ახალი ამბები

ერთი თაობის შემდეგ SMS-ები და ელექტრონული წერილები სამუდამოდ გაქრება

5d5efd191187

მობილური ტექსტური შეტყობინებები, შასაძლოა, ერთი თაობის შემდეგ სამუდამოდ გაქრეს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მილიონობით ახალგაზრდა ადამიანი ელექტრონული კავშირის სხვა საშუალებებს ანიჭებს უპირატესობას — ტელოფონითა და სოციალური ქსელების საშუალებით ინფორმაციის მყისიერი გაცვლის შესაძლებლობა.

ექსპერტების თქმით, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში, მოკლე ტექსტური შეტყობინებების რაოდენობა 20%–ით შემცირდა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ მოზარდები და სტუდენტები, სხვა სმარტფონებთან შედარებით, უპირატესობას BlackBerry–ს ანიჭებენ, რადგან ამ მოწყობილობას გააჩნია უფასო სერვისი BBM. აპარატის გაყიდვები, რომელიც ოდესღაც მხოლოდ ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების პრეროგატივა იყო, გასული წლის მანძილზე ექვსჯერ გაიზარდა — მყიდველთა ძირითადი რაოდენობის ასაკი 16–დან 24 წლამდე მერყეობს.

ბრიტანული პროვაიდერის, TalkTalk–ის მიერ დაკვეთილმა კვლევებმა უჩვენა, რომ ადგილობრივი თინეიჯერთა მხოლოდ 51% აყენებს პირველ ადგილზე ურთიერთობის ელექტრონულ საშუალებებს შორის ელექტრონულ წერილებს. შედეგით გაკვირვებულ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თუ ასეთი ტენდენცია შენარჩუნდა, როცა თინეიჯერები გაიზრდებიან, მათაც აღარ მოუნდებათ e-mail-ის გამოყენება.

შეტყობინების მყისიერი გაცვლა — ესეც იგივეა, უბრალოდ უფრო სწრაფი და იაფი. BBM–ის მომხმარებელთა რაოდენობამ, მთელს მსოფლიოში, 30 მლნ ადამიანს მიაღწია. «რადგან ყინული გალღვა, ის არ შეჩერდება მანამ, სანამ ტექსტური შეტყობინებების რაოდენობა ნულამდე არ ჩამოვა», — აცხადებს კომპანია Nomura–ს ანალიტიკოსი, რიჩარდ ვინძორი. Facebook–ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ელექტრონულ წერილებს სიკვდილის განაჩენი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გამოუტანა, როდესაც მან თავის საიტს შეტყობინების მყისიერი გაცვლის მომსახურება დაამატა.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ დიდ ბრიტანეთში ელექტრონული წერილების მომხმარებლები, უფრო ხშირად, პენსიონერები და საშუალო ასაკს გადაცილებული ხალხია. ეს ძალიან ნელი, არაკომფორტული და უბრალოდ «არამოდურია». «ელექტრონულ წერილებს 20 წელიწადი დასჭირდა იმისთვის, რომ გამხდარიყო ის ფენომენი რასაც დღეს წარმოადგენს, მაგრამ იმისთვის რომ მოკვდეს მას ამ ვადის ნახევარიც ეყოფა», — მიაჩნია კვლევის ავტორს ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, დევიდ ცეიტლინს.

წყარო:hi-tech.ge

მსგავსი ამბები

Back to top button