არქივი

სილამაზე და თანამედროვე პროდუქტები

9b2b99c94391
პოსტში პირველ რიგში დააინტერესებს იმას, ვინც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გარეგნობას. აღვწერ რამდენიმე თანამედროვე პროდუქტს, რომელიც უცნაურიცაა და ამავე დროს ბევრისთვის არც ისე სასიამოვნო მოსახმარი. მაგრამ ხომ გაგიგიათ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო : )

სიმსუქნე

9b0ba18ef967

ზოგს სიტყვა სიმსუქნისა და ცხიმის გაგონებაც კი ზარავს, მაშინვე ახსენდება თავისი ღიპი, ან ფეხებზე დაგროვილი ზედმეტი ცელულიტი.. მოკლედ ყველაფერი ის, რაც არასწორი კვებით ან ზედმეტი მსუნაგობითაა გამოწვეული. ასეთი ადამიანები რას აღარ იგონებენ, არსებობს ათასნაირი და კიდევ უფრო მეტი დიეტა, ტრენაჟორები, რომლის დიზაინერთა ფანტაზია უკვე კარგა ხანია გასცდა საზღვრებს, ასევე ოპერაციები.. საკმაოდ მარტივი გზა, თუმცა არც ისე სანდო, რადგან დიდი შანსია ცხიმები კვლავ დაუბრუნდეს ჩვეულ ადგილს, თუკი ჭამის წესი არ შეიცვლება.

მაგრამ გამოჩნდა ახალი საშუალებაც, ერთი შეხედვით ის ლიპოსაქციის მსგავსია, თუმცა არანაირი ოპერაცია.. ამ სიახლეს cryolipolysis ჰქვია და ცხიმის გაყინვას მოიცავს, დიახ გაყინვას. ახლავე აგიხსნით. თავდაპირველად პაციენტს იმ უბანზე, სადაც ზედმეტი ქონი აქვს დაგროვებული, უსვამენ სპეციალურ გელს, გაყინვის ეფექტით, შემდგომ სპეციალური დანადგარით ყინავენ ამ ადგილს, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, თანაც იმ დონემდე, რომ ყინვის ტემპერატურა იწვევს ცხიმის უჯრედების დაზიანებას.

პროცედურის ფასი მერყეობს 700$-დან 1800-მდე, გააჩნია დასამუშავებელი ადგილის სიდიდეს. რაც შეეხება შეგრძნებას.. ზოგი ამბობს რომ პროცესი ძალიან მტკივნეულია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ძლიერ ტკივილს მხოლოდ თავიდან გრძნობ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თანდათან გიყუჩდება, რადგან იყინება კანი. შედეგის ნახვა კი რამდენიმე კვირის შემდეგ შეგიძლიათ : ))

თვალისთვის სხვა ფორმიც მიცემა წებოსა და ორკაპის დახმარებით

a9aea9f277d7

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ წვრილი თვალების პრობლემა ზოგ აზიელს ძალიან აწუხებს, იმდენად რომ იქაური ქირურგები ოპერაციათა სიმცირეს არ უჩივიან. ეს ოპერაციები კიდევ ჰო, პროფესიონალები მაინც აკეთებენ, მაგრამ ახალი მეთოდი უდაოდ კრეატიული და ამავე დროს საშიშიცაა. ნეტავ საიდან მოიგონეს საერთოდ : )

იყენებენ სპეციალურ წებოს, რომელსაც ქუთუთოზე ისვამენ, შემდეგ კი ორკაპის დახმარებით კანს შიგნით კეცავენ, ისე რომ დაეწებოს ერთმანეთს და ქვევით ჩემოშვებული აღარ იყოს.

პროცედურა შეგიძლიათ ვიდეოში იხილოთ:

მიიღე მოხდენილი სახე ნიღბის ტარების საშუალებით

a0779dd4e8cf
სხვათაშორის ამ ნიღბის მომხმარებლებიც უმეტესად აზიელები არიან. წვრილი თვალების გარდა თურმე მრგვალი სახეც აწუხებთ. სახის ფორმის შეცვლა კი რამდენად რთულია ყველამ კარგად იცის. ამიტომაც ისინი ან თმის ვარცხნილობით ცდილობენ ,,ნაკლის” დაფარვას, ან კიდევ პლასტიკურ ქირურგიას მიმართავენ.

მაგრამ სხვა გზაც მონახეს, ეს სპეციალური ნიღაბია, რომელიც რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში უნდა ატარო, შედეგიც ამაზეა დამოკიდებული. მისი შემქმნელები ირწმუნებიან, რომ ნიღაბს მართლაც შეუძლია სახის ფორმის შეცვლა, ამასთანავე მას საუნის ეფექტიც აქვს, და სახეზე გახდებით კიდევაცო.

a989ff251c2d

თუ თქვენც დაგაინტერესათ წინადადებამ, პროდუქტის შეძენა 32$-ად შეგიძლიათ ამაზონზე.

ცხვირის ფორმის შეცვლა

d2f5cee62edb
ჯერ ცხვირით დავიწყოთ, თუ ფართო ცხვირი გაქვთ და არ მოგწონთ, იაპონელებმა სწორედ თქვენთვის ,,იმუშავეს” და შემნეს ფრიად საოცარი ნივთი, რომელიც ძალიან მოგვაგონებს უბრალოს ,,შპილკას” : )

78e3f03183b3
სიმართლე გითხრათ, ისე ჰგავს ერთმანეთს ეს ორი ნივთი, რომ ვერც ვხვდები განსხვავება რაშია. ერთი კი ვიცი, არც ისეთი სასიამოვნო იქნება ამით სიარული.. უფრო სწორად ძალიან მტკივნეულიც კი.. ვისაც ცხვირზე ,,შპილკა” მოუჭერია ის გამიგებს : )) სხვათაშორის ცხვირის მომჭერი ძალიან იაფი, სულ რაღაც 7$ ღირს.

ახლა მეორე საშუალება განვიხილოთ, ის უხილავია და მომენტალურ შედეგს გპირდებათ.

9375537a5e70
პატარა პლასტიკური სამაგრები, რომელიც ცხვირში თავსდება.. როგორც შემქმნელები ამბობენ, არ იწვევს არანაირ დისკომფორტს და არც სუნთქვაში შეგიქმნით პრობლემებს, მაგრამ მაინც ეჭვი მეპარება. ჯერ ამ რაღაცის ცხვირში ჩადება და მერე ამით სიარული.. მე ნამდვილად ვერ ავიტანდი.

შეგიძლიათ ვიდეოში ნახოთ რა ბედნიერად იდებს ეს გოგონა ცხვირში ამ ,,რაღაცას” :(

ნეკნის ამოღების ოპერაცია

d3bc37af35ed

შესაძლოა გაგიგიათ ჭორი მერლინ მენსონის ნეკნის ოპერაციის შესახებ, ადრე ამბობდნენ, რომ მან რამდენიმე ნეკნი ამოიღო, რათა საკუთარ თავთან ორალური სექსით დაკავებულიყო :))) ეს მოგონილი ამბავი აღმოჩნდა, მაგრამ ნეკნის ამოღების ოპერაციას თურმე მართლა იკეთებენ ადამიანები. მიზეზი ორალურ სექსში სულაც არაა. ქალბატონებს როგორც იცით, უყვართ წვრილი წელით თავის მოწონება, ჰოდა ეს ოპერაცია ნამდვილად იძლევა საუკეთესო შედეგის მიღწევის საშუალებას.

6fdf6b988b08
პირველად ეს ოპერაცია ანნა ჰელდმა, ბროდვეის ერთ-ერთმა შემსრულებელმა გაიკეთა, ესეიგი 1900 წელს ქალები უკვე დაინტერესებულნი იყვნენ ამგვარი უცნაური პროცედურებით.

სიმაღლის მომატება

1cceb05edc76

ფიქრობთ რომ დღევანდელი სამედიცინო მიღწევებით სხეულის ნებისმიერი ნაწილის შეცვლა შეგიძლიათ.. მაგრამ სიმაღლეს ვერაფერს მოუხერხებთ?! თქვენ ცდებით, უკვე ესეც შესაძლებელია..

ოპერაცია ჩინელებმა მოიგონეს და ქალებს მეტად მტკივნეული პროცედურის გადატანა უხდებათ სასურველი სიმაღლის მისაღწევად.
f3c7bd9aff5941ad01be153c
პირველ რიგში პაციენტს უხერხავენ წვივის ძვალს მუხლის ქვევით. შემდეგ დებენ მეტალის ფირფიტებს. ეს გარედან ხრახნებითაა დამაგრებული. რაღაც დროის განმავლობაში ნელ-ნელა მიმდინარეობს ზრდა. ოპერაცია 10 000 $ ჯდება.

31 წლის ჰეჯნალ ბანმა, რომელმაც გაიკეთა ეს ოპერაცია საკმაოდ კარგი შედეგი მიიღო და კმაყოფილია. მას ფეხები 4 ადგილას გადაუხერხეს და საბოლოოდ 162 სმ გახდა, არადა 154 იყო. მან ამისთვის 40 000 $ გადაიხადა.

მაგრამ თავად ამ ოპერაციის ,,სამშობლომ” ჩინეთმა- აკრძალა ეს პროცედურა, როგორც განმარტეს დიდი რისკისა და იმის გამო, რომ ბევრმა გამოუცდემა თუ განუვითარებელმა კლინიკამ მოინდომა ასეთი მძიმე და საპასუხისმგებლო პროცედურის ჩატარება, არადა ეს ძალიან სახიფათოა.

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button