გართობაკულტურა

თელავური სერიები

62e683a1ab5f
გამოვიდა ჟურნალის შემდეგი ნომერი, ვისაც პირველად ესმის სახელწოდება ,,თელავური სერიები” იმათ გასაგონად ვიტყვი, რომ ეს გახლავთ ძალიან საინტერესო ელექტრონული ჟურნალი, თავისი საინტერესო ავტორებით, რომლებიც შრომობენ და ყოველთვიურად გვთავაზობენ ახალ მასალას.

aad8767c200e

უცნაურს კი ჟურნალის საპატიო 3 გვერდი უკავია და ჩვენი ბლოგის ნიჭიერ ავტორებს ყოველთვიურად ახარებს იქ გამოსაქვეყნებლად არჩეული პოსტების გამო.

ახლა კი გავიგოთ, ვინ არის ამჯერად ყველაზე ყოჩაღი ავტორი და ვისი პოსტი მოხვდა ,,თელავურ სერიებში”.

53130be98426

ორი ავტორი უნდა დავასახელო, ერთი გახლავთ ხატია ხერხეულიძე – ნიკი – xatia_xatia

მისმა პოსტმა, რომელიც სულის გადანერგვას შეეხებოდა დიდი მოწონება დაიმსახურა, ამიტომაც მას ჟურნალის ელექტრონულ ფურცლებზე იხილავთ.

b8b76f0636da

მეორე ავტორი კი გახლავთ ჯერ კიდევ პატარა, მაგრამ მოწადინებული იაკო მარშავა- ნიკი – ikuci მისი სტატია დები საზერლენდების შესახებ საკმაოდ ინფორმატიული და ამავე დროს კარგ თემაზე გახლდათ.

ვულოცავ ხატიას და იაკოს, სხვა ავტორებს კი გააქტიურებისკენ მოვუწოდებ.

ჟურნალის დათვალიერება და გადაწერა შეგიძლიათ მათი ოფიციალური საიტიდან http://www.telaviseries.tel.ge/ts-10.html

გარდა ამისა, თუ წინა ნომრებს არ გაცნობიხართ, ან არ გინახავთ მათი დოკუმენტური ფილმები, შეგიძლიათ შებრძანდეთ და მერწმუნეთ დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.

www.telaviseries.tel.ge

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button