არქივი

მუამარ კადაფი “მეფეთა მეფე” 2

Muammar Gaddafi 460 992100c

კადაფმა მისი რეჟიმის ბაზისად აიღო არაბული ნაციონალიზმი და სოციალური კეთილდღეობა. ის მის სისტემას უწოდებდა ისლამურ სოციალიზმს მაშინ როდესაც მან კონტროლი დაამყარა დიდ კომპანიებზე თუმცა არ შეხებია წვრილ და საშუალო ბიზნესს. კეთილდღეობა, თავისუფლება და განათლება გახდა სახელმწიფოს პრიორიტეტი. მან სისტემაში გამოიყენა ისლამური მორალი, კერძოდ აკრძალა ალკოჰოლი და აზარატული თამაშები. ისევე როგორც წინა მდებარე რევოლუციურმა ფიგურებმა, როგორიც იყო მაო და მისი პატარა წითელი წიგნი, კადაფმა მისი ფილოსოფია მოაქცია მწვანე წიგნში სადაც აძლიერებდა სოციალისტ-ისლამიზმის იდეას.წიგნი გამოიცა სამ ტომად 1975-1979 წლებში.

პრაქტიკულად ლიბიის პოლიტიკური სისტემა გამოირჩეოდა მიუხედევად ყველაფრისა ნაკლები იდეალიზმით რაც გამოიხატა იმაში რომ კადაფი იდეოლოგიურ მტრებს დრო და დრო ძალიან ნელი ტემპებით ებრძოდა.ლიბიის რევოლუციური კომიტეტი ცნობილია საზღვარგარეთ ლიბიელი დისიდენტების მკვლელობებით 1980წლის აპრილში რომელიც შეასრულა ლიბიის მოიერიშე რაზმებმა რომლებიც სპეციალურად იქნენ გაგზავნილნი გამანადგურებელი ოპერაციების ჩასატარებლად.26 აპრილს კადაფმა დააწესა სიკვდილის 11 ივნისი დისიდენტებისთვის სადაც მან მოუწოდა ლიბიაში დაბრუნებისკენ დისიდენტებს,წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აღმოჩნდებოდნენ რევოლუციური კომიტეტის ბრჭყალებში.მთელ ამ პერიოდში განადგურებ იქნა 9 დისიდენტი,5 მათგანი იტალიაში.

რაც შეეხება ლიბიის მეზობლებს,კადაფი მიჰყვა აბდელ ნასერის პან არაბიზმის იდეას და შეიქნა თავგამოდებული დამცველი არაბული ქვეყნებისა.ის ასევე მხარს უჭერდა პან ისლამიზმს,ცნებას თავისუფალი ისლამური ქვეყნების კავშირისა და ხალხებისა.ნასერის სიკვდილის შემდეგ 1970 წლის 28 სექტემბერს კადაფმა იტვირთა არაბული ნაციონალიზმის ლიდერის ტვირთი.1972 წელს მან გამოაცხადა “არაბთა ფედერაციული რესპუბლიკის” შექმნის შესახებ(ლიბია, ეგვიპტე, სირია),იმ იმედით რომ შექმნიდა პან არაბულ სახელმწიფოს,მაგრამ სამი ქვეყანა ვერ შეთანხმდა მათი ქვეყნების შეერთების სპეციფიკურ საკითხებზე.1974 წელს მან გააფორმა ხელშეკრულება ტუნისის ლიდერთან ჰაბიბ ბურგუიბასთან ორი ქვეყნის შეერთების შესახებ რაც ასევე ჩაიშალა იდეის პრაქტიკაში გატარების თანავე და დიდმა განსხავებებმა ამ ორ ქვეყანას შორის რამაც შემდგომ გააუარესა კიდეც ურთიერთობები და მტრებად აქცია ორი ქვეყანა.

