ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

ტექნოგენური კატასტროფები

f8c9dfbcea76
იაპონიაში მომხდარმა ტრაგედიამ გავლენა იქონია ამ პოსტზე

ტექნოგენური კატასტროფები არის ადამიანის ქმედების შედეგად (ქარხნები, ატომური ელექტროსადგურები, ტყის ჩეხვა და სხვა.) მომხდარი კატასტროფები. ტექნოგენურ კატასტროფებად ითვლება: რადიოაქტიური აფეთქება (ატომური ელექტროსადგური, ატომური ბომბის აფეთქება და ა.შ), ოკეანის დაბინძურება , სმოგი, მჟავური წვიმები, ტყის ჩეხვა, გაუდაბნოება და ა.შ. მე შევეცდები დაწვრილებიტ განახოთ თუ რის მიერ არის გამოწვეული ეს ტექნოგენური კატასტროფები.

რადიოაქტიური კატასტროფა

2ab5ab2f7ee5

წარსულში რო არ დავბრუნდეთ გავიხსენოთ იაპონიის ტრაგედია რომელიც დიდი მსხვერპლით დასრულდა მაგრამ უფრო დიდი მსხვერპლი იქნებოდა არა მართო იაპონიაში არამედ მთელ მსოფლიოში რომ აფეთქებულიყო ფუკუშიმაშ ატომური ელექტროსადგური მაგრამ რაღაცნაირად თავი გავართვით ამ უბედურება მაგრამ 1986 წელს უბედურება თავს დაატყდა უკრაინას კერძოთ კი ჩერნობილს სადაც მოხდა მსოფლიოში ყველაზე დიდი ატომური აფეტქება რომელმა შეიწირა 300000 მდე ადამიანის სიცოცხლე და სამუდამოდ დაამახინჯა მილიონობით ადამიანი. ამ შემთხვევამაც ძალიან იმოქმედა ჩვენს დედაბუნებაზე და დიდი ზიანი მიაყენა მას. ეს ადგილი დგესაც უსიცოცხლოა რადგან იქ მაინც შემორჩენილია რადიაციის კვალი. ეს რადიაცია ევროპაში სწრაფად გავრცელდა და აფეტქებიდან მეექვსე დღეს საქართველომდეც მოაღწია

ოკეანის დაბინძურება

afdcfedd84a1

ოკეანებში ჩაღვრილი ნავთობი ძალიან ვნებს ოკეანის ფლორასაც და ფაუნასაც. ეს ნავტობი ფარავს წყლის დიდ ნაწილს კლავს ყოველივე ცოცხალს და ზიანს აყენებს სანაპირო ზოლს. 1978 წელს ატლანტის ოკეანეში, საფრანგეთის სანაპიროებთან, კლდეს შეეჯახა და შუაზე გაიპო ტანკერი “ამოკო კადისი” რომლის შედეგად 230000 ტონა ნავთობი ჩაიღვარა ზღვაში და 2000 კვ.კმ-ზე გიგანტური აპკის ფორმირება მოჰყვა, რამაც ევროპის ისტორიაში უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია.

24e6aaeda636

მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფებია დაფიქსირებული სპარსეთის და მექსიკის ყურეებში, კალიფორნიის სანაპიროებთან და ა.შ.

სმოგი

46ed1d3a889f

მაღალგანვითარებული ინდუსტრიული რეგიონებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა სოგი. მაგ. იგი აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით თითქმის მთლიანად ფარავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას.ესეთ რეგიონებში ჰაერში იმდენად მაგალია მტვრისა და ქიმიური ელემენტების კონცენტრაცია, რომ მზირ რადიაცია 20-40%-ით მცირდება.

მჟავური წვიმები, ტყის ჩეხვა და გაუდაბნოება

479520c7b8b0
მჟავური წვიმებს ვერ ვუწოდებთ ტექნოგენურ კატასტროფებს მაგრამ იგი ადამიანის ორგანიზმისთვის “შენელებული ნაღმია”. მჟავური წვიმები არის ატმოსფეროში გატყორცნილი ქიმიური ნივთიერები რომლებიც დედამიწაზე წვიმის სახით ბრუნდება.

ასეთი ვითარებების ფონზე სრულიად მიუღებელია ტყეების ჩეხვა. როდესაც ადამიანი ანადგურებს დედამიწის “ფილტვებს” იგი ამასთანავე ანადგურებს ჟანგბადს რომლიტაც სუნთქავს. იაპონიაში მრავლადაა ბარები სადაც ადამიანს შეუძლია შეუკვეთოს ჟანგბადის ნიღბები და ისუნთქოს სუფთა ჟანგბადი.

გაუდაბნოება მსოფლიოში ლემიარიდული კლიმატით გამოირჩეული რეგიონების უმთავრესი პრობლემაა, რაც ისედაც ღარიბი მცენარეულობის გადაძოვებითაა გამოწვეული. დედამიწაზე უდაბნოებს შეუძლია სწრაფად დაიკავონ ნაყოფიერი მიწები და გამოიწვიოს მასობრივი შიმშილი და მიგრაცია

ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა

375f6819cdc2

1970 წლიდან მოყოლებული, არალის ზღვა, რომელსაც ეს სტატუსი სიდიდის ფამო მიანიჭეს (მისი ფართობი აღწევდა 37000 კვ.კმ-ს)თანდათან ქრება.ვრცელი ზღვის ადგილზე რომელიც მდებარეობდა შუა აზიის უდაბნოებში უზბეკეთსა და ყაზახეთს შორის ახლა მხოლოდ ტბაღაა შემორჩენილი. არალის ზღვის ესეთი მდგომარეობა გამოიწვია მასში ჩამავალი მდინარეების: სიდარიისა და ამუდარიის წყლის რესურსების მტაცებლურმა და არაადამიანურმა გამოყენებამ.

წყარო: ჩემი გეოგრაფიის წიგნი

სულ ეს იყო

PS. ჩემი პირველი პოსტია და იმედია მოგეწონებათ

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close