საკითხავისასარგებლო

გამონათქვამები – ნაპოლეონ ბონაპარტი


სტატიაში იხილავთ საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მმართველის ნაპოლეონ ბონაპარტის ცნობილ გამონათქვამთა ნაკრებს… სანამ ნაპოლეონის გამონათქვამებს გაეცნობოდეთ მინდა შემოგთავაზოთ მისი მცირე ბიოგრაფია/დოსიე:

სრული სახელი და გვარი: ნაპოლეონ ბონაპარტი
ეროვნება: ფრანგი
დაბადების თარიღი: 15 აგვისტო, 1769 წელი
გარდაცვალების თარიღი: 5 მაისი, 1821 წელი

ნაპოლეონ ბონაპარტი – საფრანგეთის ყველაზე გამოჩენილი მმართველი, რომელსაც მსოფლიო ისტორიაში უდიდესი ადგილი უჭირავს. იგი საფრანგეთის რევოლუციის გენერალი იყო, რომელიც 1804-1815 წლებში ამავე ქვეყნის იმპერატორად იქცა. მის სრულ ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

  • ნამდვილ ადამიანს არავინ ძულს.
  • რევოლუცია იდეაა, რომელიც ჯარისკაცებში იბადება.
  • ადამიანი უბრალო წადილით ათეისტი ვერ გახდება.
  • კონსტიტუცია მოკლე და გაურკვეველი უნდა იყოს.
  • კაცი თავისი ინტერესებისთვის უფრო მწვავედ იბრძვის ვიდრე მისი უფლებებისთვის.
  • ჯარიკაცს უბრალო ფერადი ლენტისთვის გაუთავებელი ბრძოლა შეუძლია.
  • თითოეული რელიგია ადამიანის შექმნილია.
  • ინგლისი მაღაზიის პატრონების სამშობლოა და სხვა არაფერი.
  • თუ გინდა, რომ საქმე კარგად გაკეთდეს, მაშინ გააკეთე ის შენთვითონ.
  • მე შენთვის მხოლოდ ერთი რჩევა მაქვს: იყავი ბატონი.
  • საფრანგეთს ჩემგან უფრო მეტი სურს ვიდრე თავად მე მსურს საფრანგეთისგან.
  • წარმოსახვა მსოფლიოს მართავს.
  • თუ გინდა, რომ მსოფლიო მაშტაბით წარმატებულ კაცად იქცე, მაშინ კაცობრიობას ყველაფერი დაპირდი და არაფერი შეასრულო.
  • შეუძლებელი – ეს მხოლოდ სიტყვაა და არაფერი სხვა, რომელიც მხოლოდ ლექსიკონებში გვხვდება.
  • მედიცინა მოხუცებისთვისაა.
  • პატივისცემა – ეს თავის ზედმეტად გადატვირთვაა.
  • ადამიანის საკუეთესო მკურნალი კარგი ამინდია.
  • ფრანგს ყოველთვის შეუძლია ყველაფრი ახსნას.
  • რელიგია – ეს ერთადერთი გზაა, რომელიც ადამიანს აიძულებს “წყნარად” იყოს.
  • ადამიანი თავისი წარმოსახვით მოქმედებს და იმართება.
  • ჩვენ უნდა დავცინოთ მას, რათა ავარიდოთ ტირილი.
  • ომი ბარბაროსების ბიზნესია.
  • წარმატება მხოლოდ დაჟინებული და შეუწყვეტელი მცდელობებით მიიყწევა.
  • ყველაზე საიმედო გზა ღარიბად დარჩენისა – ეს პატიოსნად ცხოვრებაა.
  • ქალები არაფერს წარმოადგენენ, გარდა მანქანებისა, რომელბიც ბავშვებს “აწარმოებენ”.
  • აუდიენციაში ერთ ადამიანს ყველაფრის თავის თავზე აღება შეუძლია, მაგრამ ის ამ ყველაფერს ვერ გააკეთებს.
  • რა არის ისტორია? – ზღაპარი.
  • ამაღლება; სასაცილოდ გახდომა – მათ შორის მხოლოდ ერთი ნაბიჯია.
  • მტკიცე და შეურყევი გადაწყვეტილება – ეს ნამდვილი სიბრძნეა.
  • კაცი, რომელიც ლაპარაკობს უფრო მეტ ხმაურს ქმნის ვიდრე 1000 ჩუმი ადამიანი.
  • პოლიტიკაში შეცდომა არასდროს არ უნდა დაუშვა, აგერთვე არ შეიძლება უკან დახევაც.
  • მიეცით ნიჭს გზა.

“სხვა” გამონათქვამები:

    თეგები

    მსგავსი ამბები

    Back to top button
    Close
    Close