საკითხავისასარგებლო

– და სად/როგორ ვცხოვრობთ ჩვენ?

ad85a9daf783
“გუშინდელი”, “დღევანდელი” და “ხვალინდელი” სამყარო; სტატიაში სწორედ ჩვენს (ამჟამინდელ) ნავსაყუდელზე გვექნება “საუბარი”…

საინტერესოა თუ რა აზრისანი იყვნენ ჩვენი წინაპრები სამყაროს წარმოშობის შესახებ

დავიწყოთ  ძველი ინდოელებისგან:

82b3b9e2fa2e

ჩვენი შორეული “თანადედამიწელების” აზრით თავიდან მხოლოდ უმოძრაო უკუნი არსებობდა, რომლიდანაც შემდგომში წყალი გაჩნდა, წყალმა კი ცეცხლი წარმოშვა. ცეცხლის სიმხურვალეს ოქროს კვერცხი გაუჩენია და ამ უკანაკნელსაც დაახლოებით ერთი წელიწადი წყალში გაუტარებია. ერთი წლის შემდეგ გაურკვეველი მიზეზების და გამო კვერცხი ორად გაიყო, ერთი ნაწილიდან მიწა წარმოიშვა, ხოლო მეორედან – ზეცა. გატეხილი კვერცხიდან იმდროინდელი იდნოელების უზენაესი ღვთაება ბრაჰმა გადმოსულა და ზეცასა და დედამიწას შორის ჰაერი მოუთავსებია. სწორედ ამგვარად შექმნილა სამყარო.

 

6a5339ed3a1d

ინდოელებისა არ იყოს ძველ ბერძნებსაც სჯეროდათ, რომ თავდაპირველად მხოლოდ და მხოლოდ უსაზღვრო ბნელი ქაოსი არსებობდა. არისტოტელეს წინაპრებს სწამდათ, რომ სწორედ ამ უკუნეთმა წარმოშვა სამყარო და თავად უკვდავი ღმერთებიც. პირველქმინილი ღმერთი/ქალღმერთი გეა ყოფილა. ბერძნების აზრით სწორედ ზემოდხსენებულმა ქალღმერთმა წარმოშვა დედამიწა, დღე და ღამე.
iqhgl

რაც შეეხება იაპონელებს, მათ სჯეროდათ, რომ სამყაროს წარმოშობა ორ ღმერთს იძანაკის და იძანამის უკავშირდება. ამ ორმა ღმერთმა ვარსკვლავისბუნუკიანი შუბი ტალახის ტბაში იქამდე ურია სანამ სამყარო არ წარმოიშვა და ტალახი თანდათან მიწის გუნდებად არ გადაიქცა. პატარა მიწის გუნდებისაგან კუნძულები გაჩენილა, რომლებიც შემდგომ ხეებს, ბალახებს და ყვავილებს დაუფარავთ.
c85c8fefd40e

განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ აწ განსვენებულ შუმერებს. აი, როგორ შეიქმნა  სამყარო ანუ “ანქი” (რაღა თქმა უნდა ძველი შუმერების აზრით): თავდაპირველად მხოლოდ ოკეანე არსებობდა, რომელშიც შემდგომ ცის თაღი და ბრტყელი დედამიწა ჩაისახა. ცის თაღი ანმას დაუსაკუთრებია, ხოლო მიწა ენლილს. ამის შემდგომ ცისა და დედამიწის შუა ატმოსფერო წარმოქმნილა, რომლებშიც მზე, მთვარე, პლანეტები და სხვა ციური სხეულები წარმოიშვა.

9896da95e74c

სრულიად განსხვავებულად ახსნის ქრისტიანული რელიგია სამყაროს შექმნას, კერძოდ კი ქრისტიანების წმინდა წიგნი, ბიბლია მოგვითხრობს, რომ მთლიანი სამყარო ყოვლადძლიერმა ღმერთმა შექმნა და ეს ყველაფერი 6 დღეში მოახერხა. ღმერთს მეშვიდე დღეს დაუსვენია და ამიტომ ამ დღისაც შაბათი (ებრაულად – დასვენება) დაერქვა/დაურქმევია. ალბათ სამყაროს წარმოშობის ქრისტიანული ვერსია ყველამ კარგად ვიცით და კონკრეტულად მასზე მეტის ლაპარაკიც აღარ ღირს…

მოდით ნურც სხვა რელიგიებს განვიხილავთ და სამყაროს წარმოშობის მეცნიერულ ჰიპოტეზებსა თუ მოსაზრებებს გავეცნოთ.

