არქივი

სატანა, მაგია, ეშმაკი, ალისთერ ქროული, მაქცია, ჯოჯოხეთი..

6d5a9864a85f

სატანა, მაგია, ეშმაკი, ალისთერ ქროული, მაქცია, ჯოჯოხეთი, და კიდე ბევრი სხვა

ალისთერ ქროულმა
“დაე, დარჩეს უცნობი ჩემი მსახურთა სახელები, ხოლო რიცხვი მათი მცირე,
ისინი წარმართავენ სხვებს – ვინც ბევრია და ცნობილი”.
ალისთერ ქროული. “კანონთა წიგნი”. თავი X

ალისთერ ქროული (Edward Alexander crowley) დაიბადა 1875 წლის 12 ოქტომბერს, ქალაქ ლემინგტონში, უორიქშირის საგრაფოში (დიდი ბრიტანეთი). მისი მშობლები ედვარდი და ემილი რელიგიური სექტის “პლიმუტის ძმების” წევრები იყვნენ. ედვარდ ფანატიკოსი მორწმუნე იყო, ამიტომ პატარა ალექსანდრეს (ქროულმა სახელი ალისთერი მოგვიანებით დაირქვა) ყოველდღიურად ისმენდა ბიბლიას. 1887 წელს ქროულის მამა ედვარდი სიმსივნით გარდაიცვალა, ხოლო დედის მცდელობა, შვილში კიდევ უფრო გაეძლიერებინა რელიგიური რწმენა, ამაო გამოდგა – ამან ბავშვში სკეპტიციზმი გააღვივა.

ვამპირი:
ევროპის სხვადასხვა ხალხის ცრუ რწმენით: მიცვალებული, რომელიც ღამღამობით დგება საფლავიდან და მძინარე ადამიანებს სწოვს სისხლს.

ლეგენდები მათი სისხლიანი “მოღვაწეობის” შესახებ მრავლად არსებობს. ამ მოვლენას შუა საუკუნეების ეკლესიის მსახურნი სერიოზულად იკვლევდნენ. მანუსკრიპტში (ძველი ხელნაწერები) – “ეშმაკის ძალის ინდექსი”, ვამპირიზმის შესახებ ამომწურავი ინფორმაციაა მოცემული:”ეს არის ეშმაკის მიერ გაცოცხლებული, საფლავიდან ამომძვრალი ადამიანის გვამი. იგი ღამით იჭრება მძინარე ადამიანთან, გუდავს მას და სისხლს წოვს ყელიდან. მათი მსხვერპლიც შემდგომში ვამპირი ხდება”.

პორფირია
…XX საუკუნის 80-იან წლებში პროფესორმა უეინ ტიკანენმა მხარი დაუჭირა ლი ილისს,განაცხადა რა,რომ მან შეძლო გამოეცნო ვამპირების ბუნების საიდუმლო.””ძირითადად,ყველა ევროპულ მითოლოგიაში ვამპირებსა და მაქციებზე,-თვლის პროფესორი,-დევს რეალური მოვლენები და ფაქტები””.მისი აზრით,თქმუებებში,სადაც შეთხზულია არანამდვილი დეტალები და ყოველგვარი სისულელე,დევს მრავალი ადამიანის ბედი,რომლებიც იტანჯებოდნენ პორფირიის მძიმე ფორმით.პორფირია მემკვიდრეობითი დაავადებაა,როგორც თვლის ასევე ტიკანენიც,ხშირ შემთხვევაში ჩნდება ახლო ნათესავების სისხლის აღრევით.ამიტომაც ვამპირები ჩნდებოდნენ ისეთ ცივილიზაციისგან მოწყვეტილ ადგილებში,სადაც ცხოვობდნენ ადამიანები ბარბაროსული ცხოვრების წესით.

