გართობაკულტურა
ტრენდული

ბარბი თუ ოპენჰაიმერი : რომელი ფილმი ჯობს?

ალბათ ყველა თქვენგანს სმენია „ბარბენჰაიმერის“ შესახებ. ვინც არა, გეტყვით, რომ 2023 წლის 21 ივლისს ორი ლეგენდარული ფილმი „ბარბი“ და „ოპენჰაიმერი“ ერთად გაეშვა და პირველივე დღიდან მაყურებელთა გულები დაიპყრო. მარკეტინგული გუნდის წყალობით 2023 წლის ყველაზე მოთხოვნად ფილმებად იქცა ჯერ კიდევ გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე ყველაზე დიდ სოციალურ პლატფორმებზე. შეიქმნა „ბარბიჰაიმერის“ დღეც როდესაც ორივე ფილმს ერთიდაიმავე დღეს უყურებენ და ადარებენ, თუმცა რთულია ორი სხვადასხვა ჟანრისა და იდეის მატარებელი ფილმი ერთმანეთს საერთო კრიტერიუმებით შეადარო. მაგრამ მაინც საინტერესოა რომელი ჯობს „ბარბი“ თუ „ოპენჰაიმერი“?

ვინაიდან, ყველაზე ობიექტური შეფასება კრიტიკოსთა რეიტინგი და შემოსავლები იქნება,პირველ რიგში, ჩვენც ამ მხრივ ვიმსჯელოთ.

ოპენჰაიმერის ისტორია

ოპენჰაიმერი არის 2023 წლის ბიოგრაფიული თრილერი, სცენარის ავტორი და რეჟისორი კრისტოფერ ნოლანია. კაი ბერდისა და მარტინ ჯ. შერვინის 2005 წლის ამერიკელი პრომეთე ბიოგრაფიის საფუძველზე, ფილმი მოგვითხრობს ჯ. რობერტ ოპენჰაიმერის, ამერიკელი თეორიული ფიზიკოსის ცხოვრებას, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მანჰეტენის პროექტის ფარგლებში პირველი ატომური იარაღის შემუშავებაში და, შესაბამისად, მის ამოქმედებაში. ოპენჰაიმერი არის პირველი სცენარი, რომელიც დაწერილია კრისტოფერ ნოლანის მიერ პირველ პირში, რადგან მას სურდა თხრობა გადმოცემულიყო ოპენჰაიმერის პერსპექტივიდან და აღწერდა ფილმის „ტექსტურას“ „როგორ ურთიერთქმედებს პიროვნებები ისტორიულთან და გეოპოლიტიკურთან“ განზრახვით. მან სცენარის წერა მას შემდეგ დაიწყო, რაც ტენეტი დაასრულა და რამდენიმე თვეში მოახერხა დაწერა, თუმცა ნოლანი ფილმზე 20 წელზე მეტს ფიქრობდა.

ბარბი

Barbie არის 2023 წლის ამერიკული, ფანტასტიკური, კომედიური ფილმი, რეჟისორი გრეტა გერვიგი და სცენარის ავტორი გერვიგი და ნოა ბაუმბახი. Mattel-ის Barbie Fashion Dolls-ზეა დაფუძნებული, ეს არის პირველი ცოცხალი მოქმედების Barbie ფილმი მრავალი კომპიუტერული, ანიმაციური, პირდაპირი ვიდეოს და სტრიმინგის სატელევიზიო ფილმის შემდეგ. ბარბის ფილმის გადაღებისას უდიდესი ყურადღება გამახვილდა მსახიობების შერჩევაზე. დეტალურად გამახვილდა ყურადღება ტანისამოსებსა და გარემოზე, რომელსაც ზუსტად უნდა აესახა “ბარბისეული” სამყარო. 2009 წლის სექტემბერში Universal Pictures-მა გამოაცხადა ბარბის ლაივ-ექშენ ფილმი, რომლის პროდიუსერი ლორენს მარკი იყო. განვითარება დაიწყო 2014 წლის აპრილში, როდესაც Sony Pictures-მა შეიძინა ფილმის უფლებები. მწერლისა და რეჟისორის მრავალი ცვლილებისა და ემი შუმერის და მოგვიანებით ენ ჰეთევეის ბარბის როლის შესრულების შემდეგ, უფლებები გადაეცა Warner Bros. Pictures-ს 2018 წლის ოქტომბერში. მარგოტ რობი 2019 წელს დაინიშნა, ხოლო გერვიგი გამოცხადდა რეჟისორად ბაუმბახთან ერთად 2021 წელს.

uploads

ბარბიჰაიმერი: რომელმა მიიღო კრიტიკოსთა უფრო მაღალი შეფასება?