a4c5aaf5b78c

თანამედროვე მეცნიერები  რა თქმა უნდა ზემოდხსენებულ მოსაზრებებს არ იზიარებენ და ამტკიცებენ, რომ სამყარო “დიდი აფეთქების” შედეგად წარმოიშვა. ამ თეორიის მიხედვით, არსებობდა უსასრულოდ მცირე ზომის წარმოუდგენლად მკვირი შავი წერტილი, რომლის აღწერა და განსაზღვრა დღეს დღეობით შეუძლებელია. 15 მილიარდი წლის წინათ კი ეს წერტილი აფეთქდა და უსასრულობაში მილიარდობით გალაქტიკად, პლანეტად, ვარსკვად და ა. შ. იქცა. მეცნიერები აგრეთვე ამტკიცებენ იმასაც, რომ “დიდი აფეთქება” შესაძლოა კიდევ განმეორდეს. მათი აზრით ეს პროცესი 80 მილიარდ წელში ერთხელ მეორდება. ასე, რომ თუ თანამედროვე მეცნიერებს დავეყრდნობით შემდგომი აფეთქება დაახლოებით 65 მილიარდი წლის შემდეგ მოხდება…

აგრეთვე არიან ისეთი მეცნიერებიც, რომელბიც ზედმოდაღნიშნულ თეორიას არ იზიარებენ და ფიქრობენ, რომ სამყაროს წარმოშობა, იდუმალებაა და სხვა არაფერი, რომლის გამოცნობაც და ახსნაც მხოლოდ და მხოლოდ ინტუიციით შეიძლება.

მოდით შორს ნუღარ წავალთ და ისევ დედამიწაზე დავეშვათ…

რა არის დედამიწა?

დედამიწა ვეებერთელა მყარი სფეროა, რომელიც კოსმოსურ სირვცეში მზის გარშემო მოძრაობს და თან მისივე წარმოსახვითი ღერძის ირგვლივ ბრუნავს. დედამიწა  3 ნაწილისაგან შესდგება, ესენია: ბირთვი, მანტია, ქერქი. ბირთვი დედამიწის ცენტრშია მოთავსებული.

დედამიწაზე ხმელეთს ზედაპირის მხოლოდ 29% უჭირავს. ხმელეთი 7 კონტინენტადაა დაყოფილი. ეს კონტინენტები კი ყოველწლიურად ერთმანეთს 1 სანტიმეტრით შორდება. სწორედ ამის და გამო  მეცნიერების ვარაუდით შორეულ მომავალში შესაძლოა ჩრდილოეთ ამერიკა და აზია ერთმანეთს შეუერთდეს, აფრიკა კი სავარაუდოდ ჩრდილოეთისკენ დაიძვრება და ხმელთაშუა ზღვის გასასვლელს გადაკეტავს…

ადამიანი დედამიწაზე დაახლოებით 15 მილიონი წლის წინ გამოჩნდა… პირველყოფილი ადამიანის პირველი წარმომადგენელი რამაპითეკი იყო, შემდეგ იყვნენ ავსტრალოფიტეკი, ავსტრალოფიტეკი აფრიკანუსი, ჰომო ერგანტუსი, ჰომო ერექტუსი, ნეანდერტალელი ადამიანი, მოაზროვნე ადამიანი, იქნებიან თუ არა ჩვენი შთამომავლები ინტერნეტალები?

319a301538aa

დღევანდელი მსოფლიო მართლაც, რომ ინტერნეტით კომპიუტერითა და სხვა XXI საუკუნის ტექნოლოგიური ინოვაციებით ცხოვრობს…

ნოსტრადამუსს თუ დავუჯერებთ დაახლოებით ერთ წელიწადში ადამიანი განვითარებას შეწყვეტს და…

e62e2ef40991

ca77f2ee8488

 

ეს რა თქმაუნდა ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ, ხომ კიდევ 65 მილიარდი წელი დაგვრჩა. და მართლაც რა გველის ახლო მომავალში? განვაგრძობთ განვითარებას, განვავითარებთ ტექნოლოგიებს, მეცნიერებას, თქვენ წარმოოიდგინეთ და რელიგიებიც დაიწყებენ პროგრესს და ბოლოს, რითი დამთავრდება ეს ყველაფერი? – კაცობრიობა დაასრულებს “მოღვაწეობას”, როგორც ინტერნეტალი, თუ ჩვენს შემდეგაც იქნებიან “სხვა სახელწოდების” არსებები?

მაგრამ თუ თქვენ ოპტიმისტი ბრძანდებით და იმ მეცნიერების გჯერათ, რომელბიც ამტკიცებენ, რომ 65 მილიარდი წელიწადი კიდევ დაგვრჩა მოდით ერთად განვიხილოთ თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალი:

როგორი თავლით შეგძვიძლია შევხედოთ მომავალს?

რა თქმა უნდა იმისათვის რათა წარმოსახვა შეგვექმნას მომავალზე, ჩვენ წარსულსაც ასე თუ ისე კარგად უნდა ვიცნობდეთ… მოდით დავფიქრდეთ, რამდენი რამ შეიცვალა დედამიწაზე ბოლო 150 წლის მანძილზე? – ძალიან ბევრი, მაგრამ ის რითაც ადამიანი არსებობს არ შეცვლილა… დღესდღეობით საზოგადოებას ისევე, როგორც 150 წლის წინათ სჭირდება ძილი, საჭმელი, სექსი, სიყვარული. შეიცვლება თუ არა ეს ყველაფერი 150 წლის შემდეგ? – “ასე, რომ თუ თანამედროვე მეცნიერებს დავეყრდნობით შემდგომი აფეთქება დაახლოებით 65 მილიარდი წლის შემდეგ მოხდება…” – თუ მაიას ტომი და ნოსტრადამუსი თავიანთი წინასწარმეტყველებების დროს შეცდნენ, წესით ყველაფერი იგივე უნდა დარჩეს.