მაქცია
“დღეიდან შენ სამუდამოდ გადაიქცევი მგლად. შენ იქნები მგელთა მგელი. ეს იქნება შენი საზღაური. სიკვდილი შენთვის ძალიან მარტივი სასჯელი იქნებოდა” აი ასე დაწყევლა ზევსმა ლიკაონი, არკადიის მეფე, ტირანი და სადისტი, რომელმაც ზევსს ადამიანის ხორცი აჭამა მოტყუებით რომ შემდეგ დაემცირებინა ის. საჭმელი კი საკუთარი 7 წლის შვილისგან გააკეთა. აი ასეთია მაქციების წარმოშობის საფუძველი. თუმცა ანტიკურ პერიოდში მგლები ითვლებოდნენ სიბრძნის და სიმამაცის სიმბოლოდ, მისი დემონურ ძალებთან დაკავშირება მხოლოდ ქრისტიანულ პერიოდში მოხდა.
ლიკანტროპია
ადამიანის მგლად გადაქცევის ჯადოსნური უნარი. სიტყვა “ლიკანტროპია” წარმოიშვა ბერძენი მეფის – ლიკაონისგან. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ზევსმა იგი დასაჯა და მგლად გადააქცია, რადგან ლიკაონმამას წვეულებაზე მოტყუებით ადამიანის ხორცი აჭამა.

მაგია

განვიხილოთ მაგიის რომელიმე ტიპური აქტი _ მაგალითად, კარგად ნაცნობი შავი მაგიის
აქტი, რომელიც, როგორც წესი, სტანდარტული თეატრალური წარმოდგენის ფორმით
ტარდება. როგორც ჩანს, აბორიგენების სხვადასხვა მაგიურ ქმედებათა შორის ყველაზე
გავრცელებული ყოფილა ჯადოქრობა, რომელიც ხორციელდება ისრის, წამახული ჯოხის,
რომელიმე ცხოველის ძვლის ან ფხის საშუალებით. ველური უმიზნებს ან ისვრის ამ იარაღს
თავისი წარმოსახვითი მტრის მიმართულებით, რომლის მოკვდინებაც სურს, სახის მანჭვის,
მუქარის ჟესტებისა და შეტევის სიმულაციის თანხლებით. ყველაფერი ეს გარკვეულ რიტუალს

. . . , მე გავსრეს . . . , მე გავჭყლეტ . . . “, და ამ სიტყვების შემდეგ ჩამოთვლის მსხვერპლის
სხეულის სხვადასხვა ნაწილებს და ორგანოებს. ადვილი შესამჩნევია, რომ ჯადოქრული
ქმედებები ძირითადად მაგიური რიტუალის სტრუქტურის მსგავსია, ხოლო ჯადოქრული
შელოცვის სიტყვები იმავე მოთხოვნებს ემსახურება, რასაც მაგიური რიტუალების საგნები.
მესამე ელემენტი, რომელსაც ჯადოქრობა შეიცავს და რომლის ანალოგიც რიტუალებში
არ მოიძებნება, არის მითოლოგიური ილუზიები ანუ იმ კულტურის წინაპრებისა და გმირების
მოშველიება, რომელთაგანაც თავად მაგია წარმოიშვა. აქ ალბათ ყველაზე მნიშვნელივან მომენტამდე

ჯოჯოხეთი
სულის სასიკვდილო მდგომარეობა, ცოვდვილთა დასასჯელი ადგილი.

ჯოჯოხეთი საპყრობილეა და თანაც ყველაზე საშინელი, ცეცხლოვანი. ამ ჯოჯოხეთურ ცეცხლში ჩავარდებიან საბრალო განკიცხულნი, ცეცხლის უფსკრული კი მათ ყოველი მხრიდან შთანთქავს. იქ ყოველი არსება განსაკუთრებულად დაიტანჯება: თვალები სიბნელისა და კვამლისაგან, ამასთანავე სხვა ცოდვილთა და დემონთა თანამყოფობისაგან ევნებიან; ყურები გაიგონებენ მხოლოდ განუწყვეტელ ქვითინს, წუწუნსა და წყევლას; ყნოსვა დამწვარ სხეულთა სიმყრალით შეწუხდება; გემოვნება – ძლიერი წყურვილისა და საშინელი შიმშილისაგან, როდესაც ერთ წვეთ წყალსაც კი ვერ მიიღებენ ტანჯვის შესამსუბუქებლად. ამიტომაც ეს ცეცხლში ვნებული, საშინელი სასჯელით გატანჯული საბრალო ტყვენი ტირიან, კვნესიან, ქვითინებენ, სასოწარკვეთილებაში ვარდებიან, მაგრამ ვერ პოულობენ და ვერც ვერასოდეს იპოვიან შემსუბუქებასა და ნუგეშს.

