გასართობისაკითხავი

ექიმები ხუმრობენ

www.ucnauri.com

1. საავადმყოფოში თეთრხალათიან მამაკაცთან ქალბატონი მიდის და ეკითხება: “ექიმო, თქვენ გინეკოლოგი ბრძანდებით?” “არა, მაგრამ ნახვა შემიძლია”

2. ადამიანის ორგანოები თათბირობენ. დღის წესრიგშია, ვინ გაუშვან პენსიაზე. პირველად ფეხზე თირკმელები წამოდგნენ: “ბატონებო, პენსიაზე ჩვენ გაგვიშვით, ძალიან დავიღალეთ”. დანარჩენმა ორგანოებმა მათი წინადადება გააპროტესტეს: “თქვენ ვერ გაგიშვებთ, უთქვენოდ არსებობა არ შეგვიძლია”. ახლა ფეხზე გული წამოდგა: “უკვე ძალიან მოხუცი ვარ, მუშაობა ძალიან მიჭირს. მოდი, მე გამიშვით პენსიაზე”. დანარჩენები: “არა, უშენოდ დავიხოცებით”. ასე სათითაოდ ყველა ორგანო – ხელები, ფეხები, კუჭი, ღვიძლი, ტვინი – წამოდგა ფეხზე, მაგრამ ყველას წინადადება პენსიაზე გასვლის შესახებ სხვადასხვა საბაბით უარყოფილ იქნა.

მოულოდნელად შორეული კუთხიდან ხმა მოისმა: “მეგობრებო, გამიშვით პენსიაზე, უკვე აღარ შემიძლია”. “რომელი ხარ შენ? – იკითხა ტვინმა, – ფეხზე წამოდექი”. “ე-ეჰ, წამოდგომა რომ შემეძლოს, პენსიას არ მოვითხოვდი”.

3. ექიმის კაბინეტში საშინლად მთვრალი პაციენტი შევიდა. ექიმმა სათვალის ზემოდან გადმოხედა და უთხრა: “აი, სმის კიდევ ერთი მოყვარული მობრძანდა”. “შეურაცხყოფას რატომ მაყენებთ, ექიმო?! მე მოყვარული კი არა, პროფესიონალი ვარ!!!”

4. “ექიმო, თქვენ ხომ შემპირდით, რომ ჩემს ქმარს განკურნავდით?! მეუბნებოდით, მკურნალობა შესანიშნავად მიდისო, ის კი მოკვდა!” “მართალია, გენაცვალე. იგი სავსებით გამოჯანმრთელებული გარდაიცვალა”.

5. პაციენტი წინა დღის ნაქეიფარ ფსიქიატრთან: “ექიმო, მე ღორი ვარ”. “ხდება ხოლმე… არც მე ვარ, ასე ვთქვათ, ბედის საჩუქარი…” “არა, ექიმო, თქვენ ვერ გამიგეთ, მე ნამდვილი ღორი ვარ! ვღრუტუნებ, ტალახში ვწვები, ტანს ღობეზე ვიფხან… ექიმო, ხომ მიმკურნალებთ?” “რისთვის? – ხანმოკლე პაუზის შემდეგ ამბობს ექიმი, – თქვენ სავსებით ჯანმრთელი ბრძანდებით. ჯობს, კარგად გკვებოთ. ახალ წლამდე…”

6. ჩერნობილელი წყვილი ბავშვს ელოდება. ექოსკოპიიდან დაბრუნებულ ქალს ნათესავ-მეზობლები მიესივნენ: “აბა, როგორ არის საქმე? ბიჭია თუ გოგო?” ქალი (ბრაზით): “გაიზრდება და თვითონ გადაწყვეტს!..”

7. ცოლ-ქმარს უქეიფობა დასჩემდა. არა და არ გაუარათ. სიმპტომები პრაქტიკულად ერთნაირი ჰქონდათ, ამიტომ, დრო და ფული რომ დაეზოგათ, გადაწყვიტეს, ექიმთან ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ ქალი წასულიყო.
რამდენიმე საათის შემდეგ ქალი შინ დაბრუნდა და ქმარს ახარა: “ძვირფასო, ჩვენ ორსულად ვართ!”

