საკითხავისამხედრო

მუამარ კადაფი “მეფეთა მეფე”

f8c9dc3f4640

მუამარ ბენ მუჰამედ აბუ მენიარ აბდელ სელიამ ბენ ჰამიდ ალ-ყადაფი (არაბ. معمر القذافي‎‎; Mu‘ammar al-Qaḏḏāfī) — ლიბიის დე-ფაქტო ლიდერი 1969 წლიდან. ცნობილია როგორც „პოლკოვნიკი კადაფი“. 2009 წლის 8 ივნისს გაბონის პრეზიდენტის ომარ ბონგოს გარდაცვალების შემდეგ ის გახდა მესამე მმართველებში რომლებმაც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მართავდნენ სახელმწიფოს.
2009 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც არჩეულ იქნა აფრიკის კავშირის თავმჯდომარედ ეთიოპიაში, ყადაფმა მიმართა შეკრებილ აფრიკელ ლიდერებს: “მე გავაგრძელებ დაჟინებულ მოქმედებას, რათა ჩვენმა სუვერენულმა ქვეყნებმა იმუშაონ და მიაღწიონ აფრიკის შეერთებულ შტატებს”.
კადაფი დაიბადა ბედუინის ოჯახში. მისი მამა იყო მოჰამედ აბდულ სალამ ბინ ჰამედ ბინ მოჰამედ ალ კადაფი, ცნობილია როგორც აბუ მენიარი (გარდაიცვალა 1985 წელს), დედა არის აიშა კადაფი. კადაფი გაიზარდა სირტეს უდაბურ რეგიონში. მან მიიღო ტრადიციული სასულიერო განათლება სებჰას სკოლაში ქალაქ ფეზაში 1956-1961 წლებში. კადაფმა და სკოლაში გაცნობილმა მისმა მეგობრების ჯგუფმა ჩაუყარეს საფუძველი სამხედრო რევოლუციურ ჯგუფს, რომელმაც შემდგომ მოახდინა სამხედრო გადატრიალება და აიღეს კონტროლი სრულიად ლიბიაზე.
კადაფმა დაამთავრა ლიბიის სამართლის უნივერსტეტი, სადაც მან სწავლა მაღალ ქულებზე დაასრულა. შემდეგ ის შევიდა ბენღაზის სამხედრო აკადემიაში 1963 წელს, სადაც მან და მისმა მეგობრებმა ჩამოაყალიბეს საიდუმლო ჯგუფი, რომელმაც მიზნად დაისახა პრო დასავლური ორიენტაციის მქონე მონარქის გადაგდება. უმაღლესი სამხედრო განათლების მიღების შემდეგ 1965 წელს ის გაგზავნეს ხანგრძლივი წვრთნებისთვის ბრიტანეთის სტაფის კოლეჯში, საიდანაც 1966 წელს დაბრუნდა სამშობლოში.
1969 წლის 1 სექტემბერს ოფიცრების მცირე ჯგუფმა კადაფის მეთაურობით მოაწყვეს უსისხლო სამხედრო გადატრიალება მეფე იდრის I-ის წინააღმდეგ, რომელიც იმყოფებოდა კამენა გურლაში, საბერძნეთის მიპატიჟებით სამედიცინო გამოკვლევასა და მკურნალობისთვის. მისი ძმისწული სამეფო ტახტის პრინცი საიდ ჰასან არ რიდა ალ მაჰდი ას სანუსი გახდა მეფე. 1 სექტემბრის გადატრიალების შემდეგ საიდ ჰასანს მიუსაჯეს შინა პატიმრობა. რევოლუციური არმიის ოფიცრებმა გააუქმეს მონარქია და გამოაცხადეს ახალი არაბული რესპუბლიკა.
სხვა სამხედრო რევოლუციონერებისგან განსხვავებით, კადაფს არ აუმაღლებია სამხედრო ჩინი ძლაუფლების ხელში აღებამდე, მაგრამ რევოლუციის დასრულების შემდეგ ის სიამოვნებით დათანხმდა კაპიტნიდან პოლკოვნიკამდე ჩინის ამაღლებას და საბოლოოს დარჩა ამ სამხედრო წოდებაზე.
1993 წლის ოქტომბერში იყო კადაფის მოკვლის მცდელობა ლიბიის არმიის ელემენტების მიერ. 1996 წელს სისხლიანი აჯანყება მოეწყო კადაფის წინააღმდეგ, მაგრამ ესეც წარუმატებლად.
ქვეყანაში არსებობს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ებრძვიან კადაფის რეჟიმს:
1)ლიბიური ოპოზიციის ნაციონალური კონგრესი
2)ლიბიის გადარჩენის ნაციონალური ფრონტი
3)ევროპაში ლიბიური ნაციონალური აქტის კომიტეტი
დანარჩენი გაგრდზელებაში თუ დაგაინტერესად
წყარო:wikipedia

მსგავსი ამბები

Back to top button