არქივი

სკანდალური ფაქტები ისტორიულ პიროვნებებზე

a687e0fed2a4
ისტორიას სჩვევია იმ უხერხული ფაქტების დამალვა, რომლებიც გმირებთან ან უბრალოდ ცნობილ ადამიანებთანაა დაკავშირებული. საბედნიეროდ, ყოველთვის შესაძლებელია ასეთი უცნობი და სკანდალური შემთხვევების მოძიება და რამდენიმე მათგანს იხილავთ სრულიადში.

05eef9306ea5

ადოლფ ჰიტლერი
ჰიტლერი არ იხდიდა გადასახადებს

ჰიტლერის საქმიანი ქაღალდების შესწავლამ ნათელი მოჰფინა იმ ფაქტს, რომ ის 1925 წლიდან 1933 წლამდე რეგულარულად თავს არიდებდა გადასახადებს, რისი წყალობითაც გახდა ყველაზე მდიდარი ადამიანი ნაცისტების იერარქიაში. ამ პერიოდში მისმა ვალმა სახელმწიფოს მიმართ 405 000 რიკსმარკს(მესამე რაიხის ფულის მთავარი ერთეული) უწია, რაც დღევანდელი კურსით 8 მილიონი დოლარის ექვივალენტია. მისი საყოველთაოდ ცნობილი წიგნის ,,ჩემი ბრძოლი”-ს გაყიდვიდან 1.232 მილიონი რიკსმარკი მიიღო, საიდანაც 600 000 ათასი მოგების გადასახადი უნდა გადაეხადა, თუმცა ეს არ გააკეთა. ბუნებრივია კანცლერად არჩევის შემდეგ ჰიტლერს ყველა ვალი ,,ჩამოეწერა”.

7f357411664e

უინსტონ ჩერჩილი
ჩერჩილი იყო რასისტი

უინსტონ ჩერჩილი, როგორც დიდი ორატორი და სახელმწიფო მოღვაწე დიდად დაფასებული პიროვნებაა, ამაზე მიუთითებს ისიც, რომ 2002 წელს ბიბისის გამოკითხვით ის გახდა ბრიტანეთის ყველა დროის ყველაზე გამოჩენილი ადამიანი. უდავოა, რომ მისი გამოსვლები შედევრები იყო და ჩვენ, მინიმუმ მისი 1-2 გამონათქვამი მაინც ვიცით, მაგრამ ბევრმა არაფერი იცის მისი ბნელი მხარის შესახებ. ამის საილუსტრაციოდ საუკეთესო საშუალებაა ვნახოთ, თუ რა ამბობს იგი :

,,მე არ დავუშვებ… ამ დიდ შეცდომას, რომ წითელი ინდიელები ამერიკიდან და შავი ადამიანები ავსტრალიიდან… ფაქტია, რომ მათზე ძლიერი რასა, უმაღლესი კლასის რასა მივიდა იქ და დაიკავა მათი ადგილი. “

,,მე არ მემსის რატომ ვყოყმანობთ გაზის გამოყენებაზე… მე მკაცრად მოვითხოვ მომწამვლელი გაზის გამოყენებას არაცივილიზებული ტომების წინააღმდეგ…”

,, ინდოელები უღმრთო და მოსაწყენი ხალხია” – წერდა ჩერჩილი დედას 1896 წელს.

207c317d270f

მაჰათმა განდი
უხამსი მოხუცი

36 წლის ასაკში განდიმ გადაწყვიტა უარი ეთქვა ცოლთან ურთიერთობაზე და მიეღწია უმაღლესი სულიერი მდგომარეობისთვის(ჰინდუს რელიგიით). ასაკის მატებასთან ერთად ის სულ უფრო და უფრო აღტაცებული იყო სექსით. იმისთვის, რომ ,,სრულეყო” სულიერი მდგომარეობა, ის სრულიად შიშველი იძინებდა ახლაგაზრდა გოგონებთან. ერთ-ერთი მათგანი კი 16 წლის გოგონა იყო, განდის ძმიშვილის რძალი. როცა თავის 19 წლის ძმისშვილის შვილთან უნდოდა საწოლის გაყოფა, მამამისს წერდა, ამის შესახებ და ეუბნებოდა, რომ ამით ის იუმჯობესებდა ძილს (მდგომარეობას). როდესაც განდის სტენოგრაფისტმა პარასურამ შეუსწრო მას შიშველ გოგონასთან მწოლიარეს, აღშფოთებულმა უარი თქვა მასთან მუშაობაზე.

d7a224f91a0b

მარტინ ლუთერი
ანტისემიტი იყო

გერმანელი ბერი, მღვდელი, პროფესორი, თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი. მისმა სწავლებამ საფუძველი ჩაუყარა რეფორმაციას და ღრმა კვალი დააჩნია ლუთერანული და პროტესტანტული ტრადიციების დოქტრინებსა და კულტურას, ისევე როგორც საერთოდ დასავლური ცივილიზაციის განვითარების კურსს. ეს ყველამ იცის, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ლუთერი იყო ანტისემიტი.

1543 წელს–“On The Jews And Their Lies”,(„ებრაელებისა და მათი ტყუილების შესახებ“)–ის წერს

„პირველ რიგში ცეცხლს უნდა მიეცეს მათი სინაგოგები თუ სკოლები და რაც არ დაიწვება უნდა იქნას დაფლული.

ჩემი რჩევაა ძირფესვიანად დაინგრეს და განადგურდეს მათი სახლები.

მათ უნდა წაერთვათ ლოცვანი და თალმუდის ნაწერები რომლებიც კერპთაყვანისმცემლურია და ტყუილებს, წყევლასა და ღვთისგმობას ასწავლის.

იმისათვის, რომ ხელები დავიბანოთ ებრაელთა ღვთისმგმობისგან და მათი სასჯელი არ გავიზიაროთ, ისინი უნდა გავაძევოთ ჩვენი ქვეყნიდან.”

544c98f8bc6f

თომას ჯეფერსონი:
სასტიკი წინააღმდეგი იყო, იმის, რომ თეთრკანიანებს შვილები ჰყოლოდათ შავკანიანებისგან.

ჯეფერსონი ამბობდა: შავკანიანების თეთრკანიანებთან შერწყმით ვიღებთ დეგრადირებულ ახალ თაობას, რომელსაც არ უყვარს სამშობლო. მაშინ როცა თავად რამდენიმე შვილი ჰყავდა თავის ზანგ მონასთან – სალი ჰემინგთან,რომელიც ამავდროულად მისი ცოლის ნახევარ დაც იყო…

459ac84baa30

ალბერტ აინშტაინი
მექალთანე იყო

მეოცე საუკუნის უდიდეს გენიოსის ცნობილი ფორმულა ე=მჩ^2 ყველამ იცის, ასევე ის, რომ ვიოლინოზე უკრავდა, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ აინშტაინი მუსუსი იყო.
1913 წელს აინშტაინმა მიატოვა მეუღლე მარიჩი და ორი ვაჟი და ცოლად შეირთო ელზა აინშტაინი, თავისი ბიძაშვილი. ელზა იყო განათხოვარი და ჰყავდა ორი ქალიშვილი.
ალბერტ აინშტაინის საყვარელი ქალი საბჭოთა ქვეყნის ქვეშევრდომი იყო. დიდი მეცნიერისა და მარგარიტა კონენკოვას რომანი გასაიდუმლოებული გახლდათ როგორც ამერიკის,
ასევე საბჭოთა კომპეტენტური ორგანოების მხრიდან და მხოლოდ (მე-20) საუკუნის ბოლოს გახდა ცნობილი ფართო საზოადოებისთვის.
სამი წელი შეყვარებულები ერთმანეთს საიდუმლოდ ხვდებოდნენ,
სწერდნენ სასიყვრულო წერილებს, მაგრამ აინშტაინს აღარ აკმაყოფილებდა ხანმოკლე შეხვედრები საყვარელ ქალთან. წერილი გაუგზავნა სერგეი კონეკოვს რომ, მარგარიტას სერიოზული დაავადება აქვს, მისთვის აუცილებელია ჰაერის გამოცვლა და, რაც მთავარია, წერილს თან დაურთო მეგობარი ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო ცნობები, სადაც მითითებული იყო, რომ ავადმყოფი სარანკ-ლეიკში უნდა გაგზავრებულიყო – ყველამ იცოდა, რომ ეს აინშტაინის საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო…
ასევე ცნობილია აინშტაინის წერილები სადაც ის აღწერს 6 ქალს, რომელთანაც ის დროს ატარებდა და საჩუქრებს იღებდა.

420cf965ee52

ენდრიუ ჯონსონი
ინაუგურაციის დროს მთვარლი იყო

როცა ამერიკის მე–17 პრეზიდენტმა,ენდრიუ ჯონსონმა,საპრეზიდენტო ფიცი დადო,იმდენად მთვრალი იყო,რომ კინაღამ ტრიბუნიდან ჩამოვარდა
ენდრიუ ჯონსონი აშშ-ის მე-17 პრეზიდენტი (1865-1869), აშშ-ის მე-16 ვიცე-პრეზიდენტი (1865). პრეზიდენტის თანამდებობა აბრაამ ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ დაიკავა.
1867 წელს წარმომადგენელთა პალატამ ხმათა უმრავლესობით ჯონსონის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, თუმცა სენატში, სადაც დამნაშავედ ცნობისთვის ხმების ორი მესამედი იყო საჭირო, იგი გაამართლეს. 1 აღმოჩნდა გადამწყვეტი.

მსგავსი ამბები

Back to top button