ჯოჯოხეთში ტანჯვას დასასრული არა აქვს. იქ სხვადასხვაგვარად და მარადიულად იტანჯებიან. გაივლის ტანჯვის ასი წელი, ათასი, მილიონი წელი და საუკუნე, ტანჯვა კი სულ უფრო ახალი და მრავალფეროვანი იქნება.

თუ ანგელოზი ცოდვილს მიუტანდა ამბავს, რომ უფალი გაათავისუფლებს ჯოჯოხეთისაგან, როდესაც იმდენი მილიონი საუკუნე გავა, რამდენი წვეთი წყალიცაა ზღვაში, რამდენი ქვიშის მარცვალიცაა მიწზე, – მაშინაც კი საბრალო ცოდვილი უფრო დიდ სიხარულს შეიგრძნობდა ამ ამბის გამო, ვიდრე ადამიანი, რომელსაც უეცრად გამოუცხადებდნენ, რომ იგი დიდი სახელმწიფოს მეფედაა დადგენილი.
ასეთია ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთის ტანჯვა!

სიტყვიერი შთაგონების მეთოდი.
ეს მეთოდი პირველად გამოიყენა დოქტორ ლიებომ საფრანგეთიდან.მან დაარქვა თავის მეთოდს “სიტყვიერი შთაგონება”.
დოქტორი თავის მარცხენა ხელს ადებდა პაციენტს თავზე,მარჯვენა ხელის ორ თითს კი მისი თვალების ოდნავ ზემოთ,ისე რომ პაციენტის მზერაც ზემოთ ყოფილიყო მიმართული.შემდეგ ის იწყებდა შთაგონებას წყნარი და მონოტონური ხმით,შემდეგ სთხოვდა პაციენტს მისი თითებისთვის გაეყოლებინა თვალი და წრიულ მოძრაობას აკეთებდა ნელ-ნელა.ამის შედეგად პაციენტი ვარდებოდა ტრანსში და დოქტორიც თავის შთაგონებას წერდა მის გონებაში
შთაგონება
შთაგონება:”დახუჭე თვალები.ღრმად ჩაისუნთქე და ნელა ამოისუნთქე. კიდევ ერთხელ,ღრმად ჩაისუნთქე და ნელა ამოისუნთქე.ახლა კიდევ ერთხელ ჩაისუნთქე მთელი მკერდით და შეიკავე სუნთქვა.მთელი მკერდით ამოისუნთქე და შეიგრძენი,მთელი სხეული როგორ დუნდება.
წარმოიდგინე,რომ მთელი შენი დაძაბულობა და შებოჭილობა,მთელი შენი შიშები და მღელვარება იხევენ უკან და მიედინებიან ქვევით როგორც ძაბრში,დაწყებული შენი თავიდან.ისინი ეშვებიან შენს სახეზე,კისრისა და მხრების გავლით,გაივლიან მკერდსა და მუცელს,შემდეგ ეშვებიან ბარძაყებთან,მუხლებთან,კოჭებთან,ტერფებთან და ფეხის თითებთან.მთელი შენი დაძაბულობა და შებოჭილობა,მთელი შენი შიშები და მღელვარება,გაედინებიან ფეხის თითებიდან და შენ დუნდები უფრო ღრმად და ღრმად.
გადაიტანე ყურადღება ფეხის თითებზე და სრულიად მოადუნე.ყოველი თითი მოდუნებული და მძიმეა.ახლა დაე მოდუნება გავრცელდეს თქვენს ტერფებზე,ავიდეს კოჭებზე,წვივებზე და მუხლებზე.შეიგრძენი ის როგორ ეხვევა შენს ბარძაყებს,შემდეგ მუცელს,ჩაედინება მკერდში.შენი სუნთქვა ხდება უფრო თავისუფალი და ღრმა,უფრო რიტმული და მოდუნებული.ახლა დაე მოდუნების ღრმა გრძნობა გადავიდეს მხრებზე.დაეშვას ხელებზე და გადავიდეს ხელისგულებზე და თითებზე.შენ გრძნობ მოდუნების შემდეგი ტალღა როგორ ამოდის მხრებზე,ეხვევა კისერს,იღვრება სახეზე.შენი ლოყები,ნიკაპი და თვალებიც კი მთლიანად მოდუნებულია.შენი ქუთუთოები მსუბუქი და დამძიმებულია.სასიამოვნო მოდუნების გრძნობა ეხვევა წარბებს და შუბლს,გადადის თავზე და ეშვება კეფაზე, კისერთან.”

