გასართობისაკითხავიუცნაური

როცა ქორწილი ცუდად მთავრდება..

9657885373a7
ქორწილი უმნიშვნელოვანესი მომენტია ადამიანების ცხოვრებაში, მაგრამ ზოგჯერ მათ ბედი არ სწყალობთ ხოლმე და ისეთი რამ ხდება, რაც არათუ სიძეს და პატარძალს, არამედ მთელი სიცოცხლის განმავლობაში არცერთ სტუმარს არ დაავიწყდება. გადავხედოთ რამდენიმე ასეთ ამბავს.

404c61f25f01
რუსული რულეტკა ცუდად დამთავრდა

ვიდეოში ყველაფერს თავად იხილავთ, ტიპიური მაგალითია თუ როგორ ,,აცანცარდებიან” ხოლმე კაცები სიმთვრალეში და მოიგონებენ ათას უბედურება გასართობს. ეს კონკრეტული შემთხვევა რუსეთში, კერძოდ კი ასტრახანში მოხდა. ქორწილი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, როდესაც 33 წლის ჩეჩენმა კაცმა იარაღი ამოიღო და სტუმრებს გართობა შესთავაზა, მან გაისროლა საკუთარი თავის მიმართულებითაც, მაგრამ როგორც ჩანს გაუმართლა. შემდგომ კი სხვებს შესთავაზა ბედის ცდა. ერთმა სტუმარმა მართლაც გამოართვა იარაღი და გასროლის შედეგად დაიღუპა.

ჩეჩენი აცხადებს, რომ მან ყველა ტყვია ამოიღო იარაღიდან და წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ასე წარიმართებოდა ლხინი.. თუმცა პოლიციელებმა არ დაუჯერეს და გამოძიება მიმდინარეობს.

f0496923823b

როგორ აღმოჩნდა სიძე-პატარძალი და 80 სტუმარი ჭუჭყიან ტბაში : )

წინა ისტორიისგან განსხვავებით ეს სასაცილოც კია, მაგრამ ალბათ იმ მომენტში არავის გაეცინებოდა. ჰოფმანი და მარლი ვან დერ უოლტი დაქორწინდნენ, ის იყო ფოტოგრაფი მოიწვიეს, საერთო სურათი უნდა გადაეღოთ სტუმრებთან ერთად, დადგნენ ხის გემბანზე, ერთი გაღიმება მოასწრეს და უკვე წყალში იყვნენ, იმიტომ რომ ხემ სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ჩაიმტვრა :)))

ხალხი თურმე ერთმანეთს ეჭიდებოდა და კარგად ხვდებით რა სიტუაციაც შეიქმნებოდა. წყალში აღმოჩნდა მარლის დედა, რომელიც ინვალიდის სავარძელსაა მიჯაჭვული, ასევე 88 წლის ბებია და ახალშობილი ბავშვიც.
ea72ad801d83

თურმე როცა ამდენი ადამიანი ხის გემბანზე ,,შეხურხლულა”, რაღაც ჭრიალიც გაუგონიათ და ხუმრობდნენ, ვინაა ასეთი მსუქანი, ჭრიალი რომ დააწყებინა იატაკსო, ამ დროს კი უარესი ჭრიალი კი არადა ჩანგრევის ხმაც გაიგეს.
საბედნიეროდ ინციდენტის შედეგად მხოლოდ ერთი ადამიანი დაშავდა მსუბუქად.

სხვათაშორის ქორწილი არ ჩაშლილა, მოიწესრიგეს თავი და განაგრძეს ქეიფი. თან თავს იმით იმშვიდებდნენ, ეს ყველაფერი სახალისოც კი იყოო.. ბოლოს და ბოლოს დაუვიწყარი სურათები მაინც შერჩათ : )

2fc81de870c5

26c09d9e8ca5

065d59c88d39
პატარძლის ხუმრობის წყალობით ჩაშლილი ცერემონია

თუ პატარძალი ხართ, შუა ცერემონიის დროს ხუმრობებს არ გირჩევთ, ხოლო თუ სიძე ხართ, მაშინ ცანცარა ცოლის შერთვას ერიდეთ : ) მოკლედ 27 წლის ტინა ალბრეჩტი და 29 წლის დიეტმარ კოჩი დასაქორწინებლად შესაბამის ადგილას მივიდნენ, რა თქმა უნდა სტუმრებიც თან ახლდნენ, ყველა მოუთმენლად ელოდა როდის გააფორმებდა წყვილი ქორწინებას, რათა ერთი გემოზე მოელხინათ.

თუმცა ხუმარა პატარძალმა ყველა ხახამშრალი დატოვა. როცა კითხვა დაუსვეს თანახმა ხართ თუ არა ცოლად გაყვეთ ამას და ამასო.. ტინამ ცივი უარი თქვა, ავსტრიული კანონის თანახმად კი, თუკი წყვილთაგან ერთ–ერთმა უარი თქვა ცერემონიის დროს, მერე სიტყვის უკან წაღება, გადაკეთებ–გადმოკეთება აღარ შეიძლება. 10 კვირის განმავლობაში ლოდინი მოუწევთ, შემდეგი ცერემონიის გასამართად. ამათაც ასე დაემართათ და წავიდნენ სახლებში ცხვირჩამოშვებულნი..

fcc14579fdb9
ჯოჯოხეთური ქორწილის დღე
ასეთ ქორწილს კაცი მტერსაც არ უსურვებს.. პაულმა და ვილმამ მათი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე დაგეგმეს, მაგრამ მოვლენები ისე ცუდად განვითარდა, რომ ნამდვილად შეგეცოდებათ სიძე-პატარძალი.

