საკითხავისასარგებლოუცნაური

ყველაზე საშინელი და უცნაური მცენარეები დედამიწაზე

რათქმაუნდა ჩვენ მიჩვეულები ვაართ იმ ფაქტს , რომ მცენარეები ასუფთავებს ჰაერს , ახარებს თვალს და გვასაზრდოვებს, თუმცა არსებობს ისეთი მცენარეები , რომლებიც არამცთუ ახარებს არამედ აშინებს და მეტად სახიფათოა ჯამრთელობისთვის…

HYDNELLUM PECKII
{სისხლიანი კბილი}

ეს თითქოს უვნებელი სოკო, ჰგაავს უკვე დაღეჭილ საღეჭ რეზინს , რომელიც გაჯერებულია სისხლითა და მარწყვის არომატით, თუმცა მისით <<წახემსებაა>> იქნება საბოლოო ცხოვრებაში.
სოკო ცნობილია კაცობრიობისთვის 1812 წლიდან და მიჩნეულია როგორც უვარგის საკვებად, ოდესღაც ცხოვრობდა ადამიანი გენიოსი მეცნიერული თვალსაზრისით , რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღო (მისი დაგემოვნებით) რათა დაემტკიცებინა და განერიდებინა თავისი შთამომავლობა ამ საშინელი <<ნუკბარისაგან>>. თავისი საშინელი ვიზუალურობის გარდა მას გააჩნია ისეთი ანტიბაქტერიული ნივთიერება რომელიც იწვევს სისხლის შედედებას. საკმარისი მისი ოდნავი დაგემოვნება, რომ სიცოცხლე გაიქარწყლოს.

იხილეთ ვიდეო:

DOLL’S EYE
{თოჯინის თვალი}

თავისი ვიზუალურობის გამო მას უწოდეს ასეთი უცნაური სახელწოდება. განსაკუთრებული თვისებებით არ გამოირჩევა გარდა მისი უცნაური სახელწოდებისა და ვიზუალურობისა. მისი დაგემოვნებაც შეუძლიათ ექსტრიმის მოყვარულებს, თუმცა ამას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ცნობილი არაა.

SEA ANEMONE MUSHROOM
{ზღვის პრინტი[ანემონი] სოკო }

ვიზუალურად საშინელი სანახავი, საშინელი სურნელით სოკო რომელმაც დაიმსახურა ისეთი სახელწოდება როგორიცაა “მყრალი რვაფეხის რქა” . სოკო ისე ყაარს , რომ სიტყვით არ აღიწერება.

იხილეთ ვიდეო ამ სოკოს შესახებ:

DEVIL’S CLAW
{ეშმაკის ბრჭყალი}

“ეშმაკის ბრჭყალი”- ამართლებს კიდეც თავის სახელწოდებას, მეტად ამაზრზენი ვიზუალურობით.
ეს “დემონური ” მცენარე ხარობდა მხოლოდ არიზონაში სადაც ძირეული ინდიელები მისგან ამზადებდნენ , ამაზრზენი და საზიზღარი ვიზუალურობის კალათებს, რომელსაც ყრიდნენ მთელ “საპნის ველზე” , რომელსაც მტრები ამჯობინებდნენ აევლოთ გვერდი. დღესდღეობით მისი სრული ოკუპირება მოხდა აშშ-ს ჩრდილო_სამხრეთ ნაწილში.

CHINESE BLACK BATFLOWERS
{ჩინური ღამურაყვავილი}


საშინელი ვიზუალურობით რომელიც როგორ თვლიან სრულიად შეესაბამება საზიზღარი არსების ღამურას ვიზუალურობას, ეწოდა <<ჩინური ღამურაყვავილი>>

BUDDHA’S HAND
{ბუდას ხელი}


ეს ხილი აზიაში ძალიან ცნობილია. მას ყველაზე დიდი ნაყოფი გააჩნია ციტრუსებში. მათი სიგრძე არის 20-40 სმ. მდე, ხოლო დიამეტრი 14-28 სმ. მდე. მას ეს უცნაური სახელწოდება გამომდინარე ბუდას მოქნილი ხელის გამო უწოდეს. როგორც ამბობენ ბუდა ლოცვის დროს მოხერხებულად აბრუნებს ხელებს და ამ მომენტში ის წააგავს ამ მცენარეს.

