს მშობლიურზე თარგმნის, ანუ იგივე კომპიუტერული ხმოვანი თარგმანი რეალური დროის რეჟიმში. ეს ფუნქცია არა მარტო სატელეფონო საუბრებზე ვრცელდება, არამედ სხვა დანარჩენ ფუნქციებზეც: მხარდაჭერილია SMS-შეტყობინებების, ფოტოებზე ტექსტის, ვიდეორგოლების თარგმანი, აგრეთვე არის ჟესტების ენიდან თარგმანისთვის განკუთვნილი პროგრამა. ტელეფონს სკანირების ფუნქცია, ტექსტის ამოცნობის ფუნქციაც აქვს — აგრეთვე მომავალი თარგმანით. თქვენ შეგიძლიათ ტელეფონი წიგნთან, ჟურნალთან, გაზეთთან ან ნებისმიერ ენაზე დაბეჭდილ ბუკლეტთან მიიტანოთ, და თქვენთვის საინტერესო ტექსტი თქვენს მშობლიურ ენაზე გამოჩნდება ეკრანზე.

ეს ჩემი პირველი პოსტია.. იმედია ყველას მოგეწონათ. მალე უკეთესებიც იქნება : ))

წყარო : icode.ge

მსგავსი ამბები

Back to top button