როგორ განვვითარდით ბოლო 150 წლის მანძილზე?

ამ დროის განმავლობაში ადამიანებმა თავიანთ ცხოვრებაში ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს წინ… ამჟამად ჩვენ ვიყენებთ რადიოს, ტელევიზორს, მობილურ ტელეფონს, კომპიუტერს, ელექტრო ენერგია, მანქანებს და ა. შ. ეს ყველაფერი კი 150 წლის წინ  მხოლოდ და მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი იყო და არაფერი სხვა… ასე, რომ ისეთ იდეებს, რომლებიც დღეს ფანტაზიად გვეჩვენება მომავალში შესაძლოა სული შთაებეროს.

შევძლებთ თუ არა ოდესმე “უცხო პლანეტელებთან” კონტაქტს?

ამის შანსები ნამდვილად არსებობს, მაგრამ ძალიან მცირე… ჩვენს სამყაროში დაახლოებით მილიარდზე მეტი გალაქტიკაა, ჩვენი გალაქტიკა კი დაახლოებით 4.6 მილიარდი წლისაა… ზოგიერთი  მეცნიერის აზრით, კი თუ რომელიმე გალაქტიკაში სხვა ცივილიზაციაც არსებობს, მაშინ ისინი ჩვენზე 10 მილიონიდან 1 მილიარდამდე წლით “უფროსები” უნდა იყვნენ… ასე, რომ ამ ციფრებზე დაყრდნობით იმის შანსი, რომ მომავალ 50 წელში ან თუნდაც 100,000 წლის შემდეგ ჩვენ “თანასამყაროელებს” დავეკონტაქტებით ძალიან მცირეა.

რას უნდა ველოდეთ მომავლისგან?

რა თქმა უნდა უდიდეს ტექნოლოგიურ წინსვლებს… მინდა შემოგთავაზოთ იმ პროექტების მცირე ანალიზი, რომელთა განხორციელება ახლო თუ შოერულ მომავალში (ამას გადაწმყვეტი მნიშვნელობა არ აქვს) იგეგმება…
22993f4b7391

როგორც ზემოდ მოგახსენეთ დედამიწაზე ხმელეთს მხოლოდ 29% უკავია, ხოლო დედამიწის დანარჩენი ნაწილი წყლითაა დაფარული… ამის და მიუხედავად იმაზე ლაპარაკი, რომ მოამავალში წყალს ბენზინის ფასი ექნება კვლავ არ წყდება… სწორედ ამის და გამო ახლო მომავალში იგეგმება ისეთი შენობის აგება, რომელიც ჰაერს წყლად გადააქცევს… სწორედ ამიტომ ამ შენობას, როგორც სურათიდან ჩანს წლის წვეთის ფორმა ექნება. მეცნიერთა გამოაანგარიშებით ამ საშუალებით დღეში დაახელოებით 5.000 ლიტრი წყლის მოპოვებაა შესაძლებელი, რომელიც სასმელად ვარგისი იქნება.

052b4dd31ff1

რათქმაუნდა დიდი მომავალი აქვს კომპიუტერულ სამყაროსაც… წარმოგიდგენიათ კომპიუტერი რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 5 კალმისგან შედგება? – თუ არა,მაშინ უბრალოდ დააკვირდით სურათებს…

c3fd743d1d45
f90b9a6f056e
აგრეთვე იგეგმება ეგრედწოდებული “მზის ტყის” გაშენება, რომელიც ელექქტრო ენერგიის გამომუშავებას შესძლებს…

366e24bff4ee

b622e4ac7b77

აგრეთვე ველით მანქანების რევოლუციასაც… მინდა შემოგთავაზოთ “Driverless”-ის მოდელი, ესეთი ავტომობილის პლიუსი კი ის არის, რომ მას არ სჭირდება მძღოლი და რაც მთავარია არ აბინძურებს გარემოს… ამგვარი მანქანის შექმნა კი, როგორც ჩანს შორეულ მომავალში არ იგეგმება და მისი ხილვა არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ მოგვიწევს…

“Driverless”-ის მოდელი:
d5950e5021e4
“Driverless”-ის მოდელი, რომელიც გარემოს არ აბინძურებს:
8005145b2c66

ბოლოს კი მინდა შემოგთავაზოთ “მომავლის სახლების” პროექტები:

c9f51650921f
00cc6ab449bd
303677be48dd
08add3ff5738
4f3b712d2d28

 

მსგავსი ამბები

Back to top button