არქივი

მეგობრობა

www.ucnauri.com
ვინ არის მეგობარი? მეგობარი ის ადამიანია, რომელთანაც არ გეშინია იყო ის, რაც ხარ.მეგობარი ეს არის: ერთი სული ორ სხეულში !!

მახსოვს პოსტი ამ სახელწოდებით უკვე იდო, მაგრამ ამ შინაარსით არა :)

მგონი ყველასთვის საინტერესო თემაა

ზუსტად არავინ იცის,როდის იბადება მეგობრობა. როგორც თასი ივსება წვეთწვეთობით და რომელიღაც წვეთი პირთამდე ავსებს, აქაც, სათნოებათა წყებაში, ბოლოსდაბოლოს აღმოჩნდება ერთი, რომელიც გულებს პირთამდე გვივსებს.

მეგობრობას, გრძნობათაგან უპირველესს, ალბათ ის შენსანიშნავი, ენით უთქმელი შეგრძნება ქმნის, რომელიც შენს გვერდით მყოფ ადამიანს – ერთ მამაკაცს, ერთ ქალს – დანარჩენებში გამოგარჩევინებს, ერთადერთს მრავალთაგან, ვინც გაინტერესებს, ვინც შენს ზრახვებსა და გემოვნებას ესადაგება.

დრო გადის და მეგობტების უზარმზარ წრეში ნელ-ნელა ერთ მეგობარს გამოვყოფთ ხოლმე, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ჩვენთან ყოფნა და რომლისთვისაც, როგორც ვხვდებით, უამრავი რამ გვაქვს სათქმელი. ვერ იტყვი, რომ ის ყველაზე ათი თავით მაღლა დგას, ვერც იმას იტყვი, რომ სხვები არიან დიდი აზრისა მასზე, არც ჩაცმულობით გამოირჩევა… მაგრამ როცა შინ ერთად ვბრუნდებით, უცებ ვამჩნევთ, რომ ერთნაირი ფეხსაცმელი გვაცვია – გამძლე და უბრალო, და არა ისეთი ძვირფასი და იშვიათი, ჩვენს დანარჩენ მეგობრებს რომ აქვთ…

მეგობრები უბრალოდ ჰარმონიას კი არ ქმნიან, როგორც ზოგს ჰგონია, არამედ – მელოდიას.

ზოგი ადამიანი განმარტავს, რომ მეგობრობა არის ქცევა, რომელიც ვლინდება ურთიერთგაგებითა და მხარდაჭერით პიროვნებებს შორის. ის მოიცავს ურთიერთობას ადამიანთა შორის, რომელთაც გააჩნიათ საერთო ცოდნა, ინტერესი, გატაცება.

დღესდღეობით მსოფლიოში მოხდა ბევრი ღირებულების გადაფასება, სოციალური პრობლემებით დავიტვირთეთ, ჩვენთვის უცხო გახდა ერთგულება, მეგობრობა და ურთიერთგატანა. ვერც კი მივხვდით,რომ ამის გამო უფრო გაგვიჭირდა. თითქოს ღალატი, დაბეზღება, გაუტანლობა მეტად დაფასდა. მეგობრობის გრძნობა ქართველი კაცის ბუნების ნაწილია, ძმადგაფიცვაა ამის ნათელი დასტური. ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშებში თვით უჩვეულო ძალით დაჯილდოვებულ გმირებს გვერდს ერთგული მეგობრები უმშვენებენ. მაგალითად ზღაპარში “ცისკარა“ ცისკარა და ბადრი უებრო მეგობრები არიან. ქართველი მწერლები უხვად უმღერიან მეგობრობას თავის ნაწარმოებებში. შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი“ მეგობრობისა და სიყვარულის ჰიმნია.

ოდითგანვე ქართველი კაცის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი მსოფლიოში მისი მეგობრობის უნარია, ამის გამო საქართველოში მცხოვრები, თუ სტუმრად მყოფი ადამიანები კომფორტულად გრძნობენ თავს. ახლო წარსულში,როდესაც საქართველო ყოფნა-არყოფნის საშიშროების წინაშე იდგა, მეგობარი ქვეყნების მტკიცე პოზიციამ იხსნა იგი.

