გართობაუცნაური

ინდონეზიური ფსიქიატრიული ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანებისთვის, თუ ჯოჯოხეთი დედაიწაზე?(16+)

b64077bf737b
ამერიკელი ფოტოგრაფი ანდრეა რიზი ათვალიერებს ინტერნატებს, პრიუტებს და საავადმყოფოებს, რომლებიც სპეციალიზირებულები არიან მძიმე ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანების განკურნებაზე. ანდრეა ფოტოკამერით აფიქსირებს ავადმყოფების ცხოვრების მომენტებს და მათ ყოფას. თვითონ გოგონა ამბობს, რომ ის ადამიანები მონახულება, რომლებიც გახდნენ განდეგილები სოციუმში, მის გონებას არასოდეს დაავიწყდება. ფოტოები სუსტი ნერვების ადამიანებისთვის არაა განკუთვნილი.

Disorder
ასე ჰქვია ახალგაზრდა ამერიკელის ფოტოპროექტს, რომელიც კარგად აჩვენებს იმ სულიერად ავადმყოფი ადამიანების ტკივილს და უიმედობას, რომლებსაც ეს ადამიანები განიცდიან საკუთარ თავზე. ინდონეზიაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში არსებულ პირობებს ვერცერთი ადამიანი ვერ უწოდებს ჰუმანურს. ასეთ დაწესებულებაში მოხვედრილი ადამიანები ცხოვრობენ სრულ ანტისანიტარიაში და მოკლებულები არიან თავისუფლებას. პროექტი Disorder-ს სურს მიიქციოს მსოფლიო საზოგადოების ყურადღება ინდონეზიაში არსებული ფსიქიატრიული საავადმყოფოებში მყოფი ადამიანების მიმართ.

ამ სურათზე თქვენ ხედავთ ქალს, რომელიც ცხოვრობს გალიაში უკვე 8 წელია, მხოლოდ იმის გამო, რომ მას აქვს მცირე ფსიქიკური დარღვევები.
8a21c4f5b874

ინდონეზიაში ადამიანის დაბმა ჯაჭვებით გალიაში არის ნორმალური პრაქტიკა. ამ ქვეყნის საზოგადოება ნეგატიურად უყურებს იმათ, ვინც თავისი ქცევებით ძლიერ განსხვავდება სხვებისგან. თუკი ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს ვერ ეხმარება წამალი, მაშინ მას აგზავნიან ამდაგვარ პრიუტებში. გალია და ჯაჭვი გონება ჩამორჩენილებისთვის არის შველა სიძულვილისგან და სირცხვილისგან. ინდონეზიურ მედიცინაში არის ოფიციალური ტერმინი “pasung” რაც ითარგმნება როგორც თავისუფლების ჩამორთმევა, შეზღუდვა. ფსიქიატრიული საავადმყოფო Galuh არის სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც მდებარეობს ჯაკარტის ერთ-ერთ შორეულ რაიონში. აქ არცერთ ადამიანს არ ეტყვიან უარს “დახმარებაზე”, იმათაც კი, ვის ნათესავებსაც ფული არ აქვთ. სახელმწიფოსგან ყოველ 2 თვეში ერთხელ Galuh იღებს მხოლოდ მცირე რაოდენობით მაკარონს, ბრინჯს და მცენარეულ ზეთს. მედიკამენტების ყიდვა არ ფინანსდება ბიუჯეტიდან.

პაციენტების ისტორიები
21a98b93eb87
ამ გოგონას ჰქვია ევი და ის 17 წლისაა. Galuh-ში ის მოხვდა 2 წლის წინ იმის გამო, რომ მას დაეწყო ჰალუცინაციები. ევი მშობლები რეგულარულად უხდიან ფულს ფსიქიატრიულს თავიანთი შვილის “მკურნალობისთვის”.

ეს სურათები გადაღებულია არატრადიციული მედიცინის ცენტრში, რომელიც დააფუძნა ვინმე ჯასონომ. პირველ სურათზე გამოსახულები არიან აგუსი, ლიანა და ჯარკომო. აგუსი მღერის გალიაში და ასრულებს უცნაურ საცეკვაო მოძრაოებებს…
b64077bf737b
542a1e621cf7
აქ ბავშვებიც ცხოვრობენ. ცენტრი დახმარებას უწევს სულიერად ავადმყოფ ქალებს, გოგონებს, ორსულებს და მარტოსულ დედებს, რომლებმაც გადაიტანეს ოჯახური ძალადობა. ხშირად აქედან წასული დედები შვილებს ამ ცენტრში ტოვებენ.
d860c048b0d9

ინდონეზიაში არის რამდენიმე ინტერნატი ფსიქიკურად ავადმყოფი სტუდენტებისთვის. აქ მიღებულია მკურნალობის ძალზედ უცნაური საშუალებები, მაგალითად საბრძოლო ხელოვნების სწავლა, მაგრამ თუკი ადამიანი უკონტროლოა მაშინ მასზე იყენებენ pasung-ს.
9cc03ab4c47e

ამ გოგონას ჰქვია ელისი. ის ცხოვრობს ისლამურ სკოლა-ინტერნატში მადურში. აქ პაციენტები ცხოვრობენ გისოსებიან პატარა კამერებში ყოველგვარი ავეჯის გარეშე. ელისს 3 წლის წინ დაეღუპა მშობლები, ამიტომაც ახლა მისი ცხოვრება ინტერნატის მფლობელის ხელშია.
1c0d6931f72e

მაფთუჰა მოხვდა პრიუტში მძიმე დეპრესიის გამო, რომელმაც დაიპყრო გოგონა ქმრის ღალატის შემდეგ.
50dfd029c822

საიმუნი 40 წლისაა და მან ლაპარაკი დღემდე არ იცის. კაცი უკვე ხუთი წელია ბორკილებშია.
91ca311fe373

ანნეს ტრაგიკული ბედი აღმოაჩნდა და ყველაფერი გოგონას მამის გამო. ანნემ 10 წელი გაატარა უფანჯრო და უკარებო ჩაკეტილ ოთახში. ოთახში დამწყვდევამდე, ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში გოგონას ძლიერ უყვარდა სირბილი. დღეს მას ფეხზე ადგომაც კი არ შეუძლია.
f2397a084822

ბევრ ფსიქიკურად ავადმყოფ ინდონეზიელს არ აქვს მხარდაჭერა და სიყვარული ახლობლების მხრიდან. ინდონეზიის ოჯახებში სულიერად ავადმყოფი ადამიანის ყოლა ითვლება ნამდვილ სირცხვილათ, ამიტომაც ზოგიერთ ადამიანს ურჩევნია დატოვოს თავისი უბედური ნათესავი პირდაპირ ქუჩაში.
8c4fda32d3b2

არის შემთხვევები, როდესაც სულიერად ავადმყოფები დაბმულები ჰყავთ სახლის უკანა ეზოში, როგორც ძაღლები. საიპდუინი 9 წლის განმავლობაში ცხოვრობს ჯაშვებით, ხოლო მისი სახლი მდებარეობს მისგან ძალიან ახლოს. კაცი, რომც გაანთავისუფლონ ის ნაბიჯსაც ვერ გადადგამს, რადგან მისი ფეხების კუნთები უკვე დიდიხანია ატროფირებულია…
f8d0d01f34fe

ინდონეზიაში ცხოვრობს 19 მილიონამდე ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანი და პრაქტიკულად ყველა მათგანი იმყოფება არაჰუმანურ პირობებში.

მსგავსი ამბები

Back to top button