გასართობისასარგებლო

5 ნიშანი იმისა, რომ ბიჭი არასერიოზულად გიყურებს

www.ucnauri.com

მგონი დღეს ეს აქტუალური თემაა და ყველანი გაგრძელებაში

ყველა გოგონა ოცნებობს რაღაც დროის შემდეგ საქორწინო კაბაზე, მომავალ შვილებზე და ამ დროს ჩნდება კითხვა – რამდენად სერიოზული ურთიერთობა ელოდება მას თავის შეყვარებულთან?

1. არ გაცნობს მშობლებს
გოგოს მშობლების გაცნობა ხდება თითქმის გოგოს გაცნობისთანავე. იმისთვის, რომ არ ინერვიულონ მშობლებმა, გოგონას მიჰყავს შეყვარებული ოჯახში. ბიჭის მშობლების გაცნობა კი შეიძლება მოხდეს უფრო გვიან.
მაგრამ თუ ის არ გაცნობს თავის ოჯახს, ნუ ჩავარდებით პანიკაში. იქნებ ცუდი ურთიერთობა აქვს ოჯახთან და უბრალოდ, ერიდება, გითხრას ეს. ასე რომ, ჯერ გაარკვიე მიზეზი და შემდეგ უსაყვედურე.

2. არ გაცნობს მეგობრებს
ეს სულ სხვა სიტუაციაა. ბიჭი, რომელიც ამაყობს თავისი შეყვარებულით, ცდილობს, შეიყვანოს თავის გარემოში. მთავარია, რომ ეს გაცნობა არ გახდეს დემონსტრაცია, სადაც ის ტრაბახობს თავის სტატუსით და არა შენთან ურთიერთობით. სერიოზული ურთიერთობის დროს ბიჭი ცდილობს, გააცნოს თავისი რჩეული ახლობლებს.

3. იშვიათი შეხვედრები
ბიჭი, რომელსაც შეუძლია, დაავიწყდეს შეხვედრის დრო, იშვიათად რეკავს და მოდის შენთან სტუმრად – არ არის შენდამი სერიოზულად განწყობილი. შეყვარებული ადამიანი ცდილობს, ყოველი თავისუფალი წუთი საყვარელ ადამიანთან გაატაროს. მუდმივად იმიზეზებს, რომ აქვს სასწრაფო საქმეები ან გადატვირთული გრაფიკი? როგორც წესი, ასეთი ქცევა ახასიათებთ იმათ, ვინც ადრე შეცდომა დაუშვა ყოფილთან და შენთან ურთიერთობს იმისთვის, რომ მარტო არ გრძნობდეს თავს.

4. არ მოდის მაშინ, როცა გიჭირს
არასერიოზულ ურთიერთობას აქვს დიდი მინუსი – უპასუხისმგებლობა ბიჭს და გოგოს შორის, სრული თავისუფლება ურთიერთობაში. ასეთ ურთიერთობას ძირითადად მეგობრობას ეძახიან, რომელსაც ემატება სექსის ელემენტები. მას არანაირი მომავალი არ აქვს. თუ თქვენს პარტნიორს არ სურს გაგიწიოთ დახმარება თქვენთვის მძიმე პერიოდში, გჭირდებათ საერთოდ ასეთი ადამიანი?

5. არ საუბრობს მომავალზე, შვილებზე
თუ ბიჭი არ გესაუბრება მომავალზე, შვილებზე, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის არ გიყურებს სერიოზულად. არსებობს მამაკაცების კატეგორია, რომლებსაც ეშინიათ გათვლების, რამდენად სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს ეს. მაგრამ როცა ლაპარაკის დროს შენ ახსენებ ქორწინებას ან ბავშვებს და ბიჭი ღიზიანდება – ეს პირველი მინიშნებაა, რომ თქვენი მომავალი ამ ბიჭის გეგმებში არანაირად არ შედის.

წყარო: icode.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close