ახალი ამბებიგამოგონება

სისტემა რომელიც მუნჯებს ხმას დაუბრუნებს

www.ucnauri.com

ელემენტარული რამ შეუძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის; ძნელი წარმოსადგენია ადამიანისთვის იმაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე სხვა ადამიანებთან ურთიერთობაა,

თუმცა ხანდახან ესეც შეუძლებელი ხდება. იმისათვის, რომ დამუნჯებულ ადამიანს ხმა დაუბრუნონ, მეცნიერებმა საკმაოდ ეშმაკურ ხერხს მიმართეს, რომლის შესახებ დაწვრილებითმა ცნობებმა უბრალო მოკვდავში შოკი შეიძლება გამოიწვიოს. დიდი ბრიტანეთის ინჟინერთა ჯგუფი სხვა გზით წავიდა, მათ შექმნეს სისტემა, რომელიც სიტყვებს მომხმარებლის არტიკულაციაზე დაყრდნობით გამოთქვავს.

სისტემის მუშაობის პრინციპი შემდეგნაირია: ადამიანის პირის ღრუში მაგნიტების მასივი თავსდება, რომლებიც მოძრაობისას ველის კონფიგურაციას ცვლიან, ხოლო სპეციალური სენსორები ამ სახით გაცემულ ბრძანებებს კითხულობენ და მას ადამიანის საუბრის მსგავს ინტერპრეტაციას აძლევენ, რომელსაც შემდგომში ხმოვანი სინთეზატორი გამოსცემს. ამ მომენტისათვის სისტემა დაახლოებით 50 სიტყვას იცნობს.

პერსპექტივაში მწარმოებლები გეგმავენ, რომ მაგნიტები პირის ღრუში სამედიცინო წებოთი კი არ დაამაგრონ, არამედ ენაში იმპლანტანტების სახით აკურატულად განათავსონ. ამას გარდა, ისინი მაგნიტების შემცველი კონსტრუქციის ზომების შემცირებასაც ფიქრობენ, რომელიც დღეისათვის ძალიან დიდია. იდეალში იგი საშუალო ზომის Bluetooth-გარნიტურის ზომამდე შემცირდება. ამ საქმეში ყველაზე რთული მომენტი მაგნიტებისა და სენსორების ისეთი კონფიგურაცია იქნება, რომელიც მინიმალური ზომებისას ამოცანის შესრულებისთვის საკმაო რაოდენობის შემავალ ინფორმაციას უზრუნველყოფს. სისტემა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ჯანდაცვის სამსახურის, შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებისთვის საკომუნიკაციო მოწყობილობების შემქმნელის ტოი ჩერჩილის (Toby Churchill), აგრეთვე კომპანიის El Pedium Technologies, რომელიც საუბრის ამოცნობაზეა სპეციალიზებული, ერთობლივი ძალისხმევითაა შექმნილი. სისტემაზე პირველი ცდები წლის განმავლობაში დაიწყება.

წყარო: aqualung.ge

მსგავსი ამბები

Back to top button