ლიბია ასევე ჩაერთო ტერიტორიულ კონფლიქტში ჩადისთან აუზუს ზოლის გარშემო რომლის ოკუპაცია ლიბიამ 1973 წელს მოახდინა.კონფლიქტი რომელიც ლიბიის შეჭრით დაიწყო, დასრულდა 1987 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტის გაფორმებით.ხოლო სრული მშვიდობა დამყარდა მხოლოდ 1994 წელს ლიბიის მიერ შეიარაღებული ძალების გამოყვანით,საერთაშორისო სასამართლოს 1994 წელს გამოტანილი განაჩენის შემდეგ.
ყადაფი ასევე გახდა ძლიერი მხარდამჭერი პალესტინის განმანთავისუფლებელი ორგანიზაციისა რომლის მხარდაჭერამაც კიდევ უფრო გააფუჭა ურთიერთობები ეგვიპტესთან,როცა 1979 წელს ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ სამშვიდობო დოკუმენტზე.როგორც კი ლიბიის ურთიერთობები გაფუჭდა ეგვიპტესთან კადაფი მალევე დაუახლოვდა საბჭოთა კავშირს.ლიბია გახდა პირველი ქვეყანა რომელმაც მიიღო იმ დროისთვის ულტრათანამედროვე გამანადგურებელი მიგ25,თუმცა ორი ქვეყნის ურთიერთობები იყო მაინც დისტანციური.კადაფი ასევე ცდილობდა გაეზარდა ლიბიის გავლენა,განსაკუთრებით კი მუსულმანურ დასახლებებში,რომელმაც მოუწოდა ისლამურ სამყაროს საჰარის ისლამური სახელმწიფოს შექმნისკენ და აქტიურად უჭერდა მხარს ანტი სამთავრობო მოძრაობებს ჩრდილოეთ საჰარაში.

ყადაფის პოლიტიკაში აღსანიშნავია იყო მხარდაჭერა განმანთავისუფლებელი ორგანიზაციებისთვის და ასევე სპონსორი იყო რევოლუციური მოძრაობებისა დასავლეთ აფრიკაში,აღსანიშნავია სიერა ლეონე და ლიბერია სადაც მნიშვნელოვნად აქტიურობდნენ ისლამისტური დაჯგუფებები.1970იან და 1980იან წლებში ეს დახმარება ისე აშკარად და თავისუფლად გაიცემოდა რომ შესაძლებელი იყო ლიბიისგან დახმარება მიეღო ყველაზე არასიმპათიურ ძალასაც კი მსოფლიოში.ხშირად ლიბიის მიერ მხარდაჭერილი ძალები შორს იყვნენ კადაფის პირად იდეოლოგიასთან.1970იან წლებში მისი რეჟიმი უკვე ჩარეული იყო სამხედრო გადატრიალებებში და ტერორისტული აქტოვობებში როგორც არაბუ ისე არა არაბულ ქვეყნებში. 1980იან წლებში ფართოდ იქნა გამოაშკარავებული ლიბიის ფინანსური დახმარებები მსოფლიო ტერორიზმისთვის დასავლეთის მიერ. ყადაფის ანგარიშზეა “შავი სექტემბრის მოძრაობის” ფართო დაფინანსება რომელმაც ხოცვა ჟლეტა მოაწყო 1972 წლის მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიადაზე და 1986 წელს ბერლინის დისკოთეკაზე სადაც დაიღუპა 3 ადამიანი და დაიჭრა 200ზე მეტი.

დასავლეთსა და ლიბიას შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია რონალდ რეიგანის ადმინისტარციის მოსვლის შემდეგ,რომელმაც სცადა კადაფის გადაგდება.რეიგანის ადმინისტარცია ლიბიას უყურებდა როგორც მეომარ გაიძვერა ქვეყანას მისი უკომპრომისო დამოკიდებულების გამო პალესტინის დამოუკიდებლობაზე,რევოლუციური ირანის მხარდაჭერის გამო ირან ერაყის 1980-1988იან წლებში და ლიბიის მხარდაჭერის გამო “განმანთავისუფლებელი მოძრაობებისადმი”.რეიგანი აღფრთოვანებაში მოჰყავდა კადაფის პერსონას და მას აღმოსავლეთის გიჟ ძაღლს უწოდებდა.1981 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შეწყვიტა ლიბიაში გასამგზავრებელი ვიზების გაცემა ხოლო 1982 წლის მარტში შეწყვიტა ლიბიური ბუნებრივი სიმდიდრეების იმპორტი და ასევე შეწყდა ამერიკული ნავთობ ინდუსტრიის ტექნოლოგიების ექსპორტი ლიბიაში თუმცა ევროპა არ აჰყვა ამერიკის მკაცრ პოლიტიკას.

