ახალი ამბებივიდეოებისასარგებლო

Google Offers ვებ-მარკეტინგში ახალი ერა იწყება

დღეს Mashable-ზე სიახლეებს ვათვალიერებდი და Google-ს ახალ სერვისს Offers მოვკარი თვალი. დამაინტერესა რა იყო თუმცა ჯერ მხოლოდ Beta ვერსია ფუნქციონირებს და რას შეიძლება ველოდოთ ამ სერვისისგან დაკონკრეტებული არ იყო. Mashable-ზევე ეწერა რომ ეს სერვისი http://www.groupon.com/ – ის  პირდაპირი კონკურენტი გახდებოდა. ხოდა მეც ავდექი და გავარკვიე რა ხდებოდა groupon-ზე.

ეს გახლავთ online შეთანხმებების სერვისი, რომლის საშუალებითაც კომპანიები სთავაზობენ მომხმარებლებს თავიანთ პროდუქციას 50%-90%-იანი ფასდაკლებებით. ოღონდ შეთანხმება შედგება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წინასწარ დათქმულ დროში გამოჩნდება პროდუქტის იმდენი მყიდველი რამდენიც ამა თუ იმ კომპანიას აწყობს.

ანუ კომპანიამ შეიძლება წამოაყენოს ასეთი პირობები:

  • მოგყიდით პროდუქციას 53%-იანი ფასდაკლებით.
  • მოგყიდით ამ ფასად მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ 2 დღის განმავლობაში 20 რეალური მყიდველი გამოჩნდება საიტზე.
  • შესაბამისად 20-ივე მიიღებს პროდუქციას 53%-იანი ფასდაკლებით.

ეს შეთავაზებები ელ-ფოსტის საშუალებით ეგზავნება ყველა პოტენციურ მყიდველს. შესაბამისად მყიდველები ღებულობენ უზარმაზარ ფასდაკლებებს ხოლო კომპანიები იჩენენ ათასობით ახალ მომხმარებელს.

წარმოიდგინეთ თქვენთვის საყვარელ ძვირადღირებულ ნივთზე მოგივიდათ ასეთი შეთავაზება, დიდად სავარაუდოა რომ თქვენს მეგობრებსაც მიუვიდათ ან თუ არ მიუვიდათ თავად ეტყვით რომ მათაც იყიდონ და თითოეული პოტენციური მყიდველი მისდა უნებურად თავად ზრუნავს ახალი მომხმარებლების დაინტერესებაზე კონკრეტული პროდუქციით, იმ იმედით რომ ამ 2 დღეში 20 მსურველი გამოჩნდება და 53%-იან ფასდაკლებას მიიღებს.

 

Google Offers-იც დაახლოებით მსგავსი სერვისი იქნება მაგრამ როგორც Mashable-ზე იტყობინებიან პროდუქციის გაყიდვისთვის შეიძლება განისაზღვროს არაუმეტეს 24 საათისა.

 

არ ვიცი როდის გვეღირსება ასეთი სერვისი საქართველოში მაგრამ თქვენ გული არ გაიტეხოთ და უყურეთ Google-ს ამ მშვენიერ სარეკლამო რგოლს :)

 

წყარო: http://blog.cst.ge/

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close