გასართობისაკითხავისასარგებლო

Ray Ban Aviator

08989c65bd35

ფართო, ცრემლისებური ფორმის დიზაინი, მუქი ფერის, რეფლექტური ლინზები, ვიწრო, თხელი ჩარჩო – ეს Ray Ban Aviator -ია, ბრენდი, რომლის შექმნის ისტორიაც სულაც არ არის დაკავშირებული მოდასთნ.

რეი ბან ავიატორი სპეციალურად შეიქმნა სამხედრო პილოტებისთვის, როცა აღმოჩნდა, რომ პილოტები უკეთესად შეასრულებდნენ სამხედრო ოპერაციებს და ფრენებს დღის განმავლობაში, თუ მათ ეკეთებოდათ სათვალეები, რომელიც დაიცავდა მათ მზის სხივებისგან, ქარისა და სხვა საზიანო მოქმედებებისგან და იმავდროულად იქნებოდა ელეგენტური.

107cc670227d

სწორედ ამიტომ ის დაფუძნდა ამერიკის საჰაერო ძალების ხელმძღვანელობის უშუალო მითითებით და არა როგორც რომელიმე დიზაინერის ბრენდი. შესაბამისად სახელწოდება Ray Ban, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ასე მომხიბლავად ჟღერს თითოეული ჩვენგანისთვის ,პირდაპირ თარგმანში უბრალოდ მზის სხივებისგან დაცვას ნიშნავს (Ray -მზის სხივი, Ban – აკრძალვა), ხოლო ავიატორის წოდება ამ მოდელმა იმიტომ მიიღო, რომ მისი ძირითადი მომხმარებლები, ვისთვისაც ის შეიქმნა, იყვნენ საჰაერო ძალების პილოტები. აქედან გამომდინარე შემუშავდა სათვალის დიზაინი: ფართო ფორმის ლინზები, რომელსაც მაქსიმალურად უნდა დაეფარა თვალის მოცულობა თვალის კუთხეებიდან სინათლის მოხვედრისგან და მზის ულტრაიისფერი სხივების გარდა უნდა დაეცვა ის არასწორი მზის ნარუჯი, რომელსაც პილოტები იღებდნენ ფრენისას ე.წ. goggles ტარების გამო.

75c65e41069d

რეი ბან ავიატორი ძალიან მალე გახდა ამერიკელი სამხედრო პილოტის განუყოფელი ნიშანი და სიმბოლო, თუმცა ფართო მასებში პოპულარობა ცნობილ ფილმებში ჰოლივუდის ვარსკვლავების მიერ მისმა გამოჩენამ განაპირობა. ყველაზე ცნობილი ფილმი, რომელსაც მის პოპულარიზაციაში წვლილი მიუძღვის, არის – Top Gun, ტომ კრუზის მონაწილეობით.
მოდელი რეი ბან ავიატორი არის როგორც მამაკაცის, ასევე ქალის და დღემდე რჩება ყველაზე ცნობილ ბრენდად სათვალეების ინდუსტრიაში

6bc323724dff

მსგავსი ამბები

Back to top button