რეკორდებისაკითხავისასარგებლო

რეკორდული დაავადებები


ფაქტობრივად თითოეულ ადამიანს თავისი ცხოვრების განმავლობაში გადაუტანია რაიმე დაავადება. საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინა თუ ბებოს რეცეპტები გვეხმარება გავუმკლავდეთ უმეტესობას , მაგრამ არა ყველას. პოსტში საუბარი მექნება დაავადებებზე , რომლებიც გამოირჩევიან სხვებისაგან ეპითეტით – ყველაზე

ყველაზე უძველესი დაავადებები:


ერთ-ერთ ყველაზე უძველეს მოხსენიებულ დაავადებად ითვლება შავი ჭირი
(შავი სიკვდილი დღეისათვის ცნობილია, როგორც შავი ჭირი. ეს საშინელი დაავადება ევროპას სწრაფად მოედო და დიდი განგაშის მიზეზი გახდა. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო: თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება. მაგრამ მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რომლითაც შავი ჭირით დაავადებულები გამოირჩეოდნენ სხვა ავადმყოფებისაგან, იყო ჩირქიანი წყლულები, ე.წ. „ბუბონები“. ბუბონი ჩნდედბოდა იღლიის, კისრის და ბარძაყის მიდამოებში. თავდაპირველად გამონაყარი ვარდისფერი შეფერილობის იყო, შემდეგ მეწამული ფერის ხდებოდა, ბოლოს კი შავდებოდა. ე.წ. „შავმა სიკვდილმა“ რამდენიმე წელიწადში ევროპის მოსახლეობის მეოთხედი გაანადგურა. იმ დროისათვის ყველა დარწმუნებული იყო, რომ დგება სამყაროს დასასრული.) და ქოლერა(მწვავე ინფექციური დაავადება. ხასიათდება ფაღარათით, ღებინებით, წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევებით, ჰიპოვოლემიური შოკის განვითარებით, თირკმლის ფუნქციის მოშლით. მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს). ეს დაავადებები მოხსენიებული (ნაწინასწარმეტყველები) იყო “წმინდა წიგნში” რომელიც არსებობდა ქრისტეს დაბადებამდე. თუმცა წინასწარმეტყველებამდე ძველი ეგვიპტის ექიმები უკვე გაცნობილ იყვნენ ამ დაავადებების სინდრომებს, ძვ.წ. 1350 წელს …

დაავადებები ყველაზე ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით:


ცოფი ( Rabies encephalitis
[სხვა ინფექციური დაავადებებისაგან განსხავებით ცოფი თითქმის არ ვრცელდება, რადგან ამ დაავადების თანამედროვე სპეციფიკური პროფილაქტიკის მეთოდი ძლიერ ეფექტურია და ავადობის შემთხვევები გვხვდება მხოლოდ იმ პირებში, რომლებსაც არ ჩაუტარებიათ ანტირაბიული აცრები, ან ჩაიტარეს, მაგრამ არასრულყოფილად] ) ითვლება ყველაზე სასიკვდილო დაავადებად. დღეისთვის ცნობილია მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა , როდესაც შესაძლებელი გახდა ამ დაავადებით დაიმფიცირებულის გამოჯამრთელება, თუმცა ამ შემთხვევიდან ნახევარს არ ააქვს სამედიცინო თანხმობაა. (გასათვალისწინებელია ისიც , რომ განკურნება მოხდა კლასიკური სიმპტომების შესაბამისად , ზედმეტი გართულების გარეშე) ასეთი დაავადებების რიცხვში შედის ე.წ შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი-შიდსი , რომელსაც ხალხმა 20 საუკუნის შავი ჭირი უწოდა, სადღეისოდ მიჩნეულია კაცობრიობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ თერმობირთვული ომის შემდეგ. ეს არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). ეს ვირუსი უშუალოდ აზიანებს ადამიანის დამცველ, ე. წ. იმუნურ სისტემას და მწყობრიდან გამოყავს იგი, რის შედეგადაც ინფიცირებულ პირს ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური ან სიმსივნური დაავადებები, როგორც წესი, სასიკვდილო შედეგით. იმუნიტეტის ისეთი დაქვეითებით რაც სხვა ინფექციებს ვეღარ უმკლავდება და შესაძლოა უბრალო გაციებაც კი გახდეს სიკვდილის მიზეზი.

საინტერესო პროექტ-რეკლამა ცოფთან დაკავშირებით

ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც ხშირ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზია:


განვითარებულ ქვეყნებში ნახევარზე მეტი სიკვდილის მიზეზად მიჩნეულია ისეთი დაავადება როგორიცაა გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლიდანაც ყველაზე გავრცელებულია ინფაქტი ( ისევე, როგორც ნებისმიერ სხვას, გულის კუნთსაც გამუდმებით სჭირდება ჟანგბადი. მისი დეფიციტის დროს გულის კუნთის უჯრედები ზიანდება, რაც ტკივილისა და ზეწოლის შეგრძნებას იწვევს. თუ გულის მკვებავ კორონარულ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა არ აღდგა, გულის კუნთის უჯრედები იღუპებიან და გულის კუნთში ნაწიბური წარმოიქმნება, რომელიც არა კუნთოვანი, არამედ შემაერთებელქსოვილოვანი აგებულებისაა. გულის კუნთისთვის ჟანგბადის მიწოდების მკვეთრი უკმარისობა შესაძლოა გულის რეგულარული რიტმის დარღვევის ანუ არითმიის მიზეზადაც იქცეს. არ არის გამორიცხული, ზოგიერთი არითმია საბედისწეროც აღმოჩნდეს

ყველაზე იშვიათი დაავადება:


ინფექციური დაავადება (ლათ. Variola, Variola vera) ჩუტყვავილა თუმცა ეს იშვიათი დაავადებაა არაა , პირიქით განკურნებადია და მისი გადატანის შემთხვევაში ყალიბდება ძლიერი იმუნიტეტი, ის არც გავრცელებადია და გადამდები, რადგანაც ვირუსები გავრცელებული სხეულზე მალევე კვდება . ვარაუდით მსგავსი და მომაკვდინებელი გართულებულ ვარიანტს წარმოადგენს კეთრი რომელიც ამჯამინდელი სტატისტიკური მონაცემებით ჯერ არავის არ ჰქონიაა , ბოლო პერიოდული მონაცემებით დაიმფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა 1978 წელის აგვისტოში , რომელიც დაიმფიცირდა irmingham-ის უნივერსიტეტში შენახული ნიმუშით , რომელმაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

ყველაზე გავრცელებული არაგადამდები დაავადება:


არაინფექციურ დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებული გიგივიტი– კბილის ნადები პაროდონტის(ბაქტერიული ნადების დაგროვება, კბილ–ღრძილოვან ნაპრალში იწვევს ღრძილის ანთებას – გინგივიტს, შემდგომად კი ნაპრალის დაშლას, ძვლის დაზიანებას და პაროდონტიტის განვითარებას. თუკი არ მოხდა ნადების დროული მოცილება, იგი ნელ–ნელა მკვრივდება და გადაიქცევა ქვად). და ღრძილების დაავადებები.

დაწვრილებითი განმარტება იხილეთ ვიდეოში:

ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადება:


ალბათ თითოეულ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია ისეთი სიმტომები როგორიცაა: ხველება, სურდო, ტკივილი ყელში, აცრემლებული თვალები, ამიტომაც არაა გასაოცარი, რომ ყველასთვის ცნობილია გაცივება და ამავდროულად ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადება მსოფლიოში.


სულ ეს იყო…

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close