კულტურა

II მსოფლიო ომის პერიოდის ავიაცია (V)

d4faefe4e041
ამჯერად რამდენიმე მფრინავ ციხესიმაგრეს წარმოგიდგენთ….

8f8f566586a1

დავიჭყოთ მეორე მსოფლიო ომის ლეგენდით, ნამდვილი მფრინავი ციხესიმაგრით. ეს Boeing-ის ოთხძრავიანი მძიმე ბომბდამშენი B-17 Flying Fortress-ია. მისი დაპროექტება 1930-იან წლებში დაიწყო და 1935 უკვე პირველად აფრინდა ჰაერში. მას ამერიკელები ძირითადათ იყენებდნენ დღისით ზუსტი სტრატეგიული დაბომბვების დროს . იერიშები მიჰქონდათ გერმანიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან წერტილებზე: ქარხნებზე, შტაბებზე, ავიაბაზებზე და აშ…მას ასევე აქტიურად იყენებდნენ იაპონიის კამპანიაში. ხოლო რაც შეეხება სახელს, მას და მის რამდენიმე ნათესავს მფრინავი ციხესიმაგრეები(Flying Fortress) თავიანთი მრავალფეროვანი დამცავი იარაღის გამო დაერქვა. მოგეხსენებათ მსგავსი თვითმფრინავები თავიანთი ზომის გამო საკმაოდ ადვილი სამიზნეა მტრის გამანადგურებლებისთვის. სწორედ ამიტომ ხდებოდა მათი ყოველმხრივი აღჭურვა საზენიტო ტყვიამფრქვევებით, რათა მათ ნებისმიერი მიმართულებით გაეხსნათ ცეცხლი. მის შეიარაღებაში შედიოდა 12,5მმ კალიბრის 13 ცალი M2 ბრაუნინგის ტყვიამფრქვევი რაომლებიც თვითმფრინავის ყველა მხარეს მოძრავ და უძრავ კოშკურებში იყო დამონტაჟებული და 7800 კგ ბომბური დატვირთვა. საერთო ჯამში B 17-ებმა მარტო გერმანიას 640000 ტონა ბომბი დააყარეს. თვითმფრინავის წარმოება 1995 წელს დასრულდა 12731 ის გამოშვებით.

9528970b4a8e

შემდეგია North American Aviation-ის ორძრავიანი საშუალო ბომბდამშენი B-25 Mitchell-ი. მას სახელი ამერიკის ავიაციის ერთ-ერთი პიონერის გენერალი ბილი მიშელის (Billy Mitchell) საპატივსაცემოდ დაერქვა. B 25 ერთადერთი ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავია რომელსაც სახელი კონკრეტული ადამიანის საპატივსაცემოდ აქვს დარქმეული.B25-ს ბევრი მოკავშირე ქვეყანა იყენებდა. წარმოების დასასრულს გამოშვებული იყო 10000-მდე თვითმფრინავი. მის შეიარაღებაში შედიოდა: 12_18ცალი ბრაუნინგის 12,5მმ კალიბრის ტყვიამფრქვევი,900 კგ მდე გემთსაწინააღმდეგო ტორპედოები, 1360 კგ-მდე უმართავი რაკეტები, და 6ტონამდე ბომბები.
5d9d38de71cd
და დღეისთვის ბოლო:კომპანია Boeing-ის ოთხძრავიანი მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენი B-29 Superfortress.ის პირველად 1942 წელს აფრინდა და უმეტესად ამერიკა იყენებდა.
იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი თვითმფრინავია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. მარგამ ეს კი არ განაპირობებს მის პოპულარობას არამედ ის რომ სწორედ ამ თვითმფრინავებიდან მოხდა 1945 წელს იაპონიის ქალაქების ხიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვა ატომური ბომბებით. რამაც საბოლოოდ დაასრულა II მსოფლიო ომი(და უამრავი იაპონელის სიცოცხლეც).
სწორედ ამან შეაშფოთა საბჭოთა კავშირის მთავრობა, (ამერიკას რომ მათზე ძლიერი იარაღი ჰქონდათ) და მაშინვე დაიწყო B29ის ზუსტი ასლის დაპროექტება მშენებლობა რომელსაც Tu-4 უწოდეს და რომელის ამერიკელი “ძმის” ზუსტ ასლს წარმოადგენდა. ამრერიკელები სხვა მრავალ მიზნებთან ერთად განიხილავდნენ B29-ის საჰაერო ავიამზიდის როლში, თუმცა ეს პროექტი არცთუ ისე წარმატებული გამოდგა და ის დაიხურა. Superfortress-ი იმ იშვიათ თვითმფრინავთაგანია რომლებმაც ომის შემდეგაც გააგრძელეს მოღვაწეობა, იგი 1960 წლამდე ემსახურებოდა Stratovision-ის ტელევიზიას რომელიც პირდაპირ თვითმფრინავიდან გადაიცემოდა.მისი წარმოება 1946 წელს შეჩერდა 3970 ცალის გამოშვებით.
B29 საჰაერო ავიამზიდის როლში.
a3a1763df4bf

გაგრძელება იქნება…

მსგავსი ამბები

Back to top button