არქივი

საოცარი მდინარეები და ჩანჩქერები

null

საოცარი მდინარეები და ჩანჩქერები

ამ პოსტში მიიღებთ ვრცელ ინფორმაციას.
ნილოსი , მდინარე აფრიკაში. მიჩნეულია მსოფლიოს უგრძეს მდინარედ. წარმოიქმნება თეთრი ნილოსისა და ცისფერი ნილოსის შეერთებით. მდინარის სიგრძე კაგერას სათავიდან 6671 კილომეტრია. აუზის ფართობი – 2870 ათასი კმ2. ჩაედინება ხმელთაშია ზღვაში, შესართავთან წარმოქმნის საკმაოდ დიდ დელტას.

null

ნილოსის ჩრდილოეთი ნაწილი, სუდანიდან ეგვიპტეში გადასვლის შემდეგ, მთლიანად უდაბნოში მიედინება. სწორედ ნილოსზე იყო მთლიანად დამოკიდებული ძველი ეგვიპტის ცივილიზაცია. თანამედროვე ეგვიპტის ყველაზე დიდი ქალაქები სწორედ ნილოსის ამ ნაწილში მდებარეობს, ასუანის კაშხლის ჩრდილოეთით, ისტორიული, ძველი ეგვიპტის ძეგლების სიახლოვეს.

null

null

ამაზონი

null

ამაზონი — მდინარე სამხრეთ ამერიკაში. მდინარე უდიდესია მსოფლიოში აუზითა და წყალუხვობით. წარმოქმნილია მდინარე მარანიონისა და უკაიალის შეერთებით. მდინარის სიგრძე მარანიონის სათავიდან 6400 კილომეტრია, უკაიალის სათავიდან – 7025 კმ. აუზის ფართობი – 7180 ათასი კმ2. უდიდესი შენაკადებია რიუ-ნეგრუ, მადეირა, ტოკანტინსი. მის დელტაში მდებარეობს კუნძული მარაჟო, რომელზედაც თავისუფლად დაეტეოდა ისეთი ქვეყანა როგორიცაა ბელგია.

null

ეს არის “ნასას” მიერ გადაღებული ფოტო:

null

ჩანჩქერი ვიქტორია:

null

ვიქტორია ან მოზი-ოა-ტუნია — ჩანჩქერი მდინარე ზამბეზზე, სამხრეთ აფრიკაში. მდებარეობს ზამბიისა და ზიმბაბვეს საზღვარზე. ჩანჩქერის სიგანე 1,8 კმ-ია, სიმაღლე – 128 მეტრი. აღმოაჩინა შოტლანდიელმა მოგზაურმა დეივიდ ლივინგსტონმა 1855 წელს და სახელი უწოდა დიდი ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიას პატივსაცემად. შემდეგ ჩანჩქერი ცნობილი გახდა ადგილობრივი სახელითაც “მოზი-ოა-ტუნია” (“მგრგვინავი კვამლი”).

ჩანჩქერი აფრიკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, 1989 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის შეგლების სიაში.

null

ჩანჩქერი ანხელი

null

ანხელი — ყველაზე მაღალი ჩანჩქერი მსოფლიოში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელაში, ბოლივარის შტატში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მყოფი კანაიმის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, გადმოედინება აუიანტეპუის მთიდან. მისი ვარდნის სიმაღლეა 978 მეტრი. ანხელი იკვებება მდინარე კერეპის წყლით, რომელიც ერწყმის მდინარე კარაოს შენაკადს, მდინარე ჩურუნს. თავის მხრივ, ეს ყველა მდინარე ორინოკოს აუზს მიკეუთვნება.

ჩანჩქერი აღმოაჩინა ჯეიმზ ეინჯელიმ 1936 წელს, სწორედ ამიტომ ჩანჩქერი, ეინჯელის სახელს ატარებს.

null

მდინარე არეჟი:

null

არეჟი — მდინარე ანდორასა და საფრანგეთში, გარონის მარჯვენა შენაკადი. მდინარე სათავეს იღებს პირენეებში ანდორის აღმოსავლეთით, მიედინება ჩრდილო-აღმოსავლეთით, კვეთს საფრანგეთის საზღვარს და მალე უხვევს ჩრდილო-დასავლეთით. ჩაედინება მდინარე გარონაში ტულუზასთან ახლოს.

მდინარე ადა:
ადა — მდინარე ჩრდილოეთ იტალიაში, პოს ერთ-ერთი შენაკადი. სათავეს იღებს ალპებში, შვეიცარია-იტალიის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს. მისი სიგრძე 313 კმ-ია. დინებისას ის გაივლის კომოს ტბას. პოს ერთვის ქალაქ კრემონადან რამდენიმე კილომეტრში. მდინარის აუზის უმაღლესი წერტილია მწვერვალი პუნტა-პურუკეტი (4 020 მ).

ადას გასწვრივ გაშენებული მნიშვნელოვანი ქალაქებია ბრომიო, სონდრიო, ბეკაჯიო, ლეკო და ლოდი. ასევე გაშენებულია ორი პარკი — ჩრდილოეთ ადას და სამხრეთ ადას პარკები.

მდინარე ძირითადად მყინვარის წყლით საზრდოობს, რის გამოც ყველაზე წყალუხვი ზაფხულში, ივნის-ივლისშია. წყლის საშუალო ხარჯია 186,85 მ³/წმ.

null

200px Adda da Crespi

წყარო: ვიკიპედია

overkill

me var kai adamiani

მსგავსი ამბები

Back to top button