ადამიანებს შორის მეგობრობა, ახლობლობა ფაქტიურად მაშინვე გაჩნდა, როცა ადამიანთა რაოდენობა დედამიწაზე ერთს გადაცდა. არავინ იცის ამ მომენტიდან რამდენად გვიან, მაგრამ ალბათ საკმაოდ მალე გაჩნდა ეჭვიც. ადამიანები ყოველთვის ცდილობენ “კიდევ ერთხელ” დარწმუნდნენ ახლადშეძენილი მეგობრის “ნამდვილ ახლობლობაში”. კაცობრიობამ მრავლად შეაგროვა აზრები, იმის თაობაზე თუ სად, როგორ და რა პირობებში უნდა დავრწმუნდეთ იმაში, ახლობელია ადამიანი თუ არა (მაგალითად: “მეგობარი გაჭირვებაში შეიცნობა”). მეგობრობა ხანგრძლივი პროცესია და ის თანდათან ყალიბდება. თუმცა ზუსტი დღე და საათი ცოტას თუ გაუზომია, როდის გახდა ადამიანი ახლობელი/მეგობარი. ამიტომ გთავაზობთ უნივერსალურ და ძალიან მარტივ გზას, შეამოწმოთ – არის ესა თუ ის ადამიანი უკვე სათანადოდ ახლო თქვენთვის.

რა არის მეგობრობა? როგორ შევიძინოთ ნამდვილი მეგობარი? როგორია ჭეშმარიტი მეგობარი და ა.შ. ეს კითხვები ყველას გვაწუხებს და სულ ძიებაში ვართ ჭეშმარიტ მეგობრობაში ბევრი გძნობა ერთიანდება აქ არის თავმოყრილი ისეთი გძნობები როგორიცაა სიყვარული, სითბო ურთიერთ გაგება, უანგარობა და ა.შ. ყოველივე ამ გძნობების გაერთიანებით ყალიბდება ნამდვილი მეგობარი რომელი მეგობარიც მერე მთელი ცხოვრება გვახსოვს და გვიყვარს.. მეგობრების ერთიანობით ჩხოვრებაში ჩვენს გარშემო იქმნება ისეთი ადამაინთა წრე რომელთან ერთადაც გატარებული კოველი დღე ლამაზი და სასიამოვნოა მეგობარი ცხოვრებაში იმაზე მეტს გვაძლევს ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, თვითოეული ჩვენგანი იმაზე მეტად ემსგავსება თავის მეგობარს ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს ამიტომაც არის რომ მეგობარს ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი აკისრია ისევე როგორც ოჯახს… ასე რომ მეგობარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აკვს ჩვენს ცხოვრებაში..

www.ucnauri.com

ცხოვრებაში ძალიან ბევრ მეგობარს ვიცვლიტ რადგან ცხოვრება ეგეთი ჯერ სკოლა მერე ინსტიტუტი მერე სამსახური და ამ ხნის მანდძილზე ძალიან ბევრ ადამაინს ვხვდებით წარწერით შუბლზე მე შენი მეგობარი ვარ!:)))

ნამდვილი მეგობრობა ჯანმრთელობას გავს : არ აქცევ ყურადღებას სანამ არ დაკარგავ.. მეგობრობა სხვა რა არი თუ არა ერთი სული ორ სხეულში.. დღეს ამ სიტყვას იშვიათად ხმარობენ და მნისვნელობაც არ იცის ბევრმა.. მოსმენილი მაქ ერთი ხანშიშესული ადამიანისგან სუფრაზე : მე ჩემი მეგობრები მენატრებაო და ამით მორჩა სადღეგრძელოს.. ჩვენ კიდე გაგვიმარტა რომ სიტყვა მეგობრობა მოდის ფუძე გობი დან რომელიც ნიშნავს ჭურჭელს მთაში.. ანუ ჩემი მეგობრები ისინი ვინც ამ გობს ვინაწილებდითო.. რეალურადაც ეგრეა.. ჩვენ ეrთმანეთს ვუზიარებთ ჭირს,ლხინს,ინტერესებს,გეგმებს,ემოციებს.. მეგობრობა სათუთი თემაა და ხშირად სითბოს ბადებს ჩვენში..
რაც შეეხება სქესთა შორის მეგობრობას,მეგობრობას რომ ზოგადად შევხედოთ ძალიან ბევრი მაგალითი ამოტივდივდება თავგომედუბული მეგობრობის.. იდეალური მაგალითია რწყილი და ჭიანჭველა ძალიან საბავშვო და ფანტასტიკური ნაწარმოები მაგრამ იდეა და დედააზრი მეგობრობაზეა დაფუძნებული.. აქედან დაwყებული ტარიელის და ავთანდილის ურTიერთობით დამთავრებული.. ნებისმიერი მეგობრობა არათანასწორია ; ანუ ერთ ერთს გიწევს დათმობა , თუ გიყვარს , თუ გიღირს დათმობ კიდეც … ან არ დათმობ და წახვალ უკან მოუხედავად არადა ამ დროს უნდა მოიხედო …

