ახალი ამბებიმისტიკასამხედრო

სიმართლე ამო-ს ყველაზე ცნობილი კატასტროფის შესახებ


ამერიკის გამოძიების ფედერალურმა სამსახურმა გამოაშკარავა დოკუმენტი, რომელიც ფარდას ხდის აშშ-ის ქალაქ როზუელში მომხდარ იდუმალ მოვლენას, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა თითქოსდა ჩამოვარდნილი მფრინავი თეფშისა და ,, გაკვეთილი ” უცხოპლანეტელის შესახებ.

როუზელის ამო–ს შესახებ ამბავს ბევრი გამოგონებად მიიჩნევს, თუმცა ახლახან საზოგადოებრიობის ყურადღება ოფიციალურმა დოკუმენტმა მიიპყრო. საბუთი 1950–იან წლებით არის დათარიღებული და მასში გამოძიების ფედერალური ბიუროს ინკოგნიტო აგენტი ფიგურირებს, რომელმაც უდაბნოში სამი მფრინავი თეფში აღმოაჩინა. მასში თითქოს მოვერცხლილ სამოსში გამოწყობილი ადამიანის მსგავსი სამი არსება იყო. არსებების სიმაღლე ერთ მეტრს შეადგენდა. გარდა ამისა, აგენტის ვარაუდით, მფრინავი აპარატის კატასტროფის მიზეზი უცხოპლანეტელი იყო.
,, შემთხვევით გავიარე იმ ადგილებში, როცა ჩემი მანქანის ფარები რაღაც დიდ მეტალის საგანზე აირეკლა. ეს იყო დისკის მსგავსი ობიექტი. სანამ მას შევყურებდი, სხვა ადამიანებიც მივიდნენ. ცხედრების დათვალიერება დავიწყეთ, რომლებიც მიწაზე იწვნენ. მანქანა დარტყმით ან აფეთქებით იყო გადახლეჩილი. ძალიან ახლოს მივედი, რომ დამეხედა. მრგვალი თავები ჰქონდათ , თვალები პატარა, თმა არ ჰქონდათ. ჩვენი სტანდარტებით საკმაოდ პატარა სხეულები იყო, თუმცა თავი ტანთან შეარებით დიდი ჰქონდათ. ტანსაცმელი ნაცრისფერი ეცვათ, ქამრისა და ღილების გარეშე, ერთიანი. ჩანდა, რომ ყველანი კაცები იყვნენ. სანამ მათ ვათვალიერებდით, ოფიცერმა გვკითხა, ვინ ვიყავით. განაცხადა, რომ ეს ყველაფერი არმიის საკუთრება იყო და წავიდა. მერე სხვა სამხედროები მოვიდნენ, გვიბრძანეს იქაურობა დაგვეტოვებინა და არავისთან სიტყვა არ დაგვეძრა. ეს ჩვენი პატრიოტული ვალი იყო ‘’ , ჰყვებოდა ინციდენტის შემდეგ მელიორაციის ფედერალური სამსახურის ინჟინერი გრეიდი ბარნეტი, რომელიც 1947 წელს როზუელთან მომხდარი მოვლენის თვითმხილველი გახდა. ახალგამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე მითითებულია კატასტროფის სავარაუდო მიზეზი – დდამიწის რადარების ზემოქმედება.

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close