ახალი ამბებისაქართველო

მოხვედი, ჰოდა ვიყოთ ერთად..


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ნიკო გომელაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო “მოხვედი, ჰოდა ვიყოთ ერთად..” .

ნიკო გომელაურის გარდაცავალებიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა შემოქმედი ისევე ახსოვს ქართულ საზოგადოებას, როგორც ადრე.
ღონისძიება სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა. საღამოზე ნაჩვენები იყო ნიკო გომელაურის ვიდეოები. წაკითხული იყო მისი ლექსები, ასევე ლექსები რომლებიც სტუდენტებმა მიუძღვნეს ნიკოს.
მოწვეული სტუმრები დაკომპლექტებული იყვნენ ნიკოს უახლოესი ადამიანებით, რომლებმაც დიდი მოწონება გამოთქვეს სტუდენტების ასეთი აქტივობის გამო.















თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close