არქივი

რაიდთერაპია

12023806815c
რაიდთერაპია მედიცინის ერთ–ერთი სახეა.რაიდთერაპია წამლების გარეშე კურნავს ბევრ დაავადებას.

”რაიდ”ლათინურად ჭენებას ნიშნავს,”იპო” კი ბერძნულად ცხენი გახლავთ, ამიტომ ცხენით მკურნალობას რაიდთერაპიასაც უწოდებენ და იპოთერაპიასაც.ეს მეთოდი პაციენტებს ისეთ მძიმე დაავადებებთან გამკლავებაში ეხმარება, როგორიც არის ცერებრული დამბლა, ეპილეფსია, პოლიომიელიტი, სკოლიოზი, გრძნობის ორგანოების დაზიანება, მხედველობისა და სმენის დარღვევა, გაფანტული სკლეროზი, კუნთების დისტროფია, ატაქსია, შიზოფრენია, აუტიზმი, ნევროზი, გულის იშემია…
5cedc00e9db8
ჰიპოკრატე გახლდათ პირველი, ვინც იმის მტკიცება დაიწყო, ცხენზე ჯდომა დაჭრილებსა და ავადმყოფებს უფრო სწრაფად აჯანსაღებსო. მერე მელანქოლიკებს შეუჩნდა – რაშზე ამხედრდით და გახალისდებითო. დაკვირვებული კაცი იყო – შეამჩნია, რომ ჯირითი ადამიანს შავბნელი აზრებისგან ათავისუფლებდა და ნათელ ფიქრებს ჰგვრიდა.ცხენისა და ადამიანის ურთიერთობის მეცნიერული შესწავლა ევროპაში XX საუკუნის სამოციან წლებში დაიწყო.
80c15ee73a3d
ცხენი ადამიანზე ერთი გრადუსით თბილია. ეს უჩვეულო სითბო მის მხედარზე უებარი წამალივით მოქმედებს. ამის გამო იპოთერაპიის დროს პაციენტს საგანგებოდ უუნაგირო ცხენზე სვამენ (თუმცა მერნის სხეულის სიმხურვალეს მხედარი უნაგირიდანაც გრძნობს) – სითბური იმპულსები სხეულის ბუნებრივ მასაჟს ახდენს, კუნთებს ახურებს და სპაზმს უხსნის. გარდა სითბური ენერგიისა, ცხენი მხედარს წუთში 110 იმპულსს და მოძრაობათა მთელ სერიას გადასცემს: წინ, უკან, ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ… ეს იმას ნიშნავს, რომ ჭენებისას ადამიანს ყველა კუნთი უმუშავებს. ორგანიზმის ასე კომპლექსურად ვერც ერთი ტრენაჟორი ვერ დატვირთავს”დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ცხენი ერთდროულად მასაჟისტი, ფსიქოლოგი და ექიმი გახლავთ. ის ისეთ თვისებებს ფლობს, რომელთაც პაციენტი ვერც ერთ მედიკამენტსა თუ მკურნალში ვერ იპოვის”.

საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლას აქვს საკუთარი თავლა, რომელიც ძნელად აღსაზრდელი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი – თუ ბავშვს დიდი ენერგია აქვს და უაზროდ ხტუნაობს, მოვიდეს და ცხენზე იჭენაოსო. მაგრამ მოუსვენარი ადამიანი ცხენზე ვერაფერს იზამს. რატომ? – იმიტომ რომ ცხენი ძალიან მგრძნობიარეა, ფრთხილი მართვა სჭირდება. თუ ცქმუტავ, არ დაგემორჩილება. ამიტომ ბავშვი იძულებულია მობილიზებული იყოს. თანდათან ეჩვევა და უვითარდება ჩამოყლიბებული ადამიანის თვისებები. ეს საკმაოდ პრობლემური საკითხია რომელიც რაიდთერაპიით ადვილად წყდება.
783f7cbf5777
ცნობილი იყო, რომ ნაპოლეონს ეპილეფსია ჰქონდა, მაგრამ ცდებოდნენ. საერთოდ, ეპილეფსიის დროს ადამიანი გონებრივად ჩლუნგდება. ნაპოლეონს კი საოცრად ძლიერი გონება ჰქონდა. იმპერტორის პირადი ექიმის ჩანაწერებიდან, შეიძლება დასკვნათ, რომ მას წმინდა სინო აუკულარული ბლოკადა ჰქონდა. გულის მუშაობისას ზედიზედ რამდენიმე ამოვარდნის შედეგად, ტვინში ჰემოდინამიკა იშლება, სისხლი აღარ მიდის და ადამიანი გონებას კარგავს. ამ დროს საჭიროა სიმპატიკუსის აღგზნება, ანუ ის რაც გულს ააჩქარებს. ნაპოლეონი გენიალური კაცი იყო და თავად მიხვდა რაც სჭირდებოდა – როცა ცუდად ხდებოდა, მოახტებოდა თავის თეთრ ცხენს, გააჭენებდა და მდგომარეობა უუმჯობედებოდა. ერთ-ერთი ბრძოლის წინა ღამეს ასეთი რამ დაემართა – შეატყო თავს რომ შეტევა ეწყებოდა, მოახტა ცხენს, გამთენიისას ბურუსში გააქროლა და ვერც კი შეამჩნია როგორ აღმოჩნდა მტრის ბანაკში, ცხენი მოატრიალა და სწრაფად გამობრუნდა (არადა, ნაპოლეონი მტრის ბანაკში ბრძოლის მოგების შემდეგ შედიოდა). ნამძინარევმა მტერმა იმპერატორი რომ დაინახა, იფიქრა ღამე დაგვიპყრესო და აიყარა მთელი ბანაკი. გათენდა, ნაპოლეონის არმია ბრძოლისთვის მოემზადა, მაგრამ ველი დაცარიელებული დახვდა.
c1d27d009d1d
ალტერნატიული მედიცინა ძალიან დიდ როლს თამაშობს მრავალი ისეთი პათოლოგიის აღმოფხვრაში, რომლის მიმართ მედიცინა უძლურია. ამიტომ აუცილებელია ალტერნატიული მედიცინის მჭიდრო თანამშრომლობა თანმედროვე მედიცინასთან, ამგვარი მიდგომით გაცილებით იოლი შესაძლებელი იქნება ძველი თუ ახალი სნეულებების დამარცხება.

წყარო:aversi.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button