არქივი

ელექტრონული ტექნოლოგიები უსინათლოთა დასახმარებლად

e14336dcddee

ბერძნული წარმომავლობის ამერიკელმა ილიას კონსტანტოპოლუსმა (Elias Konstantopoulos) მხედველობის გაუარესება ჯერ კიდევ 43 წლის ასაკში იგრძნო. იგი უბრალოდ მიხვდა, რომ ფორმები უფრო ბუნდოვანი გახდა, გაიკეთა მეგორის სათვალე და მიხვდა, რომ მათი დახმარებით იგი უფრო კარგად ხედავს. მან დაუყოვნებლივ მიმართა ოკულისტს, რომელმაც აღმოაჩინა, რომ პერიფერიული მხედველობა უარესდება. მას პიგმენტური რეტინიტის დიაგნოზი დაუსვეს. ეს მემკვიდრეობითი უსინათლობის ძირითადი ფორმაა. მსოფლიოში ამ დაავადებით დაახლოებით 5000-დან ერთი იტანჯება. ავადმყოფობა ნელ-ნელა “ჭამს” თვალის ბადურას ჩხირებსა და კონუსებს (თვალის მგრძნობიარე ელემენტებს). ამის შედეგად ბადურას ფოტორეცეპტორული უჯრედები ფუნქციონირებას წყვეტს და დროთა განმავლობაში გადაგვარდება, ადამიანი კი ბრმავდება.

10 წლის შემდეგ კონსტანტოპოლუსს მხედველობის გამო მუშაობა აღარ შეეძლო. ახლა იგი 72 წლისაა, იგი უკვე ხუთი წელია რაც აბსოლუტურად უსინათლოა. 2009 მას მხედველობის ზოგიერთი ფუნქციის აღდგენის ექსპერიმენტულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს. რა თქმა უნდა, იგი დათანხმდა. ახლა, ყოველ დილით იგი სპეციალურ სათვალეებს, წელზე უსადენო მოწყობილობას იკეთებს და ფანჯარასთან დგება, ან ეზოში გადის გამვლელი ავტომობილის მოლოდინში. როდესაც ეს უკანასკნელი გაივლის, ილიასი სინათლის კელერტს ხედავს.

მას აგრეთვე მუქ ფონზე ნათელი ობიექტების დანახვა და ფანჯრიდან და კარებიდან შემოსული შუქის წყალობით კონტურების გარჩევა და ოთახში გადაადგილებაც შეუძლია. მოწყობილობა, რომელიც ცნობილია, როგორც Argus II, კალიფორნიული კომპანიის Second Sight ნაწარმოა. ცოტა ხნის წინათ იგი ევროპასა და აშშ-ში გამოსაყენებლად მოიწონეს. ეს კონსტანტოპოლუსის მსგავს ადამიანებს იმედს უსახავს.

«მოწყობილობის გარეშე მე საერთოდ ვერაფერს ვხედავ. მისი გაკეთებით, ფერებს ვარჩევ. ვინ იცის რას შესძლებს იგი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად. ყველაფერი თანდათანობით მოდის», – ამბობს ილიასი.

მოწყობილობა კოხლეალურ იმპლანტანტს მოგვაგონებს, რომელმაც მრავალ ადამიანს სმენა დაუბრუნა. ნეირომოდულაცია ადამიანებს დაკარგული შესაძლებლობების აღდგენაში ეხმარება, ისეთებისა, როგორიცაა მხედველობა, სმენა და მოძრაობის შესაძლებლობა, თავის და ხერხემლის ტვინის ან ნერვების სტიმულირების ხარჯზე.

ყურის იმპლანტანტები გარემოს ხმებს ნამცეცა მიკროფონით იჭერს, შემდეგ მათ ელექტრულ იმპულსებად გარდაქმნის და ინფორმაციას ელექტროდებს უგზავნის, რომლებიც პაციენტს აქვს გადანერგილი. თვალის ბადურასთან დაკავშირებით ყველაფერი იგივენაირადაა. სათვალეებზე არსებული პატარა ვიდეოკამერები გამოსახულებას იჭერენ, გარდაქმნიან ელექტრო იმპულსებად და ელექტროდების მასივში გზავნიან, რომლებიც პაციენტის თვალშია იმპლანტირებული. ვიზუალური სიგნალები მხედველობით ნერვს და შემდგომ კი ტვინს გადაეცემა. პაციენტი მათ სინათლისა და ბუნდოვანი მოხაზულობის სახით აღიქვავს.
aaa02d3e22d1«რაღა თქმა უნდა მხედველობა დაბალ დონეზეა, მაგრამ ეს პროგრესია», – ამბობს ჟისლენ დანიელი (Gislin Dagnelie), ოფთალმოლოგი, რომელიც კონსტანტოპოლუსთან ბალტიმორის ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტში მუშაობს. იმპლანტანტის გადანერგვის ოპერაცია სამ საათს გრძელდებოდა და ილიასის თქმით, არანაირი დისკომფორტი არ გამოუწვევია.

«Argus II-ში 60 ელექტროდია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ყველაზე პირველ ვერსიაში ელექტროდების რაოდენობას. მათი რაოდენობა 16 იყო», – აცხადებს ბრაიან მეკი (Brian Mech), Second Sight-ის ვიცე-პრეზიდენტი.

მსოფლიოში 30 ასეთი მოწყობილობას იყენებენ, 14 აშშ-ში და 16 ევროპაში. მათი ფასი 100 ათასი დოლარია.

წყარო: aqualung.ge

მსგავსი ამბები

Back to top button