8. ხანდაზმული მამაკაცი ახალგაზრდა ქალზე დაქორწინდა. ერთი წლის შემდეგ მეუღლე სამშობიაროში მოსალოგინებლად მიიყვანა. ”ყოჩაღ!!!” – შეაქო ექიმმა. ”მოტორი ყოველთვის მუშა მდგომარეობაში უნდა გქონდეს!” – ამაყად უპასუხა მამაკაცმა. ერთი წლის შემდეგ მან ისევ მიიყვანა ცოლი სამშობიაროში. ”მოხუცო, ნამდვილი კაზანოვა ხარ!” – გაუკვირდა ექიმს. ”მოტორი ყოველთვის მუშა მდგომარეობაში უნდა გქონდეს!” – ამაყად უპასუხა მოხუცმა. ერთი წლის შემდეგ ქალმა ისევ იმშობიარა. ექიმმა კი ქმარს უთხრა: ”ბაბუ, დროა მოტორში ზეთი გამოცვალო – შავკანიანი ბავშვი გაჩნდა!..”

9. რჩევა მამაკაცებს: შედით აფთიაქში და ხმამაღლა მოითხოვეთ ხხლ ზომა პრეზერვატივი. სულერთია, არავინ იცის, ეს რა არის; სამაგიეროდ როგორი პატივისცემით შემოგხედავენ!

10. ფსიქოთერაპევტთან პაციენტი მივიდა, ტახტზე წამოწვა და… ხმას არ იღებს. ექიმი მოთმინებით ელოდება. ერთი საათის შემდეგ მამაკაცი წამოდგა, მაგიდაზე საჭირო თანხა დადო, ექიმს დაემშვიდობა და წავიდა. მეორე დღეს იგივე განმეორდა… ერთი კვირის შემდეგ ფსიქოთერაპევტმა მდუმარე სეანსებს ვეღარ გაუძლო და მამაკაცს ჰკითხა: – იქნებ მომიყვეთ, რა გაწუხებთ? – ცოლი, ექიმო! ენას წუთითაც არ აჩერებს. აქ კი, თქვენთან, ისეთი სიწყნარეა…

11. ფსიქოლოგთან ახალგაზრდა ქალი მიდის, დალილავებული და ძალიან უბედურია. ფსიქოლოგი: ”ღმერთო ჩემო! რა მოგივიდათ?” ქალი: ”იცით, ექიმო, როცა ქმარი სახლში ნასვამი ბრუნდება, კარს შემოაღებს თუ არა, პირდაპირ ჩემს ცემას იწყებს…” ფსიქოლოგი: ”ერთ არაჩვეულებრივ ხალხურ საშუალებას გასწავლით! გვირილის მაგარი ნაყენი მოამზადეთ და როგორც კი თქვენი ქმარი სახლში ნასვამი დაბრუნდება, პირის ღრუში ათჯერ მაინც გამოივლეთ. რაც მეტჯერ გამოივლებთ, მით უკეთესი”. ორიოდე კვირის შემდეგ პაციენტი ისევ მიდის ფსიქოლოგთან; დალილავებული ადგილები აღარ ეტყობა და საერთოდ, მშვენივრად გამოიყურება, ბედნიერებისგან ბრწყინავს. ”ექიმო, დიდი მადლობა! არაჩვეულებრივი რეცეპტია, თანაც ასეთი უბრალო! იქნებ მისი მოქმედების საიდუმლოც გამიმხილოთ”. ფსიქოლოგი: ”საქმე ის არის, ქალბატონო, რომ ასეთ შემთხვევებში დუმილი ყოველთვის არაჩვეულებრივ ეფექტს იძლევა!”

12. მამაკაცი აფთიაქში შევიდა და ერთი კოლოფი პრეზერვატივი იყიდა. ფულის გადახდისას სიცილი აუვარდა და ასე სიცილ-სიცილით გავიდა ქუჩაში. მეორე დღესაც იგივე განმეორდა: იყიდა პრეზერვატივები, ფულის გადახდისას ისტერიული სიცილი აუვარდა და პირმცინარი გავიდა გარეთ. მესამე დღესაც იგივე მოხდა. აფთიაქარი მამაკაცის საქციელმა ძალიან დააინტერესა. რა თქმა უნდა, კლიენტს პირდაპირ კითხვა ვერ გაუბედა, ამიტომ თანაშემწეს სთხოვა, უკან გაჰყოლოდა და დაედგინა, სად მიდიოდა პრეზერვატივების ყიდვის შემდეგ ეს მხიარული მამაკაცი. თანაშემწე სწრაფად დაბრუნდა უკან. ”აბა, რა გაარკვიე? – ეკითხება ცნობისმოყვარე აფთიაქარი, – სად წავიდა?” ”თქვენს სახლში, ბატონო…”