Rotten tomatoes-ს მიხედვით „ოპენჰაიმერის“ 94%-იანი შეფასებამ აჯობა ბარბის 90%-ს. იგივე შეიძლება ითქვას საიტის აუდიტორიის ქულებზე, ბარბი- 87% და ოპენჰაიმერი- 93%.

ცხადია, უმცირესი განსხვავებაა ორივე ფილმს შორის და მაყურებლებიც უხვად აქებენ. Dexerto.com– წერს, რომ ორივე ფილმს 5 ვარსკვლავს დაუწერდა, იქიდან გამომდინარე, რომ „ბარბის ფილმი არის საბავშვო ფილმი, შექმნილი უფროსებისთვის.“

რაც შეეხება „ოპენჰაიმერს“ ჟურნალი წერს, რომ ის ნოლანის საუკეთესო ფილმთან ერთად არის უდიდესი მნიშვნელობისა და ჭეშმარიტების მატარებელი ფილმი კაცობრიობისთვის.

ასევე აცხადებენ, რომ „ბარბის“ დადებითი მხარე მაყურებლის მხრიდან ვარდისფერი სამოსის „დრეს-კოდიც“ იყო, რამაც ფილმი მეტად სასიამოვნო საყურებელი გახადა. ამის საპირისპიროდ „ოპენჰაიმერზე“ ხალხმა ლუქისთვის მუქი ფერის პალიტრა შეარჩია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ორი შედევრი ერთმანეთს დაეხმარა ბილეთების ამოყიდვაში.

ბარბიჰაიმერი: რომელმა იშოვა მეტი ფული?

ამ საკითხში „ბარბი“ იმარჯვებს 2-ჯერ მეტი შემოსავლით, ვიდრე „ოპენჰაიმერი“. თუ ამას რიცხვებში გადავიტანთ, „ბარბიმ“ პირველ შაბათ-კვირას 155$ მილიონი ამოიღო, რასაც დაემატა 183$ მილიონი და მსოფლიოს მასშტაბით 337$ მილიონი იშოვა.

„ოპენჰაიმერზე“ კი ამბობდნენ, რომ პირველ შაბათ-კვირას 50$ მილიონს იშოვიდა, თუმცა 80.5$ ამოიღო, რომელმაც დღემდე 173$ მილიონს მიაღწია. ამბობენ, რომ ამერიკელების 6%-მა „ბარბიზე“ ადგილების არ არსებობის გამო იყიდა „ოპენჰაიმერის“ ბილეთი. გამოდის, ამ თანხის ამოღებაშიც „ბარბი“ დაეხმარა. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ „ბარბი“ იყო 2 საათიანი PG-13, როდესაც „ოპენჰაიმერი“ 3 საათიანი R rated გახლდათ, რამაც შეზღუდა არა მხოლოდ იმ ადამიანების რაოდენობა ვისაც მისი ნახვა შეეძლოთ, არამედ კინოთეატრებში ჩვენებების რაოდენობაც. ეს თავისთავად „ბარბიზე“ მეტად დააზარალებდა მას.

ბარბიჰაიმერი: მარკეტინგი

„ბარბის“ ასევე ჰქონდა მნიშვნელოვანი მარკეტინგული ბიუჯეტი, რომელიც სცდებოდა თავად ფილმის ბიუჯეტს. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ „ბარბი“ უკვე ცნობილი კომპანიის პროდუქტი იყო და მას ჰქონდა უპირატესობა ნოსტალგიური ფაქტორის გამო, როგორც ბავშების საყვარელი სათამაშო. იმავდროულად, „ოპენჰაიმერის“ ბნელმა ომის ისტორიამ არ მისცა საშუალება კოლაბორაციისა  ტანსაცმლის, ფეხსაცმლის თუ მაკიაჟის ბრენდებთან.

ბარბიჰაიმერი: და საბოლოოდ რომელმა ფილმა გაიმარჯვა ?

ზედმეტი ლაპარაკის გარეშე, ორივე იდეალურად შესრულებული ფილმია, ამიტომ ასე ვუპასუხებდით შეკითხვას: ბარბიც და ოპენჰაიმერიც გამარჯვებულები არიან.

ასე ვთქვათ, მეგობრობამ გაიმარჯვა.

uploads

Ucnauri

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button