საკითხავისასარგებლო

დუნაი – ევროპის დედამდინარე

დუნაი არის ყველაზე გრძელი მდინარე ევროკავშირის ტერიტორიაზე და მეორე ყველაზე გრძელი მდინარე ევროპაში ვოლგას შემდეგ.მისი შენაკადებიდან (270-მდე) 34 სანაოსნოა. როგორც ევროპის უმსხვილესი სამდინარო მაგისტრალი, დუნაი დიდ როლს ასრულებს ტვირთების გადაზიდვაში. მასზე აშენებულია რამდენიმე მსხვილი ჰესი, თუმცა დუნაის ჰიდროპოტენციალის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გამოუყენებელია.

მდინარის სახელის ეტიმოლოგიაზე რამდენიმე ვერსია არსებობს. პირველი უკავშირდება კელტურ სიტყვას Danuvius, რაც ჩქარ მდინარეს ნიშნავს (Danu – ჩქარი, vius – წყალი). სხვა ვერსიებით კი მდინარის სახელი წარმოიშვა ძველი სპარსული სიტყვიდან ”დუ ნა” (მიედინება აქ)

მდინარე სათავეს იღებს გერმანიაში, შვარცვალდის მთიდან, ქალაქ დონაუეშინგენთან ახლოს, ზღვის დონიდან 678 მეტრზე.

დუნაი მოედინება გერმანიიდან, კვეთს მთელს ავსტრიას და ჩაედინება შავ ზღვაში. დუნაი არის ერთადერთი ევროპული დიდი მდინარე, რომელიც აღმოსავლეთისაკენ მიედინება. ავსტრიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი სატრანსპორტო ფუნქცია. 1992 წელს გერმანიაში, ბავარიის მხარეში, დასრულდა რაინი-მაინი-დუნაის არხის მშენებლობა, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა რაინი და დუნაი და შესაძლებელი გახადა ტრანსპორტირება ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე.

მდინარე დუნაიდან ჩრდილოეთით მდებარეობს გრანიტის მთიანი მასივი, ბოჰემური ტყე, რომელიც ავსტრიის ტერიტორიის 10%-ს მოიცავს. ეს რეგიონი გამოიჩევა მკაცრი კლიმატით.

ერთხელ უნგრეთის დასავლეთში ტოქსიკური ნარჩენები მდინარე დუნაიში მოხვდა. ევროკავშირი და გარემოს დაცვის ორგნიზაციები შიშობენ რომ ეს ინციდენტი დააზიანებს მდინარე დუნაის ეკოსისტემას.

დუნაის შენაკადზე მდინარე მარკალზე ამ ეკოლოგიურმა კატასტროფამ უკვე გამოიწვია თევზის დაღუპვა.

წყარო: ვიკიპედია

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close