კულტურა

Google Videos 13 მაისიდან მთლიანად გაუქმდება !!! [Warning!]

googlevideo tv

Google-ში ვიდეო სერვისის (Google Videos) დახურვა გადაწყვიტეს. ყველა ის მომხმარებელი ვინც ამ სერვისს იყენებს და ვიდეოები აქვს ატვირთული Google-ს სერვერზე პარასკევს საღამოს მიიღებდა გამაფრთხილებელ წერილს Google-სგან, ყველას ვისაც საკუთარი ვიდეო ფაილების ბედი აღელვებს უნდა გადმოტვირთონ ისინი თავიანთ კომპიუტერში 13 მაისამდე, ამ თარიღის შემდეგ ვიდეოები სამუდამოდ წაიშლება Google-ს სერვერებიდან.

Google-ში ასევე განაცხადეს რომ 29 აპრილიდან სერვისი უკვე მიუწვდომელი იქნება ჩვეულებრივი მნახველებისთვის და მხოლოდ გადმოწერის ფუნქცია დარჩება აქტიური 13 მაისამდე მათთვის ვისაც საკუთარი ვიდეო ფაილების გადარჩენა სურთ. სავარაუდოდ მომხმარებელთა დიდი ნაწილი Google-ს სხვა ვიდეო სერვისზე –  YouTube-ზე გადაიტანთ ამ ვიდეოებს.

ეს სიახლე მოსალოდნელიც იყო რადგან Google-მ თითქმის 2 წლის(2009-ში) წინ გააუქმა ამ სერვისზე ატვირთვის ფუნქცია და მთლიანად გადაერთო Youtube-ს განვითარებაზე, თან Picasa-ს ალბომებშიც უკვე შესაძლებელია ვიდეოების ატვირთვა.

ეს გახლავთ ის წერილი რომელიც გაეგზავნა Google ვიდეო სერვისის ყველა მომხმარებელს

 

From: “Google Video”

Dear Google Video User,

Later this month, hosted video content on Google Video will no longer be available for playback. Google Video stopped taking uploads in May 2009 and now we’re removing the remaining hosted content. We’ve always maintained that the strength of Google Video is its ability to let people search videos from across the web, regardless of where those videos are hosted. And this move will enable us to focus on developing these technologies further to the benefit of searchers worldwide.

On April 29, 2011, videos that have been uploaded to Google Video will no longer be available for playback. We’ve added a Download button to the video status page, so you can download any video content you want to save. If you don’t want to download your content, you don’t need to do anything. (The Download feature will be disabled after May 13, 2011.)

We encourage you to move to your content to YouTube if you haven’t done so already. YouTube offers many video hosting options including the ability to share your videos privately or in an unlisted manner. To learn more go here.
Here’s how to download your videos:

1. Go to the Video Status page.
2. To download a video to your computer, click the Download Video link located on the right side of each of your videos in the Actions column.

Once a video has been downloaded, “Already Downloaded” will appear next to the Download Video link.

If you have many videos on Google Video, you may need to use the paging controls located on the bottom right of the page to access them all.
Please note: This download option will be available through May 13, 2011.
Thank you for being a Google Video user.

Sincerely,
The Google Video Team

 

წერილის შინაარსი ქართულად:

წერილში ახსნილია რომ Google ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის ვებ-სივრცეში არსებული კონტენტის მარტივად მოძიება-მიწოდებაზე და ამიტომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. Google-ში იმედოვნებენ რომ უმეტესობა თქვენგანი ამ ვიდეოებს გადმოწერთ და ატვირთავთ Youtube-ზე, ამით ეს ვიდეოები უფრო მარტივად მიეწოდება მომხმარებლებს. შეგახსენებთ რომ 29 აპრილისთვის ვიდეოების Online ჩვენება შეწყდება და 13 მაისისთვის კი ვიდეოები წაიშლება Google-ს სერვერებიდან და ვეღარც მათი ავტორები შეძლებენ გადმოწერას. არ გამოგრჩეთ ეს სიახლე და თუ თქვენთვის ძვირფასია თქვენი ვიდეო ფაილები ნუ დატოვებთ უყურადღებოდ.

 

როგორ გადმოვიწერო?

თქვენს მიერ ატვირთული ნებისმიერი ვიდეოს მაჯვნივ ნახავთ Download ბმულს და მასზე დაჭერით დაიწყებთ გადმოწერას.

 

არ ვიცი ქართველი მომხმარებლები რამდენად ბევრი ჰყავდა ამ სერვისს მაგრამ ერთი, ჩემი აზრით, ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტი ეფუძვნება ამ სერვისს. საუბარია “ეროვნულ ფილმოგრაფიაზე” http://www.geocinema.ge/ აქ ძველი ქართული ფილმების ძალიან დიდი ბიბლიოთეკა და საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა ქართულ ფილმოგრაფიაზე და იმედია Geocinema-ს ადმინისტრაცია გადაარჩენს ამ ფაილებს.

 

წყარო: http://blog.cst.ge/

მსგავსი ამბები

Back to top button