არქივი

ბრძნული აზრები

5d310f32a4c1

საზოგადო მოღვაწეთა და სხვადასხვა ცნობილი ადამიანების ბრძნული აზრები.

კონსტანტინე: ასეთია ბედისწერის ჭირვეულობა: თურმე დიდმა კაცმა შხამის დიდი ფიალა უნდა გამოსცალოს ხანდახან.

გრიგალიც ყველაზე ძლიერად დიდი მუხას ეკვეთება ხოლმე ტყეში. ქვეყნის უბედობაც ყველაზე ადრე, ყველაზე მძაფრად, ბუნებით დიდ კაცს დაატყდება თავს.

ლაო ძი: ვინც ზეიმობს გამარჯვებას, ზეიმობს კაცთა კვლას; ვინც ზეიმობს კაცთა კვლას, ვერ ეღირსება ქვეყნად სიკეთეს.

ავრელიუსი: მოიკვეთე დრტვინვა ბოროტის გამო და მოიკვეთ თვითონ ბოროტებასაც.

გოეთე: ბუნება ხუმრობებს არ ცნობს: ის ყოველთვის მართალია, ყოველთვის სერიოზული, ყოველთვის მკაცრი და, ყოველთვის სამართლიანი; შეცდომები და დაბნეულობები კი ადამიანებისგან გამომდინარეა.

ჰაიდეგერი: ჭეშმარიტი გაგების ნიშანი იმაში მდგომარეობს, რომ ის წამიერ წარმატებასა და მტკიცე შედეგს არ ითვალისწინებს.

რუზველტი: გაგება ორმხრივი მოძრაობის ქუჩაა.

კორნელი: რამდენადაც იოლია ადამიანის გაცემა, მით უფრო ძნელია პატიება, თუ მისი პატიება საერთოდ შესაძლებელია. სულ უფრო ვრწმუნდები, რომ პატიების პრეროგატივა მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის.

ევერეტი: განათლება თავისუფლების უკეთესი დამცველია, ვიდრე საომრად გამზადებული არმია.

ჰელვეციუსი: მხოლოდ მაშინ შეიძლება ხალხის შეხედულებათა შეცვლის იმედი ვიქონიოთ, როდესაც შეცვლილი იქნება მისი კანონმდებლობა… ზნე-ჩვეულებათა რეფორმა დაწყებული უნდა იქნეს კანონების რეფორმებით.

ყველა გონებაშეზღუდული ადამიანი მუდამ ცდილობს, სახელი გაუტეხოს საფუძვლიანი და ფართო გონების ადამიანებს.

ლესინგი: გონიერი კაცი სულელის რჩევასაც მიიღებს, თუ ის გონივრულია.

პასკალი: ორი უკიდურესობაა – გონების გამორიცხვა და მხოლოდ გონების კარნახით ქცევა.

ლუკრეციუსი: თუ ჩვენი გრძნობები ჭეშმარიტი არ იქნება, მაშინ ჩვენი გონებაც ცრუ აღმოჩნდება.

ჯებრინი: ძალიან ძნელია, აიძულო თავი, რომ ილაპარაკო; უფრო ძნელია, აიძულო დუმილი, უფრო ძნელია, აიძულო ფიქრი, მაგრამ, ყველაზე ძნელია, აიძულო გრძნობა.

ტოკვილი: გულგრილობა სულის მძიმე ავადმყოფობაა.

ტოლსტოი: მე ყოველთვის ვცდილობდი, არ გავღიზიანებულიყავი და დამთმობი ვყოფილიყავი კამათის დროს, რის შემდეგაც საქმე თავისთავად გვარდებოდა; ყოველთვის ვნანობდი, რომ დავა დასაწყისშივე არ იყო ხოლმე აღკვეთილი.

ლაბრიუიერი: თუ სიღარიბე დანაშაულების დედაა, მაშინ მოკლე ჭკუა – მათი მამაა.

ლაროშფუკო: არსებობს ცნობისმოყვარეობის ორი სხვადასხვა სახე: ერთი – ანგარებით განპირობებული, რომელიც გვაიძულებს, გავიგოთ ის, რაც, შეიძლება, გამოგვადგეს; მეორე – სიამაყით, გამოწვეული, რომლის წყაროც იმის შეცნობის სურვილი გახლავთ, რაც არ იციან სხვებმა.

ჩერნიშევსკი: მლიქვნელობენ იმ მიზნით, რომ მორჩილების ნიღბით იბატონონ.

ფილდინგი: ჩვენ მხოლოდ იმიტომ ვაღიარებთ საკუთარ ნაკლს, რომ გულწრფელობით მაინც ავინაზღაუროთ ის ზარალი, რასაც ჩვენი ნაკლი გვაყენებს საზოგადოების თვალში.

ფრანკლინი: ადამიანი იმით კი არ ცოცხლობს, რასაც ჭამს, არამედ იმით, რასაც გადაამუშავებს. ეს ერთდროულად სამართლიანად შეეხება ჭკუასაც და სხეულსაც.

მოპასანი: თუ ქალი მალე დათანხმდა მამაკაცს, ეს მამაკაცის დამსახურება არ არის, არამედ, იმ ქალების, რომლებიც მანამდე ჰყოლია.

წყარო:  www.Tbiliselebi.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button