ლიბია ასევე იყო მხარდამჭერი პოლისარიოს ფრონტისა რომელიც ებრძოდა ფრანკისტული ესპანეთის კოლონიალიზმს მაროკოში. 1984 წელს ბრიტანელი პოლიციელი იოვნ ფლეტჩერი მოკლულ იქნა ლიბიის საელჩოდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით,მაშინ როდესაც ის მეთვალყურეობდა დემონსტრაციას რომელიც მიმდინარეობდა ლიბიის ლონდონის საელჩოსთან,მაგრამ დიპლომატებმა გამოიყენეს მათი დიპლომატიური იმუნიტეტი და პასუხისმგებლობას გადაურჩნენ,სამაგიეროდ დიპლომატიური ურთიერთობები გაფუჭდა დიდ ბრიტანეთსა და ლიბიას შორის მთელი დეკადით.

თავისუფალი სანავიგაციო პრინციპების შესაბამისად ამერიკამ “შარი მოსდო” ლიბიის ტანკერებს პრინციპების უგულვებელყოფაში მაშინ როდესაც კონფლიქტი წარმოიშვა სიდრას ყურესთან დაკავშირებით რომელსაც ლიბია აცხადებდა საკუთარ ტერიტორიულ წყლებად.1986 წყლის 19 აპრილს რონალდ რეიგანმა გასცა ბრძანება დაეწყოთ ძირითადი დაბომბვითი რეიდები,ოპერაციას ეწოდა “ელ დორადოს კანიონი”,ტრიპოლისა და ბენღაზის წინააღმდეგ შედეგად დაიღუპა 45 ლიბიელი სამხედრო და 15 ოფიციალური და სამოქალაქო პირი.შეტევას წინ უძღვოდა დასავლეთ გერმანიაში მომხდარი ტერორისტული აქტი დისკოტეკაზე სადაც დაიღუპა ამერიკის მოქალაქე.ლიბიის დაბომბვის შედეგად დაიღუპა კადაფის ქალიშვილი ჰანანი.დაბომბვებს ლიბიამ ორი სკადის ტიპის ბალისტიკური რაკეტით უპასუხა რომლის სამიზნე აშშს სანაპირო დაცვის ნავიგაციის სადგური გახდა იტალიის კუნძულ ლამპედუსაზე,თუმცა ორივე რაკეტა მიზანს აცდა და ზღვაში ჩავარდა.

1990იანი წლებისთვის ლიბიას დაადეს ეკონომიკური სანქციები და ქვეყანა მოექცა დიპლომატიურ იზოლაციაში,შედეგად კადაფი დათანხმდა ორი ლიბიელი ტერორისტის ექსტრადაციას ამერიკაში ან ინგლისში რომლებმაც დაამონტაჟეს ბომბი პან ამ რეის 103ზე რომელიც აფეთქდა ქალაქ ლოკერბის თავზე.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ნელსონ მანდელას მაღალი პროფილის მქონე ვიზიტის ვიზიტის შემდეგ 1997 წელს და შემდგომ გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის ვიზიტის შემდეგ 1999 წელს კადაფი დათანხმდა ორი ლიბიელი ტერორისტის ჰოლანდიაში გასამართლებაზე შოტლანდიური კანონებით,რასაც მოჰყვა გაეროს მიერ სანქციების მოხსნა,თუმცა აშშ-მ სანქციები ძალაში დატოვა.

2003 წლის აგვისტოს,2 წლის შემდეგ რაც ალი მოჰამედ ალ მეგრაჰის სასჯელი მიუსაჯეს,ლიბიამ ფორმალურად აღიარა გაერთიანებული ერების წინაშე ლოკერბის თვითფრინავის აფეთქებაში პასუხისმგებლობა და დათანხმდა კონპესაციის სახით 2,7 მილიარდი ამერიკული დოლარის ანუ 10 მილიონი თითოეულ დაზარალებულ ოჯახს.ამავე თვეს ბრიტანეთმა და ბულგარეთმა დაუჭირეს მხარი ლიბიისთვის სანქციების მოხსნას გაეროს მიერ.(ბულგარეთის გადაწყვეტილება ბულგარელი ექთნების განთავისუფებით იყო განპირობებული).

ლიბიამ შეძლო და გადაიხადა 40% კონპენსაციისა შესაბამისად გაერომ მოუხსნა ლიბიას 40% სანქციებისა,ხოლო იმისთვის რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამოეღო ლიბია ტერორიზმის სპონსორ ქვეყანათა რიგებიდან მან ლიბიას მოსთხოვა კიდე 20% კომპენსაციის გადახდა (540$ მილიონი).2008 წელს ლიბიამ გადაიხადა სრულად კონპენსაცია.(1.5$ მილიარდი) შედეგად ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოხსნა ლიბიის მთავრობას ტერორისზმის მხარდამჭერის სტატუსი.

მსგავსი ამბები

Back to top button