იხილეთ ვიდეო:

DIONAEA MUSCIPULA
{ბუზსაჭერი ბუნე}


როგორც ვარაუდობენ მილიონი წლის წინ ეს “ურჩხული” იკვებებოდა დინოზავრებით , და იყვნენ დედამიწის სრულმართველნი. ევოლუცია-ეს არის მაქსიმალიზმის მტერი, ამიტომაც ყველა გიგანტი გადაშენდა ან იმისათვის, რომ ებრძოლათ არსებობისთვის მათ მიიღეს უფრო პატარა ზომა რათა ეარსებათ დედამიწაზე. ამიტომაც დღესდღეობით ეს მცენარე იკვებება მწერებით ან ლოკოკინით ან მაქსიმუმ ბაყაყით.
როგორ მოქმედებს მცენარის სისტემა? – ფოთლის ღრუში მოთავსებულია , პატარა მგრძნობიარე ღეროები, მსხვერპლი მოხვედრილი ფოთლის ღრუში არხევს ამ ღეროებს , რომელიც გადასცემს სიგნალს რათა შევიწროვდეს ქსოვილი და დაიხუროს ღრუ. რამდენიმე დროის შემდეგ ხდება მსხვერპლის გადამუშავება და გამოცლა მომნელებელი სისტემის, რომელშიც თვითონ მსხვერპლი უწყობს ხელს მისი გაუთავებელი მოძრაობით , რომ როგორმე დააღწიოს თავი. ეს პროცესი იკავებს საკმაო დიდ დროს. მაგალითისთვის: იმისათვის , რომ ბუნემ გადაამუშავოს ლოკოკინა მას ჭირდება 1 კვირა.

იხილეთ ვიდეო:

კიდევ ერთი საინტერესო ვიდეო ამ უცნაურ მცენარეზე იხილეთ აქ

CEDAR-APPLE RUST FUNGUS
{ნაძვ-ვაშლისებრი ‘ბლაგვი’ სოკო}

ეს საშინელი სანახაობა წარმოიქმნება სოკოს ერთი სპორისაგან , რომელიც ვითარდება და წარმოიქმნება ოვალური სხეულაკი რომელიც საშუალოდ 3.5-დან 5 სმ-მდე იზრდება. შედეგი ისაა, რომ ნაძვის თხილი და ვაშლის მადისამრძვრელ ნაყოფს აქცევს “მონსტრად” .

იხილეთ ვიდეოები:

RAFFLESIA
{რაფელსია}

პარაზიტული მცენარე Euphorbiacea-ს ოჯახს მიეკუთვნება, რომლსაც ყველაზე დიდი ყვავილი გამოაქვს, რომლის დიამეტრი დაახლოებით ერთი მეტრია ხოლო წონა 11 კგ.-ს აღემატება. ის ხარობს ინდონეზიისა და ფილიპინების ტენიან ტყეებში. ამ უცნაურ მცენარეს თითქმის არ გააჩნია არც ღერძი და არც ფესვები, ის შედგენბა 5 ყვავილის უზარმაზარი ფოთლებით . გიგანტური პარაზიტი აღმოჩენილ იქნა ჯერ კიდევ 1818 წელს , ტომს სტემფორდის ეკსპედიციის დროს სუმარტის კუნძულზე. აღმოჩენილი მცენარის ეგზეპლიარი გახლდათ 1 მ-ი დიამეტრისა და იწონიდა 6 კგ-ს. მოგზაურებს იმდენად არ გაუუოცებია ყვავილის ზომა ან წონა რამდენადაც მისმა მყრალმა საშინელმა სუნმა, რომელსაც აფრქვევდა რაფლესია.მისი საშინელი სურნელით ის მხოლოდ ბუზებს იზიდავს.

იხილეთ ვიდეოები:

გაშლის მომენტი..

PORCUPINE TOMATO
{პორუკუპინური ტომატი}

პორკუპინური ტომატი-ხარობს მადაგასკარში , ნახევარმეტრიანი “ურჩხული” , რომლის ფოთლები დაფარულია შემზარავი სტაფილოსფერი ეკლებით, თუმცა მას დაუჯერებლად ლამაზი იისფერი ყვავილი გამოაქვს, თუმცა ეს არის სასტიკი ხაფანგი , რომლითაც ის იზიდავს თავის მსხვერპლს. მისი ეკლები შხამიანი. გარდა იმისა , რომ ეს მცენარე შხამიანია, მისი განადგურება თითქმის შეუძლებელია, მასზე არ მოქმედებს შხამქიმიკატები, მას შეუძლია აიტანოს ისეთი პირობები როგორიცაა გაუსაძლისი სიცივე და სრული გვალვა.

სულ ეს იყო…

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close