გასართობისაკითხავი

სოფლელი ვარსკვლავები

საინტერესო ამბები ვარსკვლავებზე : ))

1. ლედი – ფერმერი

სიჭაბუკეში ლიზ ჰარლი პანკი იყო, ახალგაზრდობაში – მსახიობი გახდა. უკვე 17 წელია ცნობილი კოსმეტიკური მარკის სახეა. 15 წელია საცურაო კოსტუმების ხაზის მოდელად მუშაობს, რომელთა დიზაინის ავტორი თვითონვეა.

ის ჰიუ გრანტის დიდი სიყვარული იყო და ამერიკელი მილიარდერისგან ვაჟი ჰყავს, მანამდე ინდოელი ბიზნესმენის ცოლი იყო, მათი ქორწილი ინდურ ფილმს მოგაგონებდათ, მეგობრობს ელტონ ჯონთან. მოკლედ, მთლიანობაში ელიზაბეტ ჰარლი სოფლის მეურნეობასთან არ ასოცირდება.

მიუხედავად ამისა, მსახიობმა 5 წლის წინ ქალაქურ ცხოვრებას ინგლისურ საგრაფოში, გლოჩესტერშირში მდებარე ფერმაში ცხოვრება ამჯობინა და ხელი სასოფლო მეურნეობის მოვლას მიჰყო. ის ადრიანად დგება, სამუშაო ფორმას იცვამს და თავისი იშვიათი ჯიშის ღორებსა და ცხვრებს უვლის. საუკეთესო პირუტყვი ჰარლის საგრაფოში ყოველწლიურ გამოფენაზე გამოჰყავს, აწარმოებს შინაურ ყველს, მოყავს ბოსტნეული და ხილი, წელს საფირმო ძროხის ხორციც გამოუშვა და რამდენიმე სნეკ-ბარიც გახსნა, მისი ფერმის ტერიტორია 200 ჰექტარზეა გადაჭიმული.

ფერმაში 8 წლის შვილი დემიენიც ეხმარება. ლიზი ნამდვილი სოფლელი ლედია. ელიტურ ამბებს ძველი მეგობარი ჰიუ გრანტი ატყობინებს. მიუხედავად იმისა, რომ ლიზი ძალიან დაკავებულია, ელტონ ჯონის ორგანიზებულ არცერთ მეჯლისს არ ტოვებს.

2. უჟმური მასპინძელი

რასელ ქროუს კარზე ჯობია არ დააკაკუნოთ. მასპინძელი თავისი უხეშობით და უჟმური ხასიათით არის ცნობილი. მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, რომ წლის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად აღიარეს. მას ბავშვობიდან სურდა, როკ-მუსიკოსადაც ეღიარებინათ. როცა დაკვრით დაიღლება, ლექსების კითხვას დაიწყებს. თუ სტუმარი დაამთქნარებს, მისგან აუცილებლად მოხვდება. ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ რასელს თავის ძროხებზე საუბარი უყვარს.

რასელ ქროუს ფერმა ავსტრალიაში, 400 ჰექტარზეა გადაჭიმული. მსახიობს აქ ასობით ძროხა ჰყავს, რომლებსაც სიამოვნებით უვლის. მეგობრების თქმით, ამ დროს ის ძალიან ბედნიერია. თუმცა რასელს ამან უამრავი მეგობარი დააკარგვინა.

აბა, ვის მოეწონება, სტუმრად მისულს დილის 5 საათზე რომ ააყენებს მასპინძელი და ძროხების მოწველასა და ტერიტორიის დასუფთავებას აიძულებს. მაგალითად, ტომ კრუზი კინაღამ ძროხის ფეკალიების თრევით მოკლა, თანაც ამ მძიმე სამუშაოს შესრულებისას რასელისგან რადენიმე შენიშვნაც მიიღო. ამის შემდეგ ტომ კრუზს ქროუს ფერმისკენ ერთხელაც აღარ გაუხედავს. ვარსკვალვებიდან რასელთან მხოლოდ რეჟისორი რიდლი სკოტი მეგობრობს, რომლისთვისაც მძიმე სამუშაოს დავალება, ქროუს აზრადაც არ მოუვა.

3. სოფლის დედოფალა

ყველა სოფელს თავისი “დედოფალი” ჰყავს, რომლის გამოც დისკოთეკებზე მუდმივად ჩხუბობენ. კელი ბრუკი – ჰოლივუდის მაჩოდ აღიარებული ჯეისონ სტეტჰემის დიდი სიყვარული, ინგლისის ყველაზე ჯანსაღი სხეულის პატრონად ითვლება. ბრიტანელები მას იდეალურ ქალად მიიჩნევენ, რადგან ძალიან პროპორციული სხეული აქვს. თუმცა ის ყველაზე სულელადაც ითვლება. კელის ხანდახან ფილმებში იღებენ, მისი ძირითადი საქმიანობა კი მოდელობაა.

შესაძლოა, კელი მართლაც სულელია, მაგრამ ზოგჯერ საკმაოდ ბრძნულ აზრებსაც აფრქვევს. მაგალითად თანამედროვე გოგონების აზროვნება აოცებს: “ისინი ხომ მხოლოდ იმაზე ოცნებობენ, ფეხბურთელზე გათხოვდნენ. ფანტაზიის უნარი არ გააჩნიათ”. კელიმ მშობლიურ საგრაფოში, კენტში მე-15 საუკუნის ფერმა შეიძინა და იქ ცხოვრობს. მას უზარმაზარი ბოსტანი აქვს, რომელსაც უვლის და საჭმელსაც თვითონ ამზადებს. ბევრს მოგზაურობს, მაგრამ მშობლიური მხარე ყველაფერს ურჩევნია.

4. მევენახე

ყოველ სოფელს ერთი ლოთი ჰყავს. ჟერარ დეპარდიეს დალევა ყოველთვის უყვარდა. 1990 წელს ის მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის დააკავეს, 99-ში – მოტოციკლის. 2003 წელს მსახიობს გულის შუნტირების ოპერაცია ჩაუტარდა.

ერთხელ პროვინციურ რესტორანში დეპარდიემ ღვინო დალია, რომელიც იმდენად მოეწონა, გაარკვია, ვინ აწარმოა. ფერმერს სახლში ვერტმფრენით მიადგა და ბიზნესის განსავითარებლად უამრავი ფული მისცა. ახლა დეპარდიე საუკეთესო ვაზს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყიდულობს, რაშიც გავლენიან ადამიანებთან მეგობრობა ეხმარება.

5. ”და ღმერთმა შექმნა ქალი”

ბრიჯიდ ბარდოს შემხედვარე, ვერაფრით იფიქრებთ, რომ ნახევარი საუკუნის წინ ეს ქალი მსოფლიოს მამაკაცებს აღაგზნებდა. ბარდომ ფილმებში გადაღება 40 წლის ასაკში შეწყვიტა. ის ერთადერთი ვარსკვლავია, რომელმაც პლასტიკური ქირურგია და მაკიაჟი უარყო. მართლაც, ვის სჭირდება მაკიაჟი სოფელში? ბრიჯიტი სენ-ტროპეს მახლობლად მდებარე დასახლებაში 30 წელია ცხოვრობს და ცხოველების უფლებებს იცავს. ბრიჯიტი ძველი საფრანგეთის დასაბრუნებლად იბრძვის, აი, ისეთის, ძველ კინოებში რომ დარჩა.

6. ხავსის საწოლი

“სოფლის გიჟი” – ასეთი პერსონაჟი თითქმის ყველა სოფელში მოიპოვება. ჩვენს შემთხვევაში ის ქალია – მსახიობი დერილ ჰანა.

80-იან წლებში დერილი ჰოლივუდის ყველაზე პერსპექტიული მსახიობების სიაში ირიცხებოდა. 1988 წელს უმცროს ჯონ კენედის, პრეზიდენტის ვაჟს შეხვდა. მათი რომანი პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა, ჯონის დედამ ჯეკიმ კი ქორწილის ჩასაშლელად ყველაფერი იღონა და ეს გამოუვიდა კიდეც. კენედიმ სხვა ქალი შეირთო. 1999 წელს კი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

მას შემდეგ დერილისთვის პირველ ადგილზე ბუნების დაცვაა. ისეთი თავგანწირვით იბრძვის ტყეების გადასარჩენად, რომ რამდენჯერმე დააპატიმრეს კიდეც.
ერთხელ მან ორი კვირა ხეზე გაატარა, რომელსაც ერთი მშენებელი მოჭრას უპირებდა.

საპირფარეშო ეზოში აქვს, საკვები-საკუთარი ბოსტნიდან, რასაც არ ჭამს ბაზარში გასაყიდად გააქვს. მის საწოლს კი მუდმივად მორწყვა ესაჭიროება – მსახიობი ხავსის საწოლზე იძინებს.

წყარო:GGGNEWS.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close