ჯერ იყო და წლინახევრის პატარა, რომელიც პატარძალს გვერდზე მომყოლად ედგა, ერთიანად გალურჯდა და ცუდად გახდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და შემდეგ მომჯობინდა. შემდეგ ცოტა ხანში სიძის 76 წლის დედას გული წაუვიდა, მედიკოსებმა სასწრაფოდ აღმოუჩინეს მას დახმარება და ისიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წუთი არ გასულა, რომ ერთ-ერთმა სტუმარმა ესემესის საშუალებით შეიტყო მამის გარდაცვალების ამბავი.

ცოტა ხნის შემდგომ პაულისა და ვილმას პატარა ბიჭს, 18 თვის კრისტოფერს მინის საფარი დაეცა და თავი გაიტეხა. რამდენიმე საათი გავიდა და წყვილის მეორე შვილმა,7 წლის გოგონამ- საიდამაც გაიტეხა თავი.
დღის ბოლოსკენ სიძემ გადაწყვიტა დედასთვის შეევლო საავადმყოფოში და მოენახულებინა, თუმცა თავისი საკუთარი ავტომობილი,რომელიც დაცულ ავტოსადგომზე ჰყავდა გაჩერებული, დაკეტილი დახვდა.

წყვილმა ეს ყოველივე გადაიტანა და ახლა ბედნიერად ცხოვრობენ. ,,ეს ყველაფერი მოწყობილს ჰგავდა, თითქოს ვიღაცას არ სურდა ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ ჩვენ ეს შევძელითო,” აცხადებენ ისინი.

b029ecc98f20

ყვავილების ტრადიციული სროლა ძვირად დაუჯდათ

იტალიაში ერთი ჩვეულებრივი ქორწილი გაიმართა, მხოლოდ სიძე-პატარძალმა გადაწყვიტა ყვავილების სროლა ცოტა ორიგინალურად გაეკეთებინათ, ამიტომაც იქირავეს ორადგილიანი საჰაერო ხომალდი, სადაც იმყოფებოდა პილოტი და მგზავრიც-ლუჩიანო ნანელი, სწორედ მის კომპეტენციაში შედიოდა ბუკეტის გადმოგდება. სხვათაშორის ეს საქმიანობა ლუჩიანოსთვის უცხო სულაც არ იყო, მართალია საქართველოში ასეთი ორიგინალური სერვისი არ არსებობს, მაგრამ იტალიაში ეს თურმე ჩვეულებრივი ამბავიც ყოფილა.

ჰოდა როცა თავზე გადაუფრინეს შეკრებილ სტუმრებს, ბუკეტის მომლოდინე ქალბატონებს.. ლუჩიანომ გადმოაგდო ყვავილი, მაგრამ სამწუხაროდ ის თვითმფრინავის ძრავში გაეჩხირა, რის შედეგადაც ცეცხლი გაჩნდა და თვითმფრინავი ჩამოვარდა.. თანაც საერთო საცხოვრებელში ჩავარდა. კიდევ კარგი მცხოვრებლები დაზიანებების გარეშე გადარჩნენ, ასევე პილოტიც. თუმცა ლუჩიანოს მოტეხილობები ჰქონდა და თავის ტრამვასაც ვერ გადაურჩა.

cead76a86344
ფიცხი ცხენის წყალობით ჩაშლილი ცერემონია

29 წლის სოფიო კლარკი 3 წლის განმავლობაში გეგმავდა ქორწილს, ყველაფერი მართლაც გეგმის მიხედვით უნდა გამართულიყო და საოცარი დღესასწაული მოეწყო როგორც სტუმრებისთვის, ასევე საკუთარი თავისთვისაც.

5dd4755193d6

ის ის იყო ჩაიცვა ულამაზესი 2000$-იანი კაბა, ჩაჯდა ეტლში, რომელსაც ერთი, თეთრი ცხენი ჰყავდა შებმული, რომ უეცრად სწორედ ამ ცხენმა უმტყუნა. სოფიოს გვერდით მამა იჯდა, ცხენი გაფიცხდა და სად გააქანა პატარძალი კაცმა არ იცის.
არც მესაჭე ჰყავდათ,რომ დაემორჩილებინათ ცხენი, ვერც პატარძლის მამამ გააწყო ვერაფერი, ჰოდა ქალიშვილის სიკვდილს ისევ არჩია რაიმე მოემოქმედებინა, სოფიოს ხელი ჰკრა და გადააგდო, შემდგომ თვითონაც გადაჰყვა.
ცოცხლები კი გადარჩნენ, მაგრამ სოფიო ისე დაეცა, რომ სხეულის დაზიანებები მიიღო, როგორც თავის, ასევე ფეხისაც.

საბრალო სიძე ეკლესიაში იყო და საცოლეს ელოდა, როცა მეგობარმა შეატყობინა მომხდარი უბედურების შესახებ. ისინი მაშინ მივიდნენ შემთხვევის ადგილას, როცა სოფიო შუა გზაზე იწვა სისხლში ამოსვრილი, მედიკოსები თავზე დატრიალებდნენ და არ გაინძრეო ეუბნებოდნენ. მოკლედ სიძეც კინაღამ მოსასულიერებელი გახდა.

ცერემონია, რომელიც 15 000 £ დაუჯდათ გაუქმდა. პატარძალმა თქვა,რომ ჭკუა ნამდვილად ისწავლა, ,,ფოე-ფოე ” ქორწილის გადახდა გადაიფიქრა და რამდენიმე თვეში უფრო მყუდრო გარემოში იქორწინა : )

b8a3ab605185

f1f38f11ed4f

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button