13. რას არ ჩაადენინებს კაცს ალკოჰოლი… ახალი წელია, ღამის სამი საათი. სიმთვრალემ პიკს მიაღწია. ერთ-ერთმა სტუმარმა სახლში წასვლა აიკვიატა. მეგობარმა მისი გაცილება გადაწყვიტა. რამდენიმე წუთის შემდეგ გამცილებელი დაბრუნდა და გამოაცხადა, რომ ყველაფერი რიგზეა – მეგობარი ტაქსიში ჩასვა, ფული გადაუხადა და სახლისკენ გაამგზავრა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ “გამგზავრებულმა” კარზე დააკაკუნა… როგორც ჯვარედინი დაკითხვის შედეგად გაირკვა, ის ლიფტში (!) ჩაუსვამთ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჯერ სარდაფში უბორიალია, მერე კი მეთერთმეტე სართულზე ფეხით ამოსულა. ერთადერთი კითხვაღა დარჩა პასუხგაუცემელი: ვის გადაუხადეს ფული?

14. სამშობიარო სახლში პროფესორის შემოვლაა. პალატა. ეკითხება, პასუხობენ… აღმოჩნდა, რომ მშობიარობა ყველას 1 ოქტომბერს უწევს. პროფესორი გაოცებულია. მას უხსნიან: “ჩვენ ერთად შევხვდით ახალ წელს”.

15. ახალი წლის ღამეს ფსიქიატრის კარზე ზარია. ექიმი კარს აღებს და თოვლის ბაბუას ხედავს, რომელიც მუდარით შეჰყურებს: “დამეხმარეთ! დამეხმარეთ დავიჯერო, რომ ვარსებობ!!!”

16. ცნობილი ნევროლოგის კაბინეტის კარზე განცხადებაა გამოკრული: ”მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ურიგოდ შესვლას კაბინეტში სიტყვებით: ”მხოლოდ ერთ შეკითხვა მაქვს!”, ”ანალიზის პასუხი მინდა ვაჩვენო!” – ადგილზე იქნებიან ლიკვიდირებულნი მორიგე სანიტარის მიერ.

17. დამწყებმა ექიმმა უფროს კოლეგას სთხოვა, ჩემი ერთი პაციენტი მძიმე მდომარეობაშია და იქნებ როგორმე ყველაფერი რბილად აუხსნაო. უფროსი კოლეგა დახმარებას დაჰპირდა. მეორე დღეს პალატების შემოვლის დროს მძიმე ავადმყოფს მიუახლოვდა და ჰკითხა: ”მითხარით, იმ ქვეყნად ნათესავები გყავთ?” ”დიახ, ექიმო, რატომ მეკითხებით?” ”იცით, ვიზა გამოგიგზავნეს…”

18. მამაკაცი საავადმყოფოში მეგობარს – ექიმს შეხვდა. ”აქ რა გინდა, ხომ მშვიდობაა?” – ეკითხება ექიმი. ”ბავშვები მოვიყვანე. ჭადრაკს თამაშობდნენ წკიპურტებზე – ერთს თითი აქვს მოტეხილი, მეორეს ტვინის შერყევა აქვს…”

19. ”თუ შეიძლება, აბუსალათინის ზეთი (სასაქმებელი საშუალებაა) მომეცით”, – მიმართავს აფთიაქარს მყიდველი. აფთიაქარი: ”რამდენი წლის ბრძანდებით?” ”ოცდათოთხმეტის”. ფარმაცევტმა ზეთის რაოდენობა მენზურით გაზომა. ”სად ცხოვრობთ?” ”აფთიაქიდან ერთი კვარტალი იქნება”. ფარმაცევტმა ქილაში ზეთის რამდენიმე წვეთი ჩაამატა. ”რომელ სართულზე ცხოვრობთ?” ”მეხუთეზე”, – პასუხობს გაკვირვებული მყიდველი, ”სადარბაზოში ლიფტი არის?” ”არა”. ფარმაცევტმა ქილიდან ცოტაოდენი ზეთი გადაღვარა. ”ბინა საერთო ხომ არ არის?” ”არა”. აფთიაქარმა ისევ გადაღვარა ქილიდან ზეთი. ”დიდი ოჯახი გაქვთ?” ”დიახ, სიდედრი, მეუღლე, ოთხი შვილი”. აფთიაქარმა ისევ გადაღვარა ცოტაოდენი ზეთი. ”თუმცა სიდედრი ცოტა ხნის წინ სოფელში გაემგზავრა”. ფარმაცევტმა ამჯერად ქილაში ზეთი დაამატა და მყიდველს უთხრა: ”გადაიხადეთ სამი ლარი და ოცდაათი თეთრი და შეგიძლიათ დალიოთ”. მეორე დღეს აფთიაქში ტელეფონის ზარი გაისმა. ფარმაცევტმა ყურმილი აიღო და აღფრთოვანებული კლიენტის ხმა გაიგონა: ”გენიოსი ხართ, ბატონო! სულ რაღაც ნახევარი მეტრით შეცდით!..”