ძნელია მეგობრობა …როცა გინდა რომ გუილით ურჩიო და ხედავ რო გარდა იმისა რომ არ ესმის გშორდება კიდეც
ასევ რთულია როცა მეგობარი არჩევნის წინაშე გაყენებს… ან- ან სასტიკად რთულია მაგრამ აქაც ისევ ის წონის რაც უფრო გიღირს იმ მომენტში… მერე შეიძება ინანო

მეგობრობა/მეგობრის შენარჩუნება ხანგრძლივი დროით არც თუ ისე ადვილი საქმეა. ამას ერთგვარი ნიჭი სჭირდება. ადამიანს თუ შეუძლია კომუნიკაცია, სიტუაციის რეალური თვალით შეფასება და კონტროლი, ის ყოველთვის მდიდარი იქნება.

ხანდახან ზედმეტად კრიტიკულები ვართ ერთმანეთის მიმართ, ზოგჯერ უსაფუძვლოდ, ზოგჯერ პედანტურებიც ვხდებით და მომაბეზრებელი ხდება ურთიერთობა.

ერთ დროს მეც ვიყავი ძალიან პედანტური მეგობრების მიმართ და ხშირად კრახით მთავრდებოდა ჩვენი ურთიერტობა.
ჩვენ ხშირად გვავიწყდება ერთი რამ (და არა მხოლოდ ერთი) შენი მეგობარი არის ისეთივე (ინდივიდი) ადამიანი როგორიც თავად შენ ხარ. ის უშვებს შეცდომებს როგორც შენ, შენ აძლევ შენიშვნას როგორც ის, მას უყვარხარ და ზრუნავს შენზე როგორც შენ.”

ნამდვილი მეგობარი არის ის ვინც მობრუნდება შენსკენ, როცა სხვები ზურგს გაქცევენ !

პატარაობიდანვე ვეჩვევით ადამიანებთან ურთიერთობას, ვირჩევთ მეგობრებს, ადამიანები მიისწრაფიან ერთმანეთისკენ, სურთ მიეკუთვნებოდნენ ამა თუ იმ ჯგუფს.სოციალური ფსიქოლოგია ცდილობს ახსნას თუ რატომ უნდათ ადამიანებს ერთად ყოფნა?
არსებობს ამ კითხვაზე პასუხის ორი დონე:

1.აფილაციის ტენდენციის ე.წ. ბაზისური ახსნა
2.იმ სპეციფიკურ ფაქტორებზე მითითება, რომლებიც გავლენას ახდენენ ამ ტენდენციაზე.

ადამიანი მეგობრის გარეშე ძნელი წარმოსადგენია .. მე მიყვარს ჩემი მეგობრები და ყველა ადამიანს ვუსურვებ ასეთი მეგობრის პოვნას.
ყველას ესმის რასაც ლაპარაკობ , ყველა გისმენს როცა ამბობ , საუკეთესო მეგობრებს კი ესმით რატომ სდუმხარ !!!

www.ucnauri.com

პ.ს. რევაზ ქვარცხავას “სოციალური ფსიქოლოგის საფუძვლების” მიხედვით მაქვს დაწერილი :)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button