სატანა
არსი სიბნელისა და ქაოსის გამოვლინებისა, რელიგიურ-მითოლოგიური, აგრეთვე სატანისტების ფილოსოფიური წარმოდგენებით.ის უმაღლესია ქაოსსა და სიბნელეში, სატანა თავადვეა სიბნელე, ქაოსი და ნგრევა. ყოველ მიზეზთა პირველმიზეზია, ერთიანი აზრია, სიბნელის გული და უფრსკულის დრაკონია. ისვეა პირველშესაქმის სიბრძნის მამა და ცოდვის თესლი. გამომცდელია, ღვთის განჩინებით და საკუთარი ინიციატივით აცდუნებს ადამიანს. ჯოჯოხეთის თავადია. მისი ტახტი შესაქმის უფსკრულს ემყარება.
ტრადიციულად, სატანის ადგილსამყოფელად ითვლება ჯოჯოხეთი, ამიტომ იგი არის ჯოჯოხეთის მთავარი. მაგრამ მოციქული პავლეს მიხედვით, დღეს სატანა მმართველობს ცაში.მისი მსახურნი არიან – ”ამ სოფლის ბნელეთის სამყაროთ მპყრობელნი”, ”ცისქვეშეთის ბოროტების სულები
ზოგიერთი სატანისტი მემკვიდრეობას იღებს ანტიკური გნოსტიკებისგან, რომელნიც სამყაროს ყოფდნენ ორ ნაწილად — ხილვადი, მატერიალური და უხილავი — სულიერი. უხილავი, მუდმივი, სულიერი სამყაროს შემოქმედად, აღიარებდნენ ღმერთს, ხილვად, მატერიალურ, დროებით ნაწილში კი სატანას

ჩაკრა

ჩაკრები შეიძლება ითქვას არის კარები სხვა განზომილებებში. და გახსნილია მოძრაობისთვის მატერიიდან ცნობიერებისკენ.
ჩაკრები იქმნება ორი ძირითადი ვერტიკალური – აღმავალი და დაღმავალი ენერგეტიკული ნაკადების ურთიერთ შეღწევადობით,
ჩაკრები შეიძლება გაიხსნას: სხვადასხვა ფიზიკური ვარჯიშებით, მედიტაციით, მკურნალობის მეთოდებით, ცხოვრებისეული გამოცდილებით და ცნობიერების უმაღლეს დონემდე აყვანით.
ჩაკრები ყვავილის მსგავსად შეიძლება გაიხსნას და დაიხუროს, დაჭკნეს და გაიფურჩქნოს – ეს ყველაფერი ცნობიერებაზეა დამოკიდებული.
ჩაკრები ფიზიკურ დონეზე დაკავშირებულია ნერვულ კვანძებთან და ენდოკრინული სისტემის ჯირკვლებთან.
ჩაკრები განსაზღვრავენ ფიზიკური სხეულის ფორმასა და ქცევას ისევე, როგორც გონება ზემოქმედებს ემოციებზე.

წყარო: უცნაურის ძველი საინტერესო პოსტების შეჯამება

მსგავსი ამბები

Back to top button