გამოგონებაგასართობისურათები
ბრაიან ოლსენის “ხელოვნება მოქმედებაში”
არტისტული ნიჭის, მუსიკისა და დიდი ენერგიის წყალობით ბრაიან ოლსენი (Brian Olsen) ქმნის დაუვიწყარ შოუს, სახელად “ხელოვნება მოქმედებაში” (“Art in Action”)… ამ სანახაობის მთავარი მიზანია შავი, ცარიელი დაფა ხელოვნების ნიმუშად აქციოს…
ბრაიანი მეტია, ვიდრე უბრალოდ ნიჭიერი მხატვარი, იგი ამასთან ძალიან კარგი მსახიობიცაა. იგი არ ჰგავს მხატვრებს, რომლებიც საკუთარ მუზებს მარტოდმარტონი ელიან დახურულ ატელიებში, პირიქით, ბრაიანი ფართო აუდიენციის თვალწინ, ხმამაღალი მუსიკის ფონზე ქმნის შესანიშნავ ნამუშევრებს… შოუს დასაწყისში მხატვარი მიდის შავ, კვადრატული ფორმის დაფასთან, რომელიც მისი სწრაფი და გასაოცარი ხელის მოძრაობების შედეგად იქცევა უკვდავ ტილოდ, საიდანაც მაყურებელს ცნობილი სახე უმზერს..
წყარო: stran.ge