გართობაუცნაური

საინტერესო ფაქტები ჰოლივუდის შესახებ

34cde4d547c2
საინტერესო ფაქტები ჰოლივუდის შესახებ.

როდესაც ცოლ-ქმარმა უილკოქსებმა დაარსეს ჰოლივუდი 1887 წელს, ისინი იმედოვნებდნენ, რომ ჰოლივუდი საცხოვრებელი ადგილი გახდებოდა რელიგიური საზოგადოებისათვის. ისინი იყვნენ “მშრალი კანონის” მომხრეები და სთავაზობდნენ ნებისმიერს ვინც ააშენებდა ეკლესიას უფასოდ მიწას.

ყველაზე ხშირად ფილმებს იღებდნენ ჰოლივუდში შექსპირის ნაწარმოებების მიხედვით, მათ შორის პირდაპირ ვერსიებს, ასევე შექსპირის ნაწარმოებების ადაპტაციებს და პაროდიებს.

საშინელებათა ფილმების ყველაზე პოპულარული პერსონაჟი გახდა გრაფი დრაკულა, რომელიც შექმნა ირლანდიელმა მწერალმა ბრემ სტოკერმა.

პირველი ფილმი, რომელშიც ნაჩვენები იყო არაპორნოგრაფიული სექსის სცენა გახდა ფილმი სახელად “ექსტაზი” (1933). მთავარ როლს თამაშობდა ჰედვიგ კისლერი. მისი გმირი გაექცევა იმპონტენტ ქმარს, გარბის შიშველი ტყეში, ბანაობს ტბაში, ხოლო შემდეგ კი დაკავდება სექსით ქოხში ახალგაზრდა ინჟინერთან.

ვესტერნის ჟანრის ფილმებში ყველაზე პოპულარული გმირი იყო უილიამ ფრედერიკ კოდი, ცნობილი როგორც ბუფალო ბილი, მეორე გახდა უილიამ ბონი, ზედმეტსახელად ბილი ბავშვი.

პირველი აფროამერიკელი, რომელმაც მხატვრულ ფილმში მთავარი როლი შეასრულა იყო სემ ლუკასი. მან მონაწილეობა მიიღო ფილმ “ბიძია ტომის ქოხში” და ასრულებდა მოხუცი მონის როლს. პირველი აფროამერიკელი ვინც სრულფასოვანი სამსახიობო კარიერა გაიკეთა ჰოლივუდში იყო ნობლ ჯონსონი.

ყველაზე მეტი მთავარი როლი მხატვრულ ფილმებში შესრულებული აქვს ჯონ უეინს, მან მონაწილეობა მიიღო 153 ფილმში. ყველაზე მეტი გამოჩენა ფილმებში აქვს ჯონ კარადინს, რომელიც 230 სხვადასხვა ფილმში გამოჩნდა.

“ნათლიაში” ჯონ მარლი, რომელიც თამაშობს ჯეკ უოლზის როლს სინამდვილეში იყვირა იმისგან, როდესაც აღმოაჩინა, რომ მის საწოლში დევს ცხენის ნამდვილი თავი, რომელიც აიღეს კომპანიაში ძაღლებისთვის საჭმლის წარმოებისთვის. საქმე იმაშია, რომ ამის შესახებ გადაღებების წინ არ შეატყობინეს.

შიშველი ქალის სცენაში პირველად გადაიღეს სპორტსმენი და მსახიობი ანეტ კელერმანი “ღმერთების ქალიშვილებში”.

ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმებში შედიან “ავატარი”, “ტიტანიკი”, “ბეჭდების მრძანებელი: მეფის დაბრუნება”, “იურული პერიოდის პარიკი” და “შრეკი 2”.

ყველაზე წარუმატებელი ფილმების სიაში შედიან: “ქალაქი და სოფელი”, “სტელსი”, “პლუტო ნეშის თავგადასავლები”.

ყველაზე მეტი შეცდომები დაშვებულია შემდეგ ფილმებში: “აპოკალიფსი დღეს” – 390, “ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე” – 296, “ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი” – 289, “სუპერმენი 4: მშვიდობის ძიებაში” – 267 და “ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის თანამეგობრობა”.

1985 წლის ფილმში – “მიცვალებულის დღეში” ზომბები სინამდვილეში ჭამდნენ ინდაურის ფეხებს, მაგრამ მათგანი ზოგიერთი შეცვლილი იყო განსაკუთრებული საშუალებით, რომ დამსგავსებოდა ადამიანის ფეხებს.

ფილმ “უმიზეზოდ ამბოხებულიში” მთავარი როლის სამივე შემსრულებული გარდაიცვალა უდროოთ და არა თავიანთი სიკვდილით. ჯეიმს დინი დაიღუპა ავტოკატასტროფაში, ნატალი ვუდი დაიხრჩო, ხოლო სელა მინეო დაჭრეს.

ფილმ “ავატარის” ბიუჯეტმა შეადგინა 280 მილიონ დოლარი, რამაც ის აქცია ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ფილმად. სიტყვა “ავატარი” აღნიშნავს “გარდასახვას”, ხოლო ინდუსტრიულ განმარტებაში ის აღნიშნავს ღმერთის გარდასახვას ადამიანათ.

თომას ედისონმა გამოიგონა მოძრავი სურათების მაჩვენებელი პირველი მოწყობილობა, რომელთა დანახვაც შესაძლებელი იყო ყუთში ჩახედვით. თავდაპირველად ის წინააღმდეგი იყო, რომ სურათები ეჩვენებინათ დიდ ეკრანზე, რადგან ის თვლიდა, რომ სურათების ნახვა მარტოობაში უფრო სასარგებლო იყო.

პირველი ფილმი რომლის ბიუჯეტმაც გადააჭარბა 100 მილიონს გახდა 1975 წლის “ყბები”.

პირველი აფროამერიკელი რომელმაც ოსკარი ჯილდო მიიღო იყო ჰატტი მაკდანიელი, რომელიც დააჯილდოვეს 1939 წელს მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრილებისთვის ფილმში “ქარის მიერ წაღებული”. მეორე ოსკარი აფროამერიკელ სიდნი პუატიეს შეხვდა ფილმ “ველის ლილიებში” მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მხოლოდ 24 წლის შემდეგ. ფილმი გადაიღეს სულ რაღაც 14 დღეში.

ფილმი, რომელმაც 100 მილიონი ყველაზე მცირე დროში მოაგროვა იყო “ბინდი: ახალი მთვარე”.

ცენზორებთან სერიოზული კამათის შემდეგ ფილმი “ვის შინია ვირჯინი ვულფის?” დაშვებული იქნა კინოგაქირავებაში, იმ პირობით, რომ არავინ 18 წლამდე კინოთეატრებში ფილმს არ უყურებდა. ასეთი შეზღუდვა ჰოლივუდის ფილმზე პირველად იყო გაკეთებული.

პირველი სურათი რომელმაც ამერიკული კინოაკადემიის ხუთი მთავარი ჯილდო – საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მამაკაცის როლი, საუკეთესო ქალის როლი, საუკეთესო რეჟისურა და საუკეთესო სცენარი მოიპოვა, გახდა 1934 წელს გადაღებული ფილმი “ეს მოხდა ერთხელ ღამით”, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებდნენ კლარკ ბეიბლი და კლოდეტტ კოლბერი. მეორე ვინც ასეთი წარმატება გაიზიარა იყო 1975 წელს გადაღებული ფილმი “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”.

ფილმ “ხიდი მდინარე კვაიზე” გადაღებების დროს 1957 წელს ნამდვილი ხიდი, რომელზეც ნამდვილი მატარებელი გადიოდა ააფეთქეს.

მსგავსი ამბები

Back to top button