გასართობი

გივი ჩაკნორის სიხარულიძე

ae1cbe2a4d13
უცნაურზე არაერთხელ გამოქვეყნებულა ხუმრობები ჩაკ ნორისზე. ახლა კი ჩვენ გვყავს ჩვენი ჩაკ ნორისი. ეს გახლავთ გივი ჩაკნორის სიხარულიძე (გივის შეუძლია ია ფარულავას მამა იყოს). ამ ზებუნებრივ მოვლენასთან დაკავშირებით, შესაბამისი გვერდიც გაიხსნა ფეისბუქზე ამავე სათაურით, სადაც იდება ხოლმე ხუმრობები გივი ჩაკნორის სიხარულიძეზე. ამასთან აუცილებელი პირობაა, რომ ხუმრობა იყოს ორიგინალი და არა კოპირებული ჩაკ ნორისზე დაწერილი ხუმრობებიდან. დამეთანხმებით, რომ ქართველების იუმორი არ ჩამოუვარდება მთელი დანარჩენი მსოფლიოს იუმორს. (ერთი ესაა, რომ ჩვენთვის ახალი ხილია და ცოტა განსხვავებული ხუმრობებია, მაგრამ ეს მალე გამოსწორდება, ან უბრალოდ თავის თავს იპოვის). ამდენად, მინდა შემოგთავაზოთ, ფეისბუქის შესაბამისი გვერდიდან ჩემს მიერ ამოკრეფილი ხუმრობები ჩვენს გივი ჩაკნორისა-ზე. იმედია მოგეწონებათ.

მაშ ასე:

1. გივიმ ერთხელ გაზომა და ასჯერ გაჭრა
2. გივი პილპილს ხინკლებს აყრის.
3. ამერიკის ელჩს ვიზას გივი ურტყამს.
4. გივი “ბლექჯეკში” 26-ზე იწვება.
5. შინა ვორ-გივი ვორ-გივი ვასა ოო შინა ვორ-გივიიი.
6. გივის 25 სანტიმეტრიანი მითია, იმიტომ, რომ გივის რამხელაც მოუნდება იმხელა ექნება.
7. გივი მხოლოდ გარეთ ათას და შიგნით ატლას ბროწეულს ჭამს.
8. გივი ავტობუსში ორ ბილეთს იღებს… მეორეს წინა სკამისას.
9. სინათლის სიჩქარეა – ერთი გივი წამში.
10. გივიმ მარშუტკის მძღოლს უთხრა, რომ გადახვალ არ გააჩეროო.
11. გივის შეუძლია პიანინოზე უკრავდეს და გიტარის ხმებს გამოსცემდეს… გივის პირიქითაც შეუძლია.
12. ანა კარენინას მატარებელი არ დასჯახებია… ეს გივი სეირნობდა ბაქანზე.
13. გივის ტყუილს გრძელი ფეხები აქვს… არამარტო ფეხები.
14. მობილურზე ზარად გივის სიჩუმე უყენია.
15. გივის შეუძლია ავტობუსის კონტროლიორი დააჯარიმოს.
16. კლაუდია შიფერის სადღეგრძელოს გივი კრამიტით სვამს.
17. გივის შეუძლია კავკასუსს ინტერნეტი გაუთიშოს.
18. გივი ხანძარს წყლის გარეშე აქრობს.
19. ნოემ აღაპყრო ხელები ცისკენ და შესთხოვა ღმერთს მოევლინა საჭმელი მისი თანმხლები ხალხისათვის. და მოხდა სასწაული, ციდან ჩამოდენა იწყო ციურმა მანანამ… გივიმ ციურისაც მიართვა და მანანასაც.
20. ერთადერთი მწვერვალი რომელიც ჯერ ალპინისტებს არ დაუპყრიათ გივის აქვს.
21. Forgive ინგლისური სიტყვაა და “გივისთვის” ნიშნავს.
22. გივი ქალიშვილობის ინსტიტუტში საკურსოებს იბარებს.
23. გივიმ შოპენი გააბახა.
24. გივის შეუძლია პიანინოზე დაუკრას ხელების გარეშე.
25. გივის შეუძლია “გაზს”, “ტორმუზს” და “კონუსს” ერთდროულად დააჭიროს.

და დღეისთვის ბოლო:
6c37b4a5daca

P.S. ხუმრობები დაწერილია სხვადასხვა იუზერების მიერ და ფაქტობრივად ეკუთვნის გვერდს, ამიტომაც ავტორებს არ ვაწერ (ვერც დავაწერ ყველას სათითაოდ).

წყარო: facebook.com, კერძოდ კი ეს გვერდი.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close