არქივი

6 მარტივი ნაბიჯი თვითშეფასების ასამაღლებლად

Freedom%20from%20Depression
1. შეიცანით  საკუთარი თავი.შეხედეთ თავს უცხო თვალით:დააკვირდით,რა ღირსებებით ხართ შემკული და რითი გამორჩევით სხვებისგან.თუ მნისშვნელოვანს ვერაფერს აღმოაჩენთ,გულს ნუ გაიტეხთ!სთხოვეთ თქვენს საუკეთესო მეგობარს,დაგეხმაროთ და ობიექტურად შეგაფასოთ.შედეგებით გაოცებული დარჩებით: )

2. არასოდეს უღალატოთ თქვენს პრინციპებს
ის ადამიანი,რომელიც ყველას გულის მოგებას ცდილობს,ვერასოდეს მოიპოვებს გარშემომყოფთა სიყვარულს.შეძელით ”არას”თქმა,ამით ყველას დაუმტკიცებთ,რომ პრინციპული ადამიანი ხართ და სხვებზე უკეთ იცით.რა გსურთ.ამგვარად თქვენ ადამიანების მხრიდან დიდ პატივისცემას დაიმსახურებთ.

3. დაისახეთ ცხოვრებაში მიზანი
ჩაეწერეთ რომელიმე უცხო ენის შემსწავლელ კურსზე,იქნებ ცეკვის გაკვეთილებზე დასწრება გირჩევნიათ?-არჩევანი საკმაოდ დიდია.მთავარია,თქვენს მიერ დასახული მიზნისკენ მიმავალი გზა ღირსეულად გაიაროთ და წარმატებასაც აუცილებლად მიაღწევთ.განა არსებობს ამაზე დიდი ჯილდო?

4. პატივი ეცით საკუთარ თავს
შეცდომა დაუშვით?მერე რა მოხდა?შეუცდომელი არავინაა.თავის გაკიცხვის ნაცვლად თქვენი წარმატებები და მიღწევები გაიხსენეთ.ეს დაგეხმარებათ დაშევბული შეცდომის გამოსწორებაში და უსასიამოვნო ფიქრებისგან თავის დაღწევაში.
5. შეცდომის უფლება ყევლას აქვს
მაგალით ბავშვებისგან აიღეთ.დაცემისას ის მაშინვე წამოდგომას ცდილობს,რომ სირბილი განაგრძოს.ასე რომ,ყველაფერი კარგადაა.ცხოვრეაბ გრძელდება,მთავარია,დაცემის შემდეგ ღირსეულად წამოდგომა შეძლოთ,ნავლად იმისა,თავი იმაზე ფიქრში აიტკიოთ,რომ დაცემისას”იატაკზე”აღმოჩნდით
6. შეიქმენით კარგი შთაბეჭდილებები
ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჟესტებს,მიმიკას..დადექით სარკის წინ,ჩამოუშვით მხრები და დაღვრემილი სახე მიითეთ.მოგწონთ?-რა თქმა უნდა არა.!ახლა კი გაიმართეთ და გაიღიმეთ!თქვენ არაჩვეულებრივი ხართ!გილოცავთ!

total freedom

Back to top button