20. ამონარიდი ერთ-ერთი საწარმოს ადმინისტრაციის შენობაში გაკრული განცხადებიდან: ”შრომის ახალმიღებული კანონიდან გამომდინარე… ვბრძანებ… დეკრეტში წამსვლელმა ქალბატონებმა ადმინისტრაცია უნდა გააფრთხილონ ათი თვით ადრე…”

21. მამაკაცს, რომელსაც ბუასილი აწუხებდა, ექიმმა ალკოჰოლის მიღება აუკრძალა. პაციენტი შეწუხდა: – მეგობრებს რა ვუთხრა, რატომ არ ვსვამო? – შენც ადექი და უთხარი, რომ გული გაწუხებსო, – დაარიგა ექიმმა. რამდენიმე დღის შემდეგ ზემოხსენებული პაციენტი სუფრასთან მოხვდა. რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ თამადამ შეამჩნია, რომ ის ჭიქას პირს არ აკარებდა და შენიშვნა მისცა. – გული მაწუხებს, ჩემო ბატონო, – თავი იმართლა დატუქსულმა. – გეტყობა, გულიანი ადამიანი ხარ და ამიტომაც გული გაწუხებს, ზოგიერთებივით ბუასილი კი არა…

22. ბიზნესმენთან სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ადგილზე მისულმა ექიმმა შემდეგი სურათი დაინახა: დივანზე წევს გულშეღონებული სახლის პატრონი და თავზე ადგას სპეცტანსაცმლიანი, დაბნეული მამაკაცი, რომელიც ელექტრიკოსი აღმოჩნდა. – რა მოხდა? – იკითხა ექიმმა. – ვერაფერს გეტყვით. თავადაც ვერ გავიგე, – უპასუხა ელექტრიკოსმა, – ჩემს საქმეს ვაკეთებდი, მრიცხველს ვამონტაჟებდი. რომ მოვრჩი, კართან მივედი და ზარი დავრეკე. მეორე მხრიდან მამაკაცის ხმამ იკითხა: “ვინ არის?” მე ვუპასუხე: “მორჩა, უფროსო, მრიცხველი უკვე ჩართულია!”

23. გადაუდებელი დახმარების ცენტრში ტელეფონის ზარი გაისმა: – მიშველეთ! ჩემმა შვილმა ჭიანჭველები გადაყლაპა! – არ ინერვიულოთ, ქალბატონო. ეს საშიში არ არის, კუჭი მათ ადვილად მოინელებს. ყველაზე დიდი უსიამოვნება, რაც შეიძლება მოხდეს, ის არის, რომ ბავშვს კუჭი აეშლება. ყოველი შემთხვევისთვის ერთი ჭიქა რძე დაალევინეთ. – მართლა? მე კი ჭიანჭველების შხამი მივეცი… – ახლავე გამოვდივართ!!!

24. პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გამოკვლევისთვის სატუსაღოდან კლინიკაში ქალები მოიყვანეს. ექიმი ერთ-ერთ მათგანს ეკითხება: – გათხოვილი ბრძანდებით, ქალბატონო? – დიახ. – შვილები გყავთ? – მყავს. – როდის იმშობიარეთ? – პირველი შვილი ოცი წლისამ გავაჩინე, მეორე კი – ორმოცდასამი წლისამ. – ამ ხნის მანძილზე თავს როგორ იცავდით? – მუშტებით, ექიმო, – დაუფიქრებლად უპასუხა პაციენტმა.

25. სამედიცინო ინსტიტუტის პირველკურსელებს მოხუცი პროფესორი უკითხავს ლექციას. – აბა, ვინ მეტყვის, ადამიანის რომელი ორგანოს წვერია ფოლადზე მაგარი? აი, თქვენ, ქალიშვილო, პირველი რიგიდან, უპასუხეთ ამ კითხვას! გოგონა წამოწითლდა და ჩაილაპარაკა: – ბოდიშს გიხდით, პროფესორო, მე არ მინდა, ამ კითხვას ვუპასუხო!!! – ეჰ, ქალიშვილო, ქალიშვილო… კარგი იქნება, თუ თქვენს წარმოსახვას მშვიდობიანი მიზნისკენ მიმართავთ. მე კი ფრჩხილის წვერს ვგულისხმობდი.

გაგრძელება იქნება

პ.ს. წყარო: “ოჯახის მკურნალი”

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close