ახალი ამბებისაკითხავი

კალიგულას სამარხს „შავმა“ არქეოლოგმა მიაკვლია

f2e6492eb315

სამარხის ქურდების წყალობით აღმოაჩინეს იმპერატორ კალიგულას სამარხი.. იმედია მოგეწონებათ

რომის სამხრეთით , ნემის ტბის მახლობლად , სადაც იმპერატორ კალიგულას ვილა მდებარეობდა , პოლიციამ სამარხების ქურდები დააკავა. დაკავებული 2.5 – მეტრიანი სტატუის მოპარვას ცდილობდა. ბოროტმოქმედი იმ დროს შეიპყრეს, როცა სკულპტურის ფრაგმენტის მანქანაში ჩადებას აპირებდა , მაგრამ ეს უმნიშვნელო დეტალია. მთავარი ისაა , რომ დაკავებულის წყალობით კალიგულას დაკარგული სამარხის მიგნება მოხერხდა.

c8445c76b014

კალიგულა მესამე იმპერატორი იყო იულიუს კლაუდიუსთა გვარიდან . კალიგულა რომს პირველ საუკუნეში , 37 წლის 18 მარტიდან – 41 წლის 24 იანვრამდე მართავდა.
თანამედროვეები მას „შეშლილს“ უწოდებდნენ იმის გამო , რომ თითქოს სექსუალური კავშირები ჰქონდა თავის დებთან . ასევე ცდილობდა საკუთარი ცხენი კონსულად გამოეცხადებინა .
იმპერატორი 28 წლის ასაკში , შეთქმულების შედეგად დაიღუპა . სიკვდილის შემდეგ მისი სხეულის კრემაცია მოხდა.
უძველეს ნაგებობათა ნანგრევები არქეოლოგებმა მუსოლინის პერიოდში აღმოაჩინეს , მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა.
პოლიციელთა განცხადებით, „შავი“ არქეოლოგის მიერ აღმოჩენილი სტატუა , სამხედრო ფეხსაცმელში, კალიგში გამოწყობილი იმპერატორია. კალიგი კალიგულას უსაყვარლესი ფეხსაცმელი იყო. ბავშვობაში , როდესაც მამას გერმანიის კამპანიაში ახლდა , სწორედ კალიგი ეცვა . ამის გამო შეარქვეს ზედმეტსახელად კალიგულა რაც დიდად არ ხიბლავდა.
წინასწარი შეფასებებით , სტატუის ღირებულება დაახლოებით მილიონი ევროა. იგი იშვიათი ბერძნული მარმარილოთია შესრულებული . სტატუის მასალა და ის ფაქტი , რომ კალიგულა მდიდრულად შემოსილია და თავზე გვირგვინი ადგას , იმის თქმის საფუძველს იძლევა , ის რომ იმპერატორის სამარხში ინახებოდა.
დაკავებულმა პოლიციას ის ადგილიც უჩვენა , სადაც სტატუა აღმოაჩინა . ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები უკვე დაიწყო .

წყარო : შემეცნებით-საგანმანათლებლო ჟურნალი “